Get All Access for $5/mo

სტარტაპერები მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ "ჩვენთვის გაუგებარია მარიამის პოზიცია, რის გამოც ვითხოვთ მასთან შეხვედრას მიმდინარე კვირაში"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს სტარტაპ საზოგადოება საქართველოს პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვს, რათა ღია დისკუსიაში განიხილონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და ის, თუ რამდენად უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაზე.

ქართულმა სტარტაპ ეკოსისტემამ, უკვე გაავრცელა მიმართვა და პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით: https://entm.ag/xtuqXx

"პარლამენტარი მარიამ ლაშხი წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად აშენებდა ამ ეკოსისტემას. პარლამენტში იგი "წარმოადგენს" ქართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას. ჩვენთვის გაუგებარია მარიამის პოზიცია, რის გამოც ვითხოვთ მასთან შეხვედრას მიმდინარე კვირაში, მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, რათა გაგვცეს პასუხი თავის პოზიციასთან დაკავშირებით, და განგვიმარტოს რატომ არ დააზიანებს ეს კანონი და მიმდინარე პროცესები ქვეყანას და მათ შორის, ქართულ სტარტაპ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას" - ქართული სტარტაპები.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე