Get All Access for $5/mo

"ვისოლმა" განახლებული ბრენდის კონცეფციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ვისოლმა" განახლებული ბრენდის კონცეფციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა ვაჟა-ფშაველას გამზირის N27გ-ში და ამიერიდან საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას მომხმარებლებს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ახალი დიზაინ კონცეფციით და სათქმელით - "კეთილი მგზავრობა" - შეუქმნის.

"ვისოლისა" და "სმარტის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ კომპანია დაარსების დღიდან ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებლებმა საუკეთესო გამოცდილება მიიღონ მათი სერვისით. ხორავას თქმით, "ვისოლი" საქართველოში წარმატებული ბიზნესსაქმიანობის მაგალითია და მუდმივად განაგრძობს განვითარებას.

"ვისოლი" მომხმარებლების "კეთილი მგზავრობისთვის" დღეს უკვე ყველა პირობას ქმნის "სმარტთან", "ვენდისთან", "დანკინთან" და მალე უკვე "საბვეისთან" ერთად, მგზავრობისას საჭირო ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზებით. ახალი კონცეფციისა და ვიზუალის ავტოგასამართი სადგურებით კი კიდევ უფრო სასიამოვნოს გავხდით ჩვენთან ურთიერთობას. წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგურის განახლებას შევძლებთ და ეტაპობრივად სრული ქსელის ვიზუალური რებრენდინგით "ვისოლი" ახალ დანაპირებს სრულფასოვნად შეასრულებს" - აცხადებს ვასილ ხორავა.

კომპანიაში რებრენდინგი 2023 წლის ზაფხულში დაიწყო - მთავარ სიმბოლოდ კი გზამკვლევი ვარსკვლავი იქცა.

კომპანიის რებრენდინგზე "მილენიალ ჰაბმა" იმუშავა, რომელიც სპეციალიზირდება ბრენდინგის, რებრენდინგის და მსხვილი საკომუნიკაციო პროექტების სტრატეგიაზე. გიორგი ტაბატაძისა და ვასკა ჩუბინიძის თქმით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება იყო ისეთი ისტორიის მქონე კომპანიასთან მუშაობა, როგორიც "ვისოლია".

"პროექტში ჩავერთეთ 2021 წლის ბოლოს, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანა კი იყო, რომ ვისოლის 23-წლიანი ისტორიის ბრენდინგი უნდა გადაგვეაზრებინა და მოგვეფიქრებინა მომავალი უახლოესი წლების სტრატეგია. მოვიძიეთ ისტორია, გადავხედეთ მასალებს და ვფიქრობდით, რა იქნებოდა ბრენდისთვის ყველაზე რელევანტური პოზიციონირება - ეს არის მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილება. შესაბამისად შეირჩა სლოგანი, რაც მის იდენტობაში ისედაც არსებობდა: "კეთილი მგზავრობა". რადგან ეს არის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ A წერტილიდან B წერტილამდე უსურვებს კეთილ მგზავრობას, არამედ ცხოვრებისეულ გზაზეც უსურვებს წარმატებას. ვიზუალურ იდენტობას კი სწორედ ამიტომ ახალი ელემენტი მივახმარეთ, პოლარული, ანუ გზამკვლევი ვარსკვლავი", - გვიყვება "მილენიალ ჰაბის" პარტნიორი, გიორგი ტაბატაძე.

"ვისოლის" ვიზუალური განახლებაზე კომპანია More Studio-მ იზრუნა, ხოლო ახალგახსნილი ავტოსადგურის ვიზუალი არქიტექტურულ კომპანია MUA-ს ეკუთვნის. სწორედ ამ გუნდმა შეიმუშავა "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურების სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავდა ოთხი ტიპის სადგურის პროექტირებას და განახლებას ახალი ბრენდინგის მიხედვით. როგორც MUA-ს ასოცირებული პარტნიორი და პროექტირების ხელმძღვანელი, მარია ფელანგია ამბობს, ვაჟა ფშაველაზე მდებარე სადგური არის საპილოტე სადგური და იგეგმება ყველა სხვა სადგურის განახლებაც.

"ჩვენი საპროექტო გუნდისთვის საინტერესო გამოწვევა იყო მსგავს პროექტზე მუშაობა გამომდინარე იქიდან, რომ ავტოგასამართი სადგურია. თან, ვფიქრობდით კონცეფციაზე, რა უნდა ყოფილიყო მამოძრავებელი ინსპირაცია. პირველი მოსაზრება, რაც გაჩნდა, იყო "ვისოლის" სადგურების მეხსიერებაში გამჯდარი იდენტობა. ყველა ადამიანს აქვს დამახსოვრებული მათი ვიზუალი, ამიტომ გვინდოდა ამ კონცეფციის შენარჩუნება და სიმსუბუქის შემოტანაც, საბოლოო ჯამში კი გვინდოდა მთლიანი, შეკრული კონცეფცია ყოფილიყო", - აცხადებს MUA-ს ასოცირებული პარტნიორი და პროექტირების ხელმძღვანელი, მარია ფელანგია.

გარდა ვიზუალური განახლებისა, "ვისოლმა" მომხმარებელს ახალი ლოიალობის სისტემაც შესთავაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად მიიღოთ 15-თეთრიანი ფასდაკლება თითოეულ ლიტრ საწვავზე. "ვისოლში", "სმარტსა" და "ვინტოში" განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი.

მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც "ვისოლის", ისე "სმარტისა" და "ვინტოს" ობიექტებში. აპლიკაციის გამოყენების წასახალისებლად 4 დეკემბრამდე მომენტალური გათამაშება მიმდინარეობს, სადაც პრიზებს იგებს როგორც მომხმარებელი, ისე ჩამსხმელი ოპერატორი, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას ემსახურება მომხმარებელს.

"ვისოლი" ქართულ ნავთობბაზარზე 23 წელია, წარმატებულად საქმიანობს და ლიდერის პოზიციას იკავებს. ის პირველი იყო ქვეყნის ნავთობსექტორში, რომელმაც მომსახურების დასავლური სტანდარტები დანერგა და მომხმარებელს უახლესი ევროპული სტანდარტის ნავთობპროდუქტები შესთავაზა. გარდა ამისა, კომპანიას ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, ათასობით ადამიანს ასაქმებს და კორპორაციულ მომხმარებელს საწვავის ელექტრონული შესყიდვისა და ავტოპარკის მართვისთვის ჭკვიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტას სთავაზობს.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე