Join our Waitlist for Expert Advice!

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს

By Kwan Wei Kevin Tan

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმი დიმონი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ნაკლები დრო უნდა გაატარონ სოციალური მედიის პლატფორმებზე და მეტი დრო წიგნების კითხვაზე, თვითგანვითარებაზე ზრუნვაში დახარჯონ.

დიმონმა ამის შესახებ ჯორჯთაუნ ფსაროსის ფინანსური ბაზრებისა და პოლიტიკის ცენტრის ფინანსური ბაზრების ხარისხის კონფერენციაზე ისაუბრა და რჩევა კითხვის პასუხად გასცა, ჰქონდა თუ არა რაიმე რჩევა იქ მყოფი სტუდენტებისთვის.

მისივე თქმით, წაკითხვა და ისტორიის წიგნების მოხმარება მათი დროის ბევრად უკეთესი გამოყენება იქნებოდა.

"გამორთეთ TikTok-ი, Facebook-ი. ეს დროის სულელური კარგვაა. ჩემი რჩევა ესაა - ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი, არასდროს გაჩერდეთ. თუკი დემოკრატი ხართ - კარგი რესპუბლიკელების მოსაზრებებს გაეცანით; თუკი რესპუბლიკელი ხართ - დემოკრატისას. იკითხეთ ისტორიის წიგნები - მანდელა, ლინკოლნი, უოლტონი. მხოლოდ კითხვითა და საინტერესო ადამიანებთან საუბრით შეიძლება განვითარდეთ - სხვანაირად ეს შეუძლებელია", - აღნიშნა ბიზნესმენმა.

აღმასრულებლის ამ განცხადებაზე განმარტება არ გაუკეთებიათ JPMorgan-ში. ასევე, არაფერი გავრცელებულა TikTok-დან და Meta-დან, სადაც მედიებმა კომენტარისთვის კითხვები გაგზავნეს.

აღმასრულებლებისა და ბიზნესმენების უმეტესობისგან განსხვავებით, დიმონი ინარჩუნებს მიდგომას, ნაკლებად იყოს სოციალურ მედიაში. LinkedIn-ის გარდა, დიმონი არ იყენებს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Facebook-ი, X-ი ან TikTok-ი – თუმცა მან 2021 წელს აღიარა, რომ აქვს ინსტაგრამის ანგარიში ყალბი სახელით.

დიმონმა სოციალური მედია წელს ერთხელ უკვე გააკრიტიკა - აქციონერებისადმი მის ყოველწლიურ წერილში თქვა, რომ პლატფორმებს მეტის გაკეთება სჭირდებათ მათ მიერ შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად.

"ეჭვგარეშეა, რომ სოციალურ მედიას აქვს გარკვეული რეალური, უსიამოვნო ეფექტი, დაწყებული არჩევნების მანიპულირებით, დამთავრებული ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მზარდი ნეგატიური ზემოქმედებით. დროა სოციალური მედიის კომპანიებმა მეტი ზომები მიიღონ ამ გამოწვევების გამოსასწორებლად - და სწრაფად", - წერდა დიმონი.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს