STEP DESIGN 2023 - IT აკადემია STEP-ის ყოველწლიური გამოფენა გრაფიკულ დიზაინში IT აკადემია Step - განვითარდი და განავითარე ურთიერთობები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
IT Academy Step-მა ტრადიციულ ღონისძიებას, #STEPDESIGN2023 გამოფენას უკვე მეექვსედ უმასპინძლა. წელს მონაწილეობა "სტეპის" გრაფიკული დიზაინის მიმართულების 100-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. აკადემიის სარეკრეაციო ეკო სივრცეში საკონკურსოდ 120-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინა და ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოევლინათ საუკეთესო ნამუშევარი. ამასთან, ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმრება შიდა კრეათონის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.
#STEPDESIGN2023 გამოფენაზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ:
- შიდა კრეათონში გამარჯვებული - I ადგილი - სოფიო ხეცურიანი
- შიდა კრეათონში გამარჯვებული - II ადგილი - ჯენიფერ ჟვანია
- შიდა კრეათონში გამარჯვებული - III ადგილი - მარიამ კვიციანი
- შიდა კრეათონში გამარჯვებული - IV ადგილი - ლილე ადეიშვილი
- სტუმრის რჩეული - ჯენიფერ ჟვანია
"STEPDESIGN 2023 გამოფენა უკვე მეექვსე წელია ტარდება. ჩვენს სივრცეში ყოველთვის ვტოვებთ წინა წლის გამოფენებსაც და ყოველ წელს საუკეთესო ნამუშევრებით ვავსებთ შენობას. პირველ რიგში, ეს არის წამახალისებელი და მამოტივირებელი ფაქტორი, რადგან მათი შემაჯამებელი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე იფინება. მეორეს მხრივ, ეს გვეხმარება, ვაჩვენოთ სხვა ადამიანებს, რომ შესაძლებელია, მათაც მიაღწიონ იმ შედეგებს, რასაც ჩვენი სტუდენტები აღწევენ. გამოფენაზე მოწვეული იყო ის კომპანიები, რომლებთანაც სპეციალური მემორანდუმების ფარგლებში ვთანამშრომლობთ. მოწვეული იყო, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნულ ორგანიზაციებს, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ჩვენი სტუდენტების ნამუშევრებს, ადგილზევე შეაფასონ მათი პროფესიული მონაცემები და ხელი შეუწყონ კარიერულ განვითარებაში.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აქ მოსული სტუმრები QR კოდის საშუალებით ირჩევენ საუკეთესო ნამუშევარს - რაც ნიშნავს იმას, რომ დამსწრე საზოგადოება მაქსიმალურად არის ჩართული პროცესებში და თავს ფუნქციონალურად გრძნობს.
გამოფენაში მონაწილე სტუდენტებს, დაახლოებით, 8-თვიანი გადამზადება აქვთ გავლილი და გვიხარია, რომ ამ დროში ასეთ შედეგებს აღწევენ. მათი ნამუშევრები, ფიზიკური გამოფენის გარდა, განთავსდება სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე" - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მაკა მახათაძე, IT აკადემია STEP-ის დამფუძნებელი.
IT აკადემია STEP - საერთაშორისო ბრენდია, რომლის პირველი ფილიალი საქართველოში 2015 წელს, თბილისში გაიხსნა. სტეპის მისიაა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში დაეხმაროს ადამიანებს ციფრული და თანამედროვე უნარ-ჩვევების განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიური პროფესიების დაუფლებაში, რაც მათ შეუწყობს ხელს, თავი დაიმკვიდრონ, კონკრეტულ შრომით ბაზარზე.
ზოგადად, გრაფიკა და დიზაინი ერთ-ერთი ძალიან პოპულარული მიმართულებაა "სტეპში". გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მენტორებისგან. ეს გამოფენა კი, საშუალებას აძლევთ სტუდენტებს, შეექმნათ ერთგვარი პორტფოლიო, რომელსაც წარუდგენენ მომავალ დამსაქმებლებს, დამკვეთებს, მეგობრებსა და გამომწერებს. სწავლის დაწყება შესაძლებელია 9 წლიდან და წარმატებული კურსდამთავრებულები, უმოკლეს დროში ახერხებენ დასაქმებას დიზაინერის პოზიციაზე.
წელს #STEPDESIGN2023 გამოფენის პარტნიორია მარკეტინგული სააგენტო "ჯინჯერსი", სადაც კონკურსის გამარჯვებული რამდენიმეთვიან სტაჟირებას გაივლიან.