Tesla-ს Optimus რობოტებს პრეზენტაციაზე, სავარაუდოდ, ადამიანები აკონტროლებდნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია Tesla-ს მიერ ორგანიზებულ We, Robot-ის სახელით გამართულ ღონისძიებაზე ილონ მასკმა ახალი, ე.წ. რობოტაქსი Cybercab-ი და 20-ადგილიანი თვითმართვადი Robovan-ი წარადგინა, თუმცა ღონისძიების დიდი ფინალი Optimus რობოტების ხაზის დემონსტრაცია იყო. მიუხედავად ილონ მასკის განაცხადისა, რომ ჰუმანოიდი რობოტი "ყველა დროის უდიდესი პროდუქტი იყო", აღმოჩნდა, რომ მომავლის რობოტებს ადამიანები დისტანციურად აკონტროლებდნენ და ისინი ისეთი ავტონომიურები სულაც არ არიან, როგორც თავდაპირველად ახასიათებდნენ.

ილონ მასკის განმარტებით $20 000-დან $30 000-მდე ღირებულების რობოტს შეუძლია ისეთი საოჯახო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა გაზონის მოვლა ან სასურსათო პროდუქტის შეძენა. ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ყოველი ოჯახი სამ წელიწადში ერთ ასეთ რობოტს შეიძენს. "რასაც კი წარმოიდგენთ, ის ყველაფერს გააკეთებს", - თქვა მასკმა. თუმცა, როდესაც ღონისძიების ერთ-ერთმა სტუმარმა Optimus რობოტს ჰკითხა, კონტროლდებოდა თუ არა დისტანციურად, რობოტმა უპასუხა: "დღეს მე ადამიანი დამეხმარა. ჯერ სრულად დამოუკიდებელი არ ვარ". ღონისძიებაზე გამოჩნდა, რომ ადამიანები რობოტებს დავალებების შესრულებაში მართლაც ეხმარებოდნენ.

თვითმართვადი ავტონომიური რობოტების გამოშვების გეგმების შესახებ Tesla-მ პირველად 2021 წელს განაცხადა. ამის შემდეგ მასკმა ისიც აღნიშნა, რომ Optimus-მა Tesla-ს კაპიტალი ბაზარზე შესაძლოა $25 ტრილიონამდე გაზარდოს. ამ დროისთვის Tesla-ს ბაზრის კაპიტალი $700 მილიარდია.

ტექნოლოგიური მიმომხილველები და კრიტიკოსების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ რობოტები და მათი შესაძლებლობები ერთგვარი ილუზიაა. მათი თქმით, Tesla-მ "მილიონობით ადამიანი შეიყვანა შეცდომაში", ვინც არ იცოდა, რომ რობოტები ადამიანების მიერ იმართებოდნენ. ღონისძიებას "აღმაფრთოვანებელი" და "ისტორიული" უწოდა Wedbush-ის ანალიტიკოსმა, დენ აივსმა. ის რობოტების შესაძლებლობებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განწყობილი აღმოჩნდა.

ხმაურიანად დაანონსებული რობოტების დისტანციური მართვის შემთხვევაზე Tesla-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია