ყველაფერი თქვენი ბიზნესისთვის — რას გვთავაზობს Supta.ge-ს განახლებული ვებგვერდი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როცა იდეა ბიზნესად იქცევა, აღმოაჩენთ, რომ უამარავი დეტალი ყოფილა, რომელიც არ გაგითვალისწინებიათ — საკანცელარიო ნივთები, დისპენსერები, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებები, ხელსახოცები თუ სამედიცინო პროდუქცია. მათ გარეშე კი საქმის გაკეთება, უბრალოდ შეუძლებელია. ხვდებით, რომ გჭირდებათ სივრცე, სადაც ამ გაუთვალისწინებელ დეტალებს ერთიან შენაძენად აქცევთ.
Supta.ge-ს განახლებული ონლაინ პლატფორმა სწორედ ამგვარ კომფორტს, სიმარტივესა და სისწრაფეს გპირდებათ. 9 კატეგორია, რომელშიც 700-ზე მეტი დასახელების პროდუქტია გაერთიანებული, გამოირჩევა მარტივი ნავიგაციით, ფართო ასორტიმენტით და პრემიუმ ხარისხის ბრენდებით, როგორებიცაა: ARIEL, BAGI, KLEANER და სხვა.
ხშირად ფასი პრიორიტეტული, ან სულაც გადამწყვეტია, ამიტომ ვებგვერდზე ნახავთ მუდმივად განახლებად აქციებს. თანაც ამ აქციებით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს.
დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. Supta.ge-ის განახლებულ ვებგვერდს კი სწორედ სისწრაფე გამოარჩევს — ნებისმიერი რაოდენობის შეკვეთის მარტივად განთავსების შესაძლებლობა და სწრაფი მიტანის სერვისი, ვებ გვერდის განახლებაზე კი დეველოპერულმა კომპანიამ webdoors.ge-მ იზრუნა.
პლატფორმაზე თითქმის ყველა პროდუქტია თავმოყრილი, რომელიც ოფისებს, ესთეტიკის ცენტრებს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებსა თუ ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს ყოველდღიური გამართული საქმიანობისთვის სჭირდებათ. ეს კი ერთ-ერთი ის უპირატესობაა, რომელიც Supta.ge-ის კონკურენტებისგან გამოარჩევს — დაივიწყოთ მრავალ მომწოდებელთან კომუნიკაციის სირთულეები, დაზოგოთ დრო, და გახადოთ მომარაგების პროცესი მაქსიმალურად სწრაფი.
"დღეს ელკომერცია ძალიან სწრაფად იზრდება და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია, თუმცა, ჩვენი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთ სივრცეში გვაქვს წარმოდგენილი პროდუქტის ფართო ასორტიმენტი იურიდიული პირების კონკრეტული პრობლემის (მომარაგების) მოსაგვარებლად, რაც ყველა ტიპის ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას მათთვის სასურველი პროდუქტები შეარჩიონ და შეკვეთა უსწრაფესად 2-3 სამუშაო საათში მიიღონ", — აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი ალეკო ელაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ Supta.ge-ს ძირითადი მიმართულება ბიზნეს სექტორის მომარაგებაა, პლატფორმით სარგებლობა ფიზიკური პირებისთვისაც საკმაოდ მოსახერხებელია. განახლებულ ვებგვერდზე სწორედ ფიზიკური პირების მარტივი ანგარიშსწორების მიზნით შეიქმნა მობილური ტელეფონის ნომრით გადახდის ფუნქციონალი და ამ მიმართულებით პლატფორმა დღემდე უნიკალურია. Supta.ge-ზე ბარათებით გადახდების ფუნქციონალს ipay.ge, ხოლო კრიპტოაქტივით ანგარიშსწორებას citypay.io უზრუნველყოფს.
ინოვაციური იყო თავად Supta.ge-ს იდეა, როცა 2018 წელს პირველად გამოჩნდა ციფრულ სივრცეში და ბიზნესებს შესყიდვების პროცესის გამარტივება შესთავაზა. ვებგვერდი ეტაპობრივად განვითარდა და დღეს ის ნამდვილად გამორჩეული ონლაინსივრცეა, რომელიც სრულად ერგება იურიდიული პირების მოთხოვნებს, ხოლო ინდიდუალურ მომხმარებელს ფართო არჩევანს, კონკურენტუნარიან ფასებსა და მიტანის უსწრაფეს სერვისს სთავაზობს.