Get All Access for $5/mo

იბრძოლეთ თქვენი ფრანჩაიზისთვის იმედია, ეს ახალი გამოწვევა ამ მძიმე დროის ერთად გადატანაში დაგვეხმარება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

International Franchise

ბიზნესის მფლობელთა უმრავლესობას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ჩვენ ყველა ერთად მოვწყდით კლდეს. ეკონომიკა ნამდვილად დიდებული იყო, ადამიანები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილები და ზოგადი პროგნოზი ძალიან კარგი იყო. დარწმუნებული ვარ, უმეტესობას ახსოვს, რამდენად რთული იყო სულ რამდენიმე თვის წინ კარგი თანამშრომლების დაქირავება, იმიტომ რომ სამუშაო ბაზარი ძალიან ძლიერი იყო. სულ ახლახანს კი, განაცხადების ყველაზე დიდი რაოდენობა გვქონდა უმუშევრობის დახმარების მიღებაზე ჩვენს ისტორიაში.

მე მრავალი ფრანჩაიზერისა და ფრანჩაიზის მფლობელთა აღმასრულებელი მწვრთნელი ვარ მთელ მსოფლიოში. როგორც წესი, ტრაგედიებს ლოკალური ხასიათი აქვს. წლების განმავლობაში ბევრთან მქონია საუბრები, ყურმილის მეორე მხარეს მყოფი ადამიანი რეგიონალურ კატასტროფაზე, ქარიშხალსა ან მიწისძვრაზე მატყობინებდა, და ჩვენ მხარდაჭერას ვთავაზობდით და ვამხნევებდით. მაგრამ იმ დროს, როდესაც ჩემს კლიენტს ავსტრალიაში რამდენიმე დღის წინ Zoom-ით დავუკავშირდი, აღმოჩნდა, რომ მათ ზუსტად იგივე კრიზისი ჰქონდათ, რაც ჩვენ აქ, კოლორადოში. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს ყველა ჩვენთაგანს ეხება, ყველანი ერთად ვართ.

როდესაც რეალურ შიშებზე მიდგება საქმე, ყველაზე დიდი შეკითხვა, რომელიც მესმის, ასე ჟღერს: "ამას როგორ გადავიტანთ?" და სწორედ მაშინ მოდის ქოუჩინგის მკაცრი სტრატეგიების გაშლის დრო, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ ოპერაციებზე, ადამიანებსა და შემოსავლებზე.

როდესაც ჩემს კლიენტებს ვუტარებ წვრთნას, ისინი ანტრეპრენერულ გადაწყვეტილებებს მიზიარებენ ახლანდელი კრიზისის მოსაგვარებლად, და მათი შეუპოვრობისა და ინოვაციების ისტორიები გახდა ჩემთვის შთაგონების წყარო, რომ ფრანშაიზის ინდუსტრიის დაბრუნებაში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც ასე მიყვარს.

ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს დროებითი კრიზისი გადავიტანოთ და რაც შეიძლება ბევრ კომპანიასა და სამუშაო ადგილს დავეხმაროთ გადარჩენაში. ჩემი გამოცდილების მიხედვით დავასკვენი, რომ ნებისმიერი ფრანჩაიზინგული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მისი წარმატების ან მარცხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. უმეტეს შემთხვევაში, მათი დახმარება ქოუჩინს შეუძლია, რომ გაცილებით ნათლად დაანახოს მოვლენები, რომ უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღონ და ბრძოლა გააგრძელონ.

წარმოგიდგენთ გამოწვევას, "იბრძოლეთ თქვენი ფრანჩაიზისთვის" (Fight For Your Franchise Challenge), 90 დღიან პროგრამას, რომ ადამიანებმა დადებით სტრატეგიებზე გაამახვილონ ყურადღება, იმ სტრესებსა და უარყოფით გარემოებებს გაუმკლავდნენ, რომლებიც ამ ეტაპზე მცირე ბიზნესს ანადგურებს. თქვენ უფასოდ შეძლებთ ყოველ კვირეულად ვიდეო რგოლების ყურებას 90 დღის განმავლობაში, ამ პროგრამის მიზანი, ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა, რომ მფლობელებს ყურადღება ჰქონდეთ გამახვილებული და წინ იარონ.

