ინვესტიცია თბილისის ბულვარში - ახალი მიზიდულობის ცენტრი დედაქალაქში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თბილისი საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია, სადაც კონცენტრირებულია ქვეყნის ფინანსური რესურსებისა და ბიზნესის უდიდესი ნაწილი.
გარდა ამისა, ჩვენი დედაქალაქი გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით, რაც მოსახლეობას ურბანული ცხოვრებისა და ბუნებრივი სიმწვანის არაჩვეულებრივ ნაზავს სთავაზობს. თუმცა, ქაოსურმა განაშენიანებამ, ახალმოსახლეების დიდმა სურვილმა იცხოვრონ ცენტრალურ უბნებში, ქალაქის "გარედან შიგნით" განვითარებამ და სიმყუდროვის დაკარგვამ, მოსახლეობაში საფუძვლიანი უკმაყოფილება გააჩინა.
"თბილისის ბულვარი" მიზნად ისახავს უპასუხოს საზოგადოებაში გაჩენილ მოთხოვნებს და გახდეს დედაქალაქის მაცხოვრებელთა ტოპ მიმზიდველი ლოკაცია, რის წინაპირობასაც ის ექსკლუზიური უპირატესობები და უნიკალური შესაძლებლობები ქმნის, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას ბუნებრივად ახასიათებს.
მოდით, ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი.
მისაღები ფასი - მიუხედავად უწყვეტი მზარდი ტენდენციისა, ევროპის დიდ ქალაქებთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ფასები საგრძნობლად დაბალია, რაც ქალაქს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ საინვესტიციო ადგილად აქცევს და მათ შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ მეტი უძრავი ქონება ნაკლებ ფასად, ხოლო დაგეგმილი საინვესტიციო ამონაგები, გაცილებით მცირე დროში მიიღონ.
წყარო : numbeo.com
Gated Community - კვლევები აჩვენებს, რომ მიუხედავად ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნის არსებობისა, დედაქალაქში დახურული საცხოვრებელი კომპლექსების ნაკლებობაა. ამის მთავარი მიზეზი მსგავსი პროექტების მასშტაბურობა და ფინანსური რესურსების მოცულობაა, რომელიც დეველოპერული კომპანიების უმეტესობას არ აქვს. ასევე, აღნიშვნის ღირსია უკანასკნელ წლებში სამშენებლო ნებართვების საშუალო მოცულობის ზრდა, რაც დამატებითი ინდიკატორია, რომ საზოგადოების დაკვეთის პარალელურად, სახელმწიფო პოლიტიკაც მასშტაბური განაშენიანებისა და დიდი პროექტების მხარდაჭერისკენ არის მიმართული.
ზღვასთან სიახლოვე - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თბილისის მასშტაბით ბულვარი ერთადერთი ზღვისპირა პროექტია,რადგან საცხოვრებელი ნებართვების მოკვლევის შედეგად, დგინდება რომ 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით არ არსებობს დამტკიცებული, ან განხილვაში მყოფი სამშენებლო ნებართვა თბილისის ზღვის მიმდებარედ, რომელსაც ასეთივე მახასიათებლები ექნება. სხვა ზღვა კი ქალაქს ფიზიკურად არ აქვს.
ჯანსაღი ცხოვრება და სიმშვიდე - წყალი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის პროცესში. საქართველოში, ამ ეტაპზე არ არის განვითარებული საწყლოსნო ტრანსპორტი, თუმცა ის, ნელ-ნელა, მეტ პოპულარობას იძენს. "თბილისი ბულვარის" ტერიტორიის უნიკალურობა კი სწორედ წყალთან სიახლოვეა. პროექტის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ჰქონდეს საკუთარი საწყლოსნო ტრანსპორტი და ჩაერთოს წყალთან დაკავშირებულ სხვადასხვა სპორტულ, თუ გასართობ აქტივობებში.
აკვა პარკი - "თბილისი ბულვარის" ტერიტორიაზე 2013 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ამიერკავკასიაში უდიდესი, 37 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული აკვაპარკი, რომელსაც წლის განმავლობაში დაახლოებით 170 000 ადამიანი სტუმრობს. ეს გახლავთ ქალაქში ყველაზე მიმზიდველი გასართობი სივრცე, რომელიც სამომავლოდ "ბულვარის" მოქალაქეებს საკუთარ ეზოში ექნებათ.
სუფთა ჰაერი - ჰაერის დაბინძურება დღევანდელი ურბანული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და თანდათან იზრდება ადამიანებისა და ოჯახების მიგრაციის დონე ქალაქის ცენტრალური უბნებიდან, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა გარეუბნებისაკენ.
თბილისის ბულვარი ამ საკითხშიც არავის უთმობს პირველობას, რადგან ერთ სულ მოსახლეზე მწვანე განაშენიანების კოეფიციენტის მიხედვით, ჩვენი ტერიტორია დედაქალაქში საუკეთესო მაჩვენებელს დადებს და ქალაქში ყველაზე სუფთა ჰაერიც, დანამდვილებით ჩვენთან იქნება
სასტუმროს ტიპის აპარტამენტები - მათთვის, ვისაც ურბანულ ცხოვრებასთან ერთად სიმყუდროვეც უყვარს და სურს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ექსტრა კომფორტისაკენ, თბილისის ბულვარი ქმნის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, რაც საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში, ერთმანეთის პარალელურად გქონდეთ ქალაქური და საკურორტო ყოველდღიურობა.
ხედი ზღვაზე - ტურისტულ ბიზნესში გასაქირავებელი ბინების პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი "ხედია" და თუ აქამდე ტერმინი "ხედი ზღვაზე" მხოლოდ აჭარის, ან გურიის ასოციაციებს იწვევდა, დღეს, ამ აღქმას როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ემატება თბილისიც. დიახ, თბილისი ბულვარის მოქალაქეთა 90%-ს ზღვაზე ხედიც ექნება.
ეზო მანქანების გარეშე - პროექტის თვალსაჩინო ბენეფიტია 80 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული საცხოვრებელი სივრცე და პარკირების განსაკუთრებული წესი, რომელიც კრძალავს საცხოვრებელ ტერიტორიაზე ავტომობილის გაჩერებას და ხელს უწყობს ლოკაციაზე არსებული სუფთა ჰაერის შენარჩუნებას. ავტომობილების პარკირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დახურულ, ან სპეციალურ საპარკინგე ზონებში,
რაც ნიშნავს იმას, რომ მაცხოვრებლებისთვის შიდა სივრცეებში ყოფნა უფრო უსაფრთხო, მყუდრო და სასიამოვნო ხდება.
ადგილმდებარეობა - თბილისის ბულვარი დედაქალაქის ცენტრიდან შვიდ, ხოლო აეროპორტიდან 11 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ქალაქის ცენტრალური უბნებიდან 15-20 წუთის სავალ გზაზეა. ადგილმდებარეობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც 300-მდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს და საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში განთავსებული თბილისის ახალი, თანამედროვე ტიპის ზოოპარკი,რაც ბულვარის ლოკაციას კიდევ უფრო პოპულარულ დანიშნულების პუნქტად და ქალაქის ახალ მიზიდულობის ცენტრად აქცევს
მუდმივად მზარდი მოთხოვნა - უძრავი ქონების გაყიდვების ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ თბილისი ბულვარის პოტენციური სეგმენტი ბოლო წლების განმავლობაში მზარდია და 1 კვ.მ-ში 1,800$-ის და მეტი ღირებულების მქონე უძრავი ქონების შემსყიდველი ადამიანების რაოდენობა, 2023 წლისთვის ბაზრის 5.2%-ს შეადგენს.
გარდა ზემოთ თქმულისა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ 194.000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული თბილისის ბულვარის ტერიტორიაზე მოხდება 7 საცხოვრებელი ბლოკის, ანუ თოთხმეტი 7 სართულიანი საცხოვრებელი შენობის განთავსება.
პროექტის ტერიტორიაზე კი ასევე დაგხვდებათ:
• 3 ახალი სასტუმრო (უკვე ფუნქციონირებს ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო)
• ბიზნეს ცენტრი
• აკვაპარკი (უკვე ფუნქციონირებს)
• სარეაბილიტაციო კლინიკა
• სკოლა
• ბაღი
• სავაჭრო ცენტრი
• რესტორნები და კაფეები
• სპორტული მოედნები (აკვაპარკთან უკვე არსებობს მოედნები)
• პირსი
• 1.5 კმ-დე ზომის ბულვარი
• ღია და დახურული აუზები
• სკვერები და საბავშვო გასართობი სივრცეები
თბილისის ბულვარის პროექტში ხორციელდება 250 მილიონი დოლარის ჯამური ინვესტიცია, რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობის კონკრეტულ პარამეტრს, ე.წ. ROI-ის (Return On Investment), მისი მაჩვენებელი 15 %-მდე ნიშნულზეა, ფინანსური ანგარიშგების დეტალები კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომი გახდება მხარეებს შორის ე.წ. NDA-ის, ანუ, გაუთქმელობის შესახებ (non disclosure agreement) დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.