Get All Access for $5/mo

TTE ROOMS - ინტელექტუალური და ლოგიკური თამაშები უფროსებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ემილ სარქისიანი TTE ROOMS-ის დამფუძნებელია. ემილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. საერთაშორისო ურთიერთობები შეისწავლა და საჯარო მმართველობის მაგისტრია. ამბობს, რომ ბიზნესის სფერო ყოველთვის აინტერესებდა და სულ ოცნებობდა, პროფესიულ საქმიანობებთან ერთად, ბიზნესიც შეესწავლა.

20 წლის ასაკში იდეა გაუჩნდა, რომ გასართობი სივრცე - გაქცევის ოთახი, ბევრისთვის ცნობილი, როგორც ESCAPE ROOM, FORT BOYARD, შეექმნა.

კომპანია TTE ROOMS უკვე 3,5 წელია, რაც ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი ერთგული მომხმარებელი შეიძინა. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანებს, საკუთარი ინტელექტუალური და ლოგიკური უნარების გამოყენებით, გართობა შეუძლიათ.

სივრცე, სადაც ადამიანები 1,5 საათის განმავლობაში სხვადასხვა ლოგიკურ და ფიზიკურ დავალებას ასრულებენ და თავსატეხებს ხსნიან. ეს არის ერთგვარი ჯგუფური აქტივობა, სადაც უფროსი ასაკის ადამიანებს მონაწილეობა შეუძლიათ.

"თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ თამაში უფროსი ასაკის მოთამაშეებზე იქნებოდა ორიენტირებული, მათ შორის სხვადასხვა კომპანიის თამაშრომლებზე, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, უფროსებისთვის ბევრი გასართობი სივრცე არ არის.

უფრო ხშირად, გასართობი სივრცეები მხოლოდ ბავშებისა და მოზარდებისთვის იქმნება. ამიტომ, ჩემი მიზანი იყო, ისეთი ადგილი შემექმნა, სადაც ადამიანები გართობასა და დროის ერთად, სასიამოვნოდ გატარებას, ალკოჰოლის, სუფრებისა და საცეკვაო მუსიკის გარეშეც შეძლებდნენ".

ემილი ამბობს, რომ თამაში არის უნიკალური, ვინაიდან, თითოეული მისი ნაწილი, სიუჟეტი, დავალება თუ დეკორაცია, პირადად მისი შექმნილია და ცნობილი escape-room თამაშებისგან სრულიად განსხვავდება.

"აქტიური მუშაობის შედეგად, ჩემმა კომპანიამ საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევა შეძლო. 3,5 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ნდობა დავიმსახურეთ და ჩვენი სტუმრებისგან დადებითი შეფასებები მივიღეთ.

ამის დასტური კი ჩვენი შეფასებები და მომხმარებლების უკუკავშირია ( GOOGLE-ის შეფასებებით 4,9/5 ქულა გვაქვს. 209 შეფასების მიხედვით, FB გვერდზე კი 100%-იანი რეკომენდაცია). საკმაოდ ბევრი პროფესიონალი და გამოცდილების მქონე მოთამაშის აზრით, ჩვენმა თამაშმა საკმაოდ ბევრი უცხოური კომპანიის თამაშს აჯობა". იხ. მათი შეფასებები.

TTE ROOMS ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს მასპინძლობს, კორპორატიულ თამაშებს ატარებს და ადამიანების გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს დაუვიწყარი გუნდური თამაშით ამრავალფეროვნებს.

"ხშირად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტურ ღონისძიებებში ვმონაწილეობთ და ღონისძიებების სპონსორები ვართ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალგაზრდებისთვის თამაშის ზომიერი ღირებულება შევინარჩუნოთ. ამისათვის კი თითქმის ყოველთვე, საქართელოს ბანკთან თანამშრომლობით, სხვადასხვა სტუდენტურ, cashback, plus points კამპანიებს ვატარებთ და ჩვენს სტუმრებს ფასდაკლებებს ვთავაზობთ".

ემილი ამბობს, რომ მისი ბიზნესი ახლა განვითარების გზაზეა. სულ მალე, თბილისში, გართობის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, კიდევ უფრო განვითარებულ ფილიალებში უმასპინძლებს. განსაკუთრებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სათამაშო სივრცე გაიხსნება, სადაც განსხვავებული ტიპის სერვისები იქნება წარმოდგენილი. ცალკე კორპორატიული განყოფილებაც იმუშავებს, რომელიც კომპანიების თანამშრომელთათვის თიმბილდინგების მოწყობაზე იზრუნებს.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?