TELL ME SOMETHING I DON'T KNOW - AD BLACK SEA 2023 იწყება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რეგიონის მთავარი მოვლენა კრეატიულ ინდუსტრიაში დელეგატების უპრეცედენტო რაოდენობით, სპიკერების ჩამონათვალში გლობალური ბრენდების თუ სააგენტოების ლიდერებითა და 3-დღიანი პროგრამით ბრუნდება.
AD BLACK SEA 2023 14-16 სექტემბერს, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართება. 1300-ზე მეტ ქართველ და უცხოელ დელეგატს მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება ექნება.
კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია). მათ ნამუშევრებს 17 ქვეყნიდან მოწვეული, 32 ჟიურის წევრი შეაფასებს.
"ფესტივალის მთავარი მიზანია, საქართველოსა და მთლიანად, რეგიონში მოღვაწე კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს მისცეს საშუალება, დაესწრონ მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. ვინაიდან დასავლურ ფესტივალებზე სიარული საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, AD BLACK SEA საუკეთესო ალტერნატივაა სფეროს ლიდერების გამოცდილების გასაზიარებლად, გლობალური ტენდენციებისთვის თვალის მიდევნებისა და წლის გამორჩეული ნამუშევრების სანახავად",- ამბობს ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერი, თამარ ცინცაძე.
"ფესტივალის წარმატება მხოლოდ ჩვენი წარმატება არაა. ეს არის შანსი, დამატებით წარმოვაჩინოთ საქართველო რეგიონში სფეროს ლიდერის როლში. მსგავსი მოვლენები არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოკაციის პოპულარიზაციისთვის. ამდენი ქვეყნის წამყვანი პროფესიონალის ბათუმში სტუმრობით, ცალსახად იზრდება ჩვენი მნიშვნელობა გლობალურ რუკაზე, რაც საბოლოო ჯამში, მზარდ ტურიზმსა და გაუმჯობესებულ ეკონომიკაში გამოიხატება",- ამბობს AD BLACK SEA-ს პრეზიდენტი, ვატო ქავთარაძე.
შარშანდლის მსგავსად, ფესტივალი წელსაც Russia-free პოლიტიკას აგრძელებს და არ მასპინძლობს სტუმრებსა თუ ნამუშევრებს რუსეთსა და ბელორუსიდან.
წლევანდელ სპიკერებს შორის არიან:
რორი საზერლენდი / Rory Sutherland რორი Ogilvy-ს თავმჯდომარის მოადგილეა - მიმზიდველად ბუნდოვანი პოზიცია, რომელმაც საშუალება მისცა, დაენერგა ბიჰევიორისტული მეცნიერების პრაქტიკა თავის სააგენტოში. რორი მუშაობს ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულებთან, რომლებიც მომხმარებლის ქცევაში "უხილავ შესაძლებლობებს" ეძებენ - ხშირად ეს კონტექსტის მცირე ცვლილებებია, რომლებიც ადამიანების გადაწყვეტილებებზე უზარმაზარ გავლენას ახდენს - მაგალითად, ქოლცენტრის გაყიდვების გასამმაგება სკრიპტში მხოლოდ რამდენიმე წინადადების დამატებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბევრი სააგენტო ისაუბრებს "შეძენილ, ფლობაში არსებულ და მოპოვებულ" მედიაზე: ჩვენ ასევე ვეძებთ "გამოგონილ მედიას" და "აღმოჩენილ მედიას": იმ მოულოდნელი (და იაფი) ცვლილებების ძიებით კონტექსტში, რომლებიც ადამიანების ქცევასა და ქმედებებს ცვლის. ეს ძალიან ღირებული აქტივობაა - მაგრამ არც ისე შემოსავლიანი. ასე იმიტომ ხდება, რომ კლიენტებს, როგორც წესი, არ აქვთ ბიუჯეტი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც არ ეგონათ, რომ გააჩნდათ. Ogilvy-ს ბიჰევიორული პრაქტიკის დაარსებამდე, რორი სააგენტოს ქოფირაითერისა და კრეატიული დირექტორის პოზიციას 20 წლის მანძილზე იკავებდა. სხვადასხვა დროს, ის IPA-ს პრეზიდენტი, კანის ფესტივალის Direct Jury-ს პრეზიდენტი და TED Global-ის სპიკერი გახლდათ. რორი რეგულარულად წერს გამოცემებისთვის Spectator, Market Leader & Impact, ასევე პერიოდულად - Wired-ისთვის.
მარკ პოლარდი / Mark Pollard მარკი მართავს სტრატეგიის ტრენინგ კომპანიას, Sweathead-ს, 18000 სტრატეგის ქომიუნითის და მიყავს პოდკასტი 1,4 მილიონზე მეტი მსმენელით. ბოლო წლებში, მან კონსულტაცია გაუწია და ტრენინგი ჩაუტარა ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა The Wall Street Journal, Twitter, Complex Media, EA Games, The Economist და სააგენტოები მთელი მსოფლიოს გარშემო. 2020-ში მარკმა გამოაქვეყნა Kickstarter-ის დაფინანსებული წიგნი Strategy Is Your Words - 400-გვერდიანი ნაშრომი, რომელიც სტრატეგების გონებაში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს და აწყობილია მოდელზე სახელწოდებით The Four Points. უკვე 6000 ეგზემპლარია გაყიდული Amazon-ზე ხელმისაწვდომობის გარეშე.
მარი რაიგ ფლორენსა / Marie Reig Florensa მარი ჰუმანისტი, ქოუჩი და ე.წ. heart-based ლიდერშიფის ექსპერტია, რომელიც ადამიანური ღირებულებების, ლიდერშიფისა და კრეატიულობის გადაკვეთების კვლევაშია. მარის კრეატიულ ინდუსტრიებში, მეინსტრიმ თუ ნიშურ პროექტებში, გუნდებსა და ორგანიზაციებში 20 წელიწადზე ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი მისაა, წარმოაჩინოს, რომ ყოველი მცირე ჟესტი მასობრივი კონსტრუქციის იარაღია და ჩვენი ცხოვრება ჩვენი ყველაზე მშვენიერი ხელოვნების ნიმუშია.
რიკარდო ვოლფი / Ricardo Wolff
რიკარდო ვოლფი 2018 წლიდან Innocean Berlin-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორია. მას არა ერთი ფესტივალის გრანპრი აქვს მოპოვებული ისეთ კლიენტებთან
თანამშრომლობით, როგორებიცაა Volkswagen, Kia, Ikea and Anne Frank House - მათ შორის, გერმანიის პირველი ტიტანის ლომი. გულით მწერალს, სწამს, რომ AI ვერაფრით წაართმევს სამსახურს.
აგა იონსდოტირი / Agga Jónsdóttir აგა იონსდოტირი Pipar/TBWA-ს CXO, CD და პარტნიორია. პროფესიით გრაფიკული დიზაინერი, ახლა მაგისტრის ხარისხის დასაცავად გენდერის სწავლებაში ემზადება. აგას მარკეტინგსა და რეკლამის ინდუსტრიაში მუშაობის 20 წელიწადზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მას მოგებული აქვს არა ერთი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო. სხვადასხვა დროს, იყო ისლანდიური ფესტივალების, FÍT და Lúðurinn-ის ჟიურის წევრი, გასულ წელს კი Ad Black Sea-ს პრინტისა და დიზაინის ჟიურის თავმჯდომარე.