WOLT Drive და Kovzy შენი რესტორნის გაციფრულებისთვის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Wolt-ის მიტანის სერვისი Wolt Drive და ონლაინ პლატფორმა Kovzy, რომელიც რესტორნებს ბიზნესის გაციფრულებაში, საკუთარი ვებგვერდისა და აპლიკაციების შექმნაში ეხმარება, ერთობლივ პროექტს იწყებენ. პროექტის მიზანია ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა. მასში ჩართულ სარესტორნო ბიზნესებს მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე წვდომის საშუალება მიეცემათ, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებზე, მიწოდებისა და კლიენტთა მხარდაჭერის ინტეგრირებულ სერვისზე, Wolt Drive-ის სერვისით სარგებლობა კი, მათ დამატებით ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და ბიზნესის ზრდის საშუალებას მისცემს.
Wolt Drive-ისა და Kovzy-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში კაფეებს, რესტორნებს და სხვა კვების ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთ დღეში დაიწყონ ონლაინ გაყიდვები ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. Kovzy უზრუნველყოფს ობიექტის გაციფრულებას, ყველა საჭირო ინსტრუმენტით და სხვადასხვა ინტეგრირებული სერვისებით აღჭურვას, ხოლო Wolt Drive იზრუნებს შეკვეთების უსწრაფეს მიტანაზე - 30 წუთში შეკვეთის ატვირთვიდან მომხმარებლის კარამდე.
რესტორნები, რომლებიც WOLT Drive-ისა და Kovzy-ის ერთობლივ სერვისს გამოიყენებენ, არაერთი უფასო სერვისითა და საინტერესო უპირატესობით ისარგებლებენ, მათ შორისაა:
- ელ-კომერციის სრულყოფილი ვებგვერდი და QR მენიუ - პროგრამაში ჩართვისას რესტორანი ერთ დღეში მიიღებს ელ-კომერციის ფუნქციონალის მქონე ვებგვედრს, ვებ კონტენტის მართვის სისტემას (CMS) და მასთან ინტეგრირებულ QR მენიუს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა დაფარავს CMS მომსახურების პირველი სამი თვის საფასურს.
- ინტეგრირებული ონლაინ გადახდები - ვებგვერდში უკვე ინტეგრირებული იქნება ონლაინ გადახდის სისტემა და რესტორანი თავად შეძლებს სასურველი მომსახურე ბანკის არჩევას.
- ინტეგრირებული საკურიერო სერვისი - სისტემაში ინტეგრირებული იქნება Wolt Drive-ის მიწოდების სერვისი. Wolt Drive პროგრამაში მონაწილე მერჩანტებს სპეციალურ პირობებს შესთავაზებს.
- Wolt-ის საერთაშორისო სტანდარტების მხარადაჭერის სერვისი 24/7-ზე - პროგრამაში ჩართული მერჩანტები და მათი მომხმარებელები ავტომატურად ისარგებლებენ Wolt-ის გამორჩეულად მაღალი კლასის მხარდაჭერის სერვისით, სადაც ჩატების 95% საუკეთესო შეფასებას იღებს, პასუხის საშუალო დრო კი მხოლოდ 53 წამია, და ის 24 საათის მანძილზე ხელმისაწვდომია.
- შეკვეთის მონიტორინგი რეალურ დროში - Wolt Drive-ის პლატფორმა საშუალებას აძლევს როგორც რესტორანს, ისე მის მომხმარებელს თვალყური ადევნოს შეკვეთის მიტანის პროცესს რეალურ დროში.
- მარკეტინგული ინსტრუმენტები - პროგრამა სოციალურ ქსელებთან და საძიებო სისტემებთან (Facebook, Instagram, Google) ინტეგრაციის და ლოიალურობის მენეჯმენტის საშუალებასაც იძლევა.
- დომენის რეგისტრაცია - მერჩანტები, რომლებიც საჭიროებენ დომენს, მიიღებენ სტანდარტული დომენისთვის ერთწლიანი უფასო რეგისტრაციის შესაძლებლობას .ge დომენის სივრცეში.
ამ პროექტის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ციფრული კომერციისა და ონლაინ გაყიდვების მზარდი ტენდენცია თავისი ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის გამოიყენონ - გაზარდონ მომხმარებლის რაოდენობა და შემოსავლი.
პროექტში ჩართვა ძალიან მარტივია - ამისათვის უნდა შეავსოთ უმარტივესი ფორმა buildit-woltdrive-kovzy.ge -ის ვებგვერდზე.
თუ თქვენ ფლობთ კაფეს, რესტორანს, საცხობს ან სხვა ტიპის საკვებს ობიექტს, დარეგისტრირდით ახლავე და გახადეთ თქვენი ბიზნესი მეტად ხელმისაწვდომი ყველასთვის.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტსა თუ პლატფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, რომელსაც მიწოდების საჭიროება აქვს, შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ასევე ინტეგრაციის გარეშე - Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით.
Wolt Drive საქართველოში 2022 წლიდან ფუნქციონირებს და მას, თავისი ონლაინ ბიზნესის მიტანის სერვისისისთვის, უკვე 100-მდე ონლაინ მაღაზია თუ აპლიკაცია იყენებს, მათ შორის: MyGPC, ავერსი, PSP, ალკორიუმი, 8000 მოსავალი, Phubber, Dressup Group, Zoomer და მრავალი სხვა.