Black Friday Sale! 50% Off All Access

თვითგანვითარება საქართველოში - "ლეო ინსტიტუტის" წარმატების ამბავზე "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ ქართულ გამოცემაში წაიკითხავთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში თვითგანვითარების სფეროში "ლეო ინსტიტუტის" როლზე Kotler Impact-ის მარკეტინგის ქართულენოვან სახელმძღვანელოში წაიკითხავთ. საერთაშორისო ბრენდი AWE Consulting-თან და "ლურჯ ოკეანესთან" თანამშრომლობით ქართული კომპანიების წარმატებულ ბიზნესმოდელებს ქეისების საშუალებით შეისწავლის და წიგნს გამოსცემს.

Kotler Impact "მარკეტინგის მამის", დოქტორ ფილიპ კოტლერის ნამუშევარია, რომელიც "სტაბილური გლობალური გარემოსა და ეკონომიკური განვითარებისკენ განათლებით, ტრენინგებითა და ჰოლისტური მიდგომებით მიისწრაფვის".

მარკეტინგის ქართულენოვანი სახელმძღვანელოს შექმნაში, Kotler Impact-თან ერთად, ჩართულნი არიან AWE Consulting და "ლურჯი ოკეანე". სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, შეისწავლოს წარმატებული ქართული ბრენდების ისტორია, მათი ბიზნესმოდელების უნიკალურობა, და დაინტერესებულ პირებს ბიზნესინდუსტრია უკეთ გააცნოს.

როგორც ცნობილია, სახელმძღვანელო უკვე გამოიცა იტალიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში, წლის ბოლომდე კი იგეგმება ათამდე გამოცემის ჩაშვება, მათ შორის, აშშ-სა და გერმანიაშიც. პროექტში მონაწილეობას იღებენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა Danone, Oracle, Lamborghini, Google, Porsche, Heineken, Ferrari, Accenture და ა.შ.

ერთ-ერთ ქართულ ქეისად შერჩეულია "ლეო ინსტიტუტი", რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2019 წლიდან არის აქტიური. "ლეო ინსტიტუტი" უნიკალური პიროვნული განვითარების მეთოდოლოგიით − ლეო მეთოდოლოგიით ეხმარება ადამიანებს და გუნდებს, გახდნენ საკუთარი ცხოვრების, ურთიერთობების, საქმის, ლიდერობისა და გუნდური მაინდსეტის ოსტატები. 40 წლის განმავლობაში ლეო მეთოდოლოგიამ ათასობით ადამიანს და ასობით გუნდს საშუალება მისცა გამხდარიყვნენ ნდობაზე დაფუძნებული გუნდების, წარმატებული ორგანიზაციების, სავსე ურთიერთობების და დაუჯერებელი შედეგების შემოქმედები.

რა მოლოდინი აქვთ პროექტისგან და რატომ არის მათთვის Kotler Impact-ის სახელმძღვანელოში მონაწილეობა მნიშვნელოვანი? − უფრო მეტის გასაგებად "ლეო ინსტიტუტის" მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელს, ეკო ჩუბინიძეს ვესაუბრეთ:

როგორ მოხვდა "ლეო ინსტიტუტი" პროექტში? რა არის თქვენი წარმატების ფორმულა, რამაც, თქვენი აზრით, ყურადღება მიიქცია?
"ლეო ინსტიტუტმა" საქართველოში არსებობის ამ ოთხი წლის განმავლობაში თვითშემეცნება, როგორც უპირობო საჭიროება ადამიანებისა თუ გუნდების განვითარების გზაზე, მნიშვნელოვნად გააძლიერა. ის, რასაც ჩვენ ვქმნით და ადამიანებს ვთავაზობთ, და არა მარტო ჩვენ, ზოგადად ეს პროცესი და სარგებელი, რომელსაც პიროვნული განვითარებისგან იღებ, არ არის მარტივად ასახსნელი, ზოგჯერ რაციონალურიც კი არ არის. თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სემინარებით და პროგრამებით, ასევე სხვადასხვა საჯარო ტიპის ფიზიკური თუ ონლაინაქტივობებით, გაცილებით მეტი სიცხადე შევიტანეთ ამ სფეროს შესახებ წარმოდგენებში. ამის საშუალებას თვითონ ლეო მეთოდოლოგიაც იძლევა, რადგან ძალიან პრაქტიკული და down to earth მეთოდია, რომელშიც ადამიანები ლოგიკური ფიქრის პროცესით ძალიან მარტივად აკეთებენ საოცრად დიდ აღმოჩენებს საკუთარ თავზე, მერე კი საშუალება აქვთ მარტივ ყოველდღიურ სიტუაციებში დააინტეგრირონ და დაინახონ ცვლილება, რომელიც შინაგანი ტრანსფორმაციის შედეგია.

2019 წელს, მაშინ, როცა პირველ სემინარებს ვატარებდით, საქართველოში თვითგანვითარებაზე ამ მიმართულებით მუშაობის ძალიან მწირი შესაძლებლობა იყო, და რაც იყო, მაინც საკმაოდ ე.წ. ნიშური და მხოლოდ ვიწრო წრეებისთვის ცნობილი. ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა დაინტერესება ადამიანების მხრიდან და, შესაბამისად, გაჩნდა ბევრი სხვადასხვა პროგრამა, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობის პროცესს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ვფიქრობთ, ამ სასარგებლო ტენდენციის შექმნაში "ლეოს" დიდი როლი აქვს, რადგან ადამიანები, რომლებიც ჩვენს სემინარებსა და პროგრამებს გადიან, შემდეგ უფრო თამამად იწყებენ ძიების პროცესს და უკეთ იციან, რა სჭირდებათ თვითგანვითარებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ჩვენს საკომუნიკაციო რესურსებს იმისათვის, რათა პიროვნულ თუ ორგანიზაციულ დონეზე თვითგანვითარების მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, გავაზიაროთ "ლეო მეთოდოლოგია" და პრაქტიკა სხვადასხვა გზით. ამ ყველაფერმა მთლიანობაში ხელი შეუწყო თვითგანვითარების სფეროს პოპულარიზაციას საქართველოში და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც შეგვიძლია "ლეო ინსტიტუტის" ქართული ამბავი მოვყვეთ ამ სახელმძღვანელოში.

რა მნიშვნელობა აქვს პროექტში მონაწილეობას თქვენთვის და თქვენი სამომავლო გეგმებისათვის?
პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის ორ შესაძლებლობას ქმნის: უპირველესად, ქეისზე მუშაობის პროცესი გვეხმარება, ერთგვარი რეფლექსია გავაკეთოთ იმაზე, თუ რა გზა გავიარეთ, რამ იმუშავა და რამ არა, რა სარგებელი შევქმენით ადამიანებისთვის და გუნდებისთვის. ამ ყველაფრის გააზრება, საკუთარი თავის, "ლეოს" გუნდისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ აჩენს მადლიერებას, ვინც ამ მოგზაურობაში ჩვენთან ერთად იყო.

მეორე, უფრო პრაქტიკული შესაძლებლობა, ჩვენს სამომავლო გეგმებს უკავშირდება. "ლეოს" განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ ზრდაა. ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს, თანამოაზრეების ძიების პროცესი გავააქტიუროთ და ის, რასაც "ლეოში" ვქმნით, უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ.

რა მნიშვნელობისაა ეს პროექტი ადგილობრივი მონაწილე თუ არამონაწილე კომპანიებისათვის? რა სარგებლის მომტანი შეიძლება გახდეს სახელმძღვანელოზე მუშაობა?
როგორც უკვე ვთქვით, ეს პროექტი თვითრეფლექსიის კარგი საშუალებაა, რაც მონაწილეებს დაეხმარება უფრო გაცნობიერებულად შეხედონ, რა პროცესშია ახლა ბრენდი და რა უნდათ, მომავალში შექმნან. ეს ფიქრები და იდეები ისედაც მუდამ გონებაშია, მაგრამ ამ ყველაფრის ერთიანობაში, სტრუქტურულად დანახვა სხვა სიმყარეს აძლევს ახალ გადაწყვეტილებებსაც. ამასთანავე, ეს ქეისები გამოცდილების გაზიარებისა და საინტერესო მსჯელობების საგანიც შეიძლება გახდეს, რასაც თავის მხრივ სფეროს განვითარებასა და სხვა კომპანიებზეც ექნება დადებითი გავლენა.

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს