Sponsored Content

წლის საუკეთესო კრიპტო-კომპანიად აღიარეს კომპანია, რომელსაც აქვს ოფისი თბილისში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

წელი სულ ახლა დაიწყო და iGaming ინდუსტრიაში უკვე მოხდა International Gaming Awards-ის, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესიონალური ჯილდოს, გადაცემა. მსოფლიო ბაზრის ოცდაათზე მეტი წამყვანი მოთამაშის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ლონდონში, რათა მიეღოთ მონაწილეობა და მოეპოვებინათ ჟიურის აზრით საუკეთესო კომპანიის ტიტული. წლის საუკეთესო კრიპტო კომპანიის ერთ-ერთი ჯილდო მოიპოვა SOFTSWISS-მა და ამ საერთაშორისო ტექნოლოგიური პროდუქტების მიმწოდებელი კომპანიების ჯგუფის გუნდის წარმომადგენლებს გადაეცათ შესაბამისი ჯილდო. ჯგუფს აქვს ოფისი თბილისში, რომელიც საქართველოში სახელი სწრაფად გაითქვა და გაზარდა ადგილობრივი დეველოპმენტ ცენტრი 200-მდე თანამშრომლამდე. ჯილდოს წინაპირობებით, ამ პრემიის მიღება შეეძლო ისეთ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ სერვისებსა და გადაწყვეტებს, iGaming-ის სფეროში კრიპტოვალუტების გამოყენებით. და რაც მთავარია – ნომინანტმა შეძლო და დაუმტკიცა ჟიურის, რომ მათი პროდუქტის ხარისხი ნამდვილად უმაღლესია და გამოირჩევა კონკურენტებს შორის.

SOFTSWISS წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერს მსოფლიოში. კომპანიების ჯგუფის თანამშრომლები ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს მთელს მსოფლიოში, ხოლო კრიპტო-საკითხებში ითვლებიან ნამდვილ პიონერებად და ინოვატორებად. ისინი პირველნი იყვნენ მსოფლიოში, რომელმაც შექმნეს კრიპტოვალუტით მუშაობისთვის უნიკალური და უსაფრთხო გადაწყვეტა ონლაინ გართობის სფეროში. კომპანიების ჯგუფი აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ ბაზარზე პირველი ხარ ყოველთვის კარგია, თუმცა ეს საკმარისი არ არის ლიდერობის შესანარჩუნებლად ათწლეულის განმავლობაში. აუცილებელია მუდმივი განვითარება და ინოვაციების დანერგვა. და ამგვარი პრესტიჟული ჯილდოს მიღებით კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ SOFTSWISS ყოველწლიურად ვითარდებოდა. ეს ეხება არა მხოლოდ ახალი დეველოპმენტის ცენტრების დაარსებას და გახსნას, არამედ მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას.

SOFTSWISS-ში ეს ამ დონის პირველი პრიზი არ არის. გასულ წელს კომპანიამ მიიღო მრავალი ჯილდო, როგორც ზოგად, ისე პერსონალ ნომინაციებში. თუმცა ყველაზე მოსალოდნელი მიღწევა იყო გამარჯვება ნომინაციაში "წლის სამუშაო ადგილი", სადაც კომპანიამ მოიგო პრემია Sigma Europe 2022.

SOFTSWISS არის საერთაშორისო ტექნოლოგიურიპროდუქტების ჯგუფი, რომელსაც აქვს 10-წლიანი გამოცდილება და ფლობს ოფიციალურ წარმომადგენლობითი ოფისებს პოლონეთში, მალტაში, საქართველოსა და ბელორუსიაში. კომპანიაში დასაქმებულია 1400-ზე მეტი ადამიანი. SOFTSWISS წარმოადგენს პირველ კომპანიათა ჯგუფს მსოფლიოში, რომელმაც ონლაინ გართობის სფეროში შექმნა გადაწყვეტა კრიპტოვალუტებთან მუშაობისთვის.

2022 წელს კომპანიათა ჯგუფმა მოიპოვა SIGMA Europe-ის ჯილდო ნომინაციაში "წლის საუკეთესო სამუშაო ადგილი" და SIGMA CIS ჯილდო ნომინაციაში "Best affiliate tracking software". ხოლო, 2021 წელს SOFTSWISS-მა მიიღო შემდეგი ჯილდოები: "წლის საუკეთესო მომხმარებელთა მომსახურების კომპანია" საერთაშორისო თამაშების დაჯილდოებაზე (IGA) და "წლის საუკეთესო მომხმარებელთა მომსახურება" Starlet Awards-ზე. SOFTSWISS-ის თანამშრომლებმა კი გაიმარჯვეს ნომინაციებში "ლიდერობა", "პროდუქტები და ინოვაციები" და "წლის თანამშრომელი".