ჩვენს პოდკასტზეც შეგიძლიათ წვდომა, Franchise Bible Coach Radio With Rick and Rob. მე და ჩემი თანა-წამყვანი, რობ გენდლი ფრანჩაიზინგული ინდუსტრიიის ყოველდღიურ გმირებს გაგაცნობთ, რომლებიც თავიანთი ფრანჩაიზინგული ინდუსტრიის საუკეთესო გამოცდილებას, საკუთარ სტრატეგიებს, რჩევებსა და ისტორიებს გაგიზიარებენ, რომ ჩვენს მსმენელებს მხოლოდ გადარჩენაში კი არა, წარმატების მიღწევაშიც დავეხმაროთ. თქვენ ფრაჩაიზერებსა და ფრანჩაიზინგულ ოპერატორებსაც გაიცნობთ, რომლებიც ბიზნესის წარმოების ინოვაციურ საშუალებებს ნერგავენ ამ მუდამ ცვლად ბიზნეს გარემოში.

ფრანჩაიზერებს და ფრანჩაიზის გამყიდველებსაც შეუძლიათ დარეგისტრირება, რომ ჩვენს "დიდების კედელს" შემოუერთდნენ, და ამ ინიციატივას დაუჭირონ მხარი, და ასევე მოითხოვონ, ერთ-ერთი სესიის ან პოდკასტის სტუმრები გახდნენ. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთად გადავიტანოთ, და რაც მეტად დავუჭერთ ერთმანეთს მხარს, მით მეტი კომპანია გადარჩება.

პირველ კვირას მთელ ყურადღებას იმაზე ვამახვილებთ, რომ სწორი აზროვნება ვისწავლოთ კრიზისულ წყლებში ნავიგაციისთვის. ამ პროცესში პირველი ნაბიჯი ასეთია - უნდა დავრწმუნდეთ, რომ უარყოფით აზრებს, მოსაზრებებსა და შიშებს არ ვაძლევთ საშუალებას არასასურველი მიმართულებით წაგვიყვანონ. 12 კვირიანი პროგრამა ნებისმიერს დაეხმარება სწორად იაზროვნოს და წარმატების მისაღწევად იბრძოლოს. მარტო არავინ უნდა იყოს ამ კრიზისის დროს. ჩვენ ყოველ კვირას აქ ვიქნებით, რომ მონაწილეები წავახალისოთ და ამ გაურკვეველ ვითარებაში ვუჩვენოთ გზა. ჩვენ მთელ ყურადღებას გავამახვილებთ ისეთი ფუნდამენტური ინსტრუმენტების გამოყენებაზე, როგორებიცაა მიზნები და ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლები, რომ გზას არ გადავუხვიოთ და ჩვენი მცდელობები შევაფასოთ.

ეს უფასო ინიციატივაა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, და თქვენც შეგიძლიათ შემოუერთდეთ თქვენი ფრანჩაიზინგული ბიზნესის, თანამშრომლებისა და მომხმარებლისთვის ბრძოლას, თუ ვებგვერდზე ღილაკს დააჭერთ ხელს, "შეუერთდით ბრძოლას" (დეტალები იხილეთ ქვემოთ) და თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართს შეიყვანთ, რომ ყოველკვირეულად მიიღოთ ჩვენი უფასო საწვრთნელი ვიდეოსეანსები. ეს პროგრამა 6 აპრილს დაიწყო და ჩვენს დღესასწაულზე, 4 ივლისს "პანდემიისგან დამოუკიდებლობის დღეს" მთავრდება.

ქვემოთ რამდენიმე რჩევას გაეცნობით, თუ როგორ უნდა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ამ პროგრამის გამოყენებით თქვენი ბიზნესისითვის

  1. დღესვე, ამ წუთასვე შეუერთდით Fight For Your Franchise გამოწვევას www.franchisebiblecoach.com-ზე, უბრალოდ, თქვენი ელექტრონული მისამართი ჩაწერეთ. უარის თქმა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
  2. ყოველი კვირა ვიდეო სწავლების სეანსით დაიწყეთ ელექტრონული ფოსტით (სესია 6 აპრილს დაიწყო).
  3. წაიკითხეთ შესაბამისი სტატია
  4. მოუსმინეთ შესაბამის პოდკასტს
  5. ჩვენს Facebook ჯგუფს შემოუერთდით, დადებითი იდეები გააზიარეთ და შეკითხვები დასვით
  6. გააკეთეთ ჩანაწერები და შენიშვნები, და ის სტრატეგიები განახორციელეთ, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ბიზნესისთვის
  7. თქვენი გამარჯვებები გაგვიზიარეთ

დღესვე, ამ წუთას შემოუერთდით Fight For Your Franchise გამოწვევას www.franchisebiblecoach.com.-ზე!

რიკ გროსმანი

Franchise Marketing Group-ის დამფუძნებელი