Webiz International - კომპანია, რომელიც IT ინდუსტრიის ქართველ პროფესიონალებს საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტექნოლოგიური აუთსთაფინგ სექტორი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესეკოსისტემის ტრანსფორმაციის პროცესში. დღესდღეობით საერთაშორისო კომპანიები სულ უფრო ხშირად ეძებენ გუნდის წევრებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ადგილობრივი პროფესიონალების კონკურენტუნარიანი ბაზარია.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო აუთსთაფინგ კომპანიაა Webiz-ი, რომელიც კლიენტებს ისრაელიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან საშუალებას აძლევს, დაიქირაონ IT ინდუსტრიის ქართველი პროფესიონალები ნებისმიერი მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ Webiz-ის კლიენტთა უმეტესობა ოპერირებს ისრაელში - ქვეყანაში, რომელსაც
ხშირად მოიხსენიებენ, როგორც Start Up Nation-ი. Webiz-ი მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა, პროგრამული უზრუნველყოფა, პროდუქტის დაგეგმვა, პროექტის მენეჯმენტი, QA, UI/UX დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ასევე AI და კიბერუსაფრთხოება.
Webiz International-ი პირველი საერთაშორისო აუთსთაფინგ კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია ქართველ IT პროფესიონალთა დასაქმებაზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საერთაშორისო ბაზარზე უნიკალური ნიშის დაკავებას - ეს არის ტალანტების გაერთიანება გლობალურ ბაზარზე, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და კვალიფიციურ გუნდს; პროცესების მართვის ინოვაციურ მიდგომასა და მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის
გამოცდილებას. ამგვარად, Webiz-ი ქართველ ტალანტებსა და საერთაშორისო პროექტებს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია. სწორედ რეპუტაციული საერთაშორისო პარტნიორები და მაღალი ხარისხის სერვისები უზრუნველყოფს კომპანიის სწრაფ ზრდას და გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე დამკვიდრებას.
კომპანიის მნიშვნელოვანი პროექტებისა და სამომავლო ხედვის შესახებ Entrepreneur კომპანიის ექაუნთმენეჯერს, თეონა თხელიძეს ესაუბრა:
"Webiz-ის საქართველოში დაფუძნების იდეა ციფრული ევოლუციის ფონზე გაჩნდა. კომპანიის დამფუძნებელი და CEO ეიალ ბარ-ოზი საქართველოს პირველად 2018 წელს ეწვია, რათა ემუშავა ადგილობრივ სტარტაპებთან და ხელი შეეწყო ქართული სტარტაპეკოსისტემის განვითარებისათვის. ქართველ დეველოპერებთან მუშაობამ აჩვენა შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო ფლობს ამ მიმართულებით და დაიბადა იდეა, webiz-ი გამხდარიყო ერთ-ერთი დამაკავშირებელი ხიდი საქართველოსა და ისრაელს შორის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში და ის ცოდნა, რაც ისრაელს ჰაიტექის მიმართულებით გააჩნია, დანერგილიყო საქართველოში. Webiz-ის მიზანი გახდა ცვლილებებზე რეაგირება ტექნოლოგიურ სამყაროში და საქართველოს სახელის გაძლიერება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.
Webiz-ის დამფუძნებელი ეიალ ბარ-ოზი IT მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში 25-წლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. მისი კარიერა დაიწყო e-commerce-სა და ფინტექის სფეროში. ქართულ აიტი ინდუსტრიასთან შეხების შემდეგ აღმოაჩინა უნიკალური შესაძლებლების მქონე პატარა ქვეყანა. სწორედ ეს აღმოჩენა გახდა შთაგონების წყარო და საქართველოს რეპუტაციის გაზრდა გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე. ამ ეტაპზე ეიალი, თავის ადგილობრივ გუნდთან ერთად, აგრძელებს მუშაობს AI-ის მიერ მართულ პლატფორმაზე, სადაც მან უკვე განახორციელა 3 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. პლატფორმა ეხმარება Webiz-ს, შეასრულოს გარდამტეხი როლი გლობალურ HR ინდუსტრიაში. პლატფორმით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც ეძებს სამსახურს აიტი ინდუსტრიაში და ასევე, დამსაქმებელს, რომელსაც სურს, იპოვოს თანამშრომელი, ვინც სრულად ერგება მისთვის მნიშვნელოვან მოთხოვნებს.
Webiz-ის სტრატეგიული უპირატესობა მრავალფეროვანი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდია, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მუშაობენ.
"გუნდის წევრები გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მიწოდებული სერვისების მაღალ ხარისხს. Webiz-ის გუნდი ორიენტირებულია ინოვაციური და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, რაც ხელს უწყობს კლიენტებს მიზნების მიღწევაში. Webiz-ი ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას და მათთვის შესაბამის გარემოსა და შესაძლებლობებს ქმნის", - თეონა თხელიძე.
დღესდღეობით Webiz-ს დაახლოებით 300-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს მთელ მსოფლიოში და 45 აქტიურ კომპანიასთან აკავშირებს პარტნიორობა. Webiz-ის პორტფოლიო არაერთ გავლენიან საერთაშორისო მსხვილ პარტნიორს მოიცავს. მათ შორის არიან: კომპანია eToro - საერთაშორისო სოციალური საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც მთელ მსოფლიოში ოპერირებს. მისი თანამშრომლების რაოდენობა საქართველოში ჯამურად 70 ადამიანს აღემატება. Webiz-ის პარტნიორია Playtika, რომელიც წამყვანი კომპანიაა თამაშების ინდუსტრიაში. კომპანიას Webiz-ის მეშვეობით 80-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს საქართველოში.
კლიენტების ჩამონათვალში ასევე ვხვდებით კომპანია Evoke plc-ს (ყოფილი 888 Holdings Limited-ი), რომელიც საერთაშორისო სპორტული ფსონებისა და აზარტული თამაშების კომპანიაა და საქართველოსა და სომხეთში 30 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპანიაა Fundbox-ი, რომელიც დაფუძნებულია სან-ფრანცისკოში და მცირე ბიზნესებისთვის ფულის ნაკადის ოპტიმიზაციისათვის ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს. კომპანიას Webiz-ის საშუალებით 40-მდე თანამშრომელი ჰყავს საქართველოში.
Webiz-ი აქტიურად მონაწილეობს და ხელს უწყობს ადგილობრივი ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას. კომპანია თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და ატარებს სხვადასხვა სახის პროექტებს, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა ტალანტების დასაქმებასა და განვითარებაზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბუთქემფბი, რომლის მეშვეობითაც 30-მდე სტუდენტი დღეს დასაქმებულია ისეთ საერთაშორისო კომპანიაში, როგორიც არის eToro. ასევე, უნდა ითქვას, რომ Webiz-ის საოპერაციო და მენეჯერულ როლებში ქალთა ჩართულობა თვალსაჩინო ადგილს იკავებს".
თეონა თხელიძე:
"Webiz-ი მხოლოდ აუთსთაფინგ კომპანია არ არის - ის არის ქართული ტალანტების გლობალურ ტექნოლოგიურ სცენაზე პოზიციონირების შესაძლებლობა. Webiz-ს მჭიდრო კავშირი აქვს ისრაელისა და სხვა არაერთი ქვეყნის წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, რაც ხაზს უსვამს ქართველი დეველოპერების უნარებსა და პოტენციალს".
Webiz-ის სამომავლო ხედვაზე საუბრისას თეონა თხელიძე ამბობს, რომ კომპანიის მიზანი არის ზრდა და გლობალური ბაზრის ათვისების სტრატეგია, რათა შეძლოს
მეტი შესაძლებლობების შექმნა როგორც თავისი თანამშრომლებისთვის, ასევე პარტნიორი კომპანიებისთვის. პრიორიტეტულია საქართველოს სახელის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გატანა და, რაც მთავარია, საკუთარი პროდუქტის - ტალანტების AI-ს მიერ მიერ მართული პლატფორმის, Webiz.com-ის განვითარება. ეს პლატფორმა საშუალებას აძლევსWebiz-ს, იდეალურად მოარგოს ტალანტი პროექტს და გაამარტივოს დაქირავების პროცესი როგორც კანდიდატებისთვის, ასევე კლიენტებისთვის.