Sponsored Content

ქალები ბიზნეს ეკოსისტემაში- როგორ ქმნიან წამყვანი საერთაშორისო კოპანიები ინკლუზიურ, თანასწორ და უსაფრთხო გარემოს ?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

"130 წელი არის საჭირო იმისათვის, რომ ქალებს ჰქონდეთ თანასწორი შესაძლებლობები სამუშაო სივრცეში, განათლებაზე, ჯანდაცვაზე და პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს დრო კი უფრო მეტად იზრდება, როდესაც საქმე სხვადასხვა რასის, კლასის, ასაკისა თუ უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს ეხებათ", - ვკითხულობთ Harvard Business Review-ს სტატიაში.

კვლევა აჩვენებს, რომ ქალები მსოფლიოს წამყვანი 500 კომპანიების მხოლოდ 8.2%-ში იკავებენ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციებს. ეს კი კარიერულ გზაზე ზრდისა და განვითარების კუთხით ინსტიტუციური მხარდაჭერის სიმწირით არის განპირობებული.

სამუშაო სივრცეში ქალების გაძლიერების მიზნით, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები აქტიურად მუშაობენ ისეთი სტრატეგიების შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ინკლუზიური, თანასწორი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.

ამ კუთხით, მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს "ფილიპ მორის ინთერნეიშენალი", რომელიც მიზნად ისახავს, მიაღწიოს გენდერულ თანასწორობას კომპანიის თითოეულ იერარქიულ საფეხურზე.

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალის მთავარი ღირებულება სამუშაო გარემოში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნების და თანასწორობის მაღალი დონის მიღწევაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა შევქმნათ გარემო, რომელშიც თითოეული თანამშრომელი დაფასებულია, სადაც ყველას შეუძლია იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და შევთავაზოთ მათ განვითარების თანაბარი შესაძლებლობები", - აღნიშნავს ფილიპ მორის ინთერნეიშენალის მრავალფეროვნების მთავარი ოფიცერი, სილკე მუენსტერი.

დასახული მიზნების მისაღწევად კი კომპანია არა ერთ ინიციატივას ახორციელებს. 2022 წლისთვის, ორგანიზაციამ მიზნად დაისახა კიდევ უფრო მეტად გაეზარდა ქალების წილი მენეჯერულ პოზიციებზე, შედეგად, ეს მაჩვენებელი 40%-ს გაუტოლდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, "ფილიპ მორისი" გეგმავს, 2025 წლისთვის ქალების წილი კომპანიის მმართველ წამყვან პოზიციებზე 35%-მდე გაზარდოს.

"მოიზიდო ახალი თანამშრომელი ორგანიზაციაში - ეს მარტივია. თუმცა, ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაა ის, რომ მისცეს თითოეულ მათგანს მიზეზი, დარჩნენ", - აღნიშნავს სილკე მუენსტერი.

ამისათვის, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" ქმნის გარემოს, რომელიც თანამშრომლებს შესაძლებლობებით უზრუნველყოფს და თითოეულ მათგანს თავს დაფასებულად აგრძნობინებს. ამის დასტურია ფილიპ მორის ინთერნეშენალის მიერ "EQUAL-SALARY"-ის გლობალური სერტიფიკატის მიღება, ასევე 2022 წელს კავკასიის რეგიონში შემავალმა "ფილიპ მორის სომხეთმაც" მოიპოვა "EQUAL-SALARY"-ის სერტიფიცირება.

კიდევ უფრო მეტად ინკლუზიური, თანასწორი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით, კომპანია მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე საკუთარ თანამშრომლებს გენდერულ ჭრილში თანასწორი ანაზღაურებით უზრუნველყოფს.

"თანაბარი ანაზღაურება თანაბარი ძალისხმევისთვის - ეს ის პრინციპია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრებს თავს დაფასებულად აგრძნობინებს. ამ ბაზისზე დაყრდნობით კი აქტიურად ვმუშაობთ, რათა შევამციროთ ანაზღაურებაში გენდერული განსხვავება (ვგულისხმობ, ქალების საშუალო ანაზღაურებასა და მამაკაცების საშუალო ანაზღაურებას შორის სხვაობას), და ამასთან, მოვახდინოთ კომპანიაში სენიორის პოზიციებზე გენდერული ბალანსის მიღწევა", - აღნიშნავს სილკე მუენსტერი.

სწორედ ამ მიზნით, ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა შეიმუშავა პროგრამა "Women in Leadership", რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კომპანიაში დასაქმებული ქალების პროფესიულ და პიროვნულ ზრდასა და განვითარებას.

პროგრამა მონაწილეებს ისეთი სტრატეგიებითა და ტაქტიკებით უზრუნველყოფს, რომელიც დაეხმარება თითოეულ მათგანს, გადალახონ ბარიერები და აიმაღლონ თავდაჯერებულობა.ამისათვის, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ესწრებიან ონლაინ შეხვედრებს, ინდივიდუალურ სესიებს ქოუჩებთან, ჯგუფურ აქტივობებს და აქვთ მმართველ პოზიციებზე მომუშავე ლიდერებთან ინტერაქცია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 70-ზე მეტმა მმართველ პოზიციაზე მომუშავე ქალმა გაიარა "Women in Leadership-ის" ექვსთვიანი პროგრამა.

"იმისათვის, რომ მუდმივად ვვითარდებოდეთ, საჭიროა კიდევ უფრო მეტად ამბიციური მიზნების დასახვა. ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივები მცირე, თუმცა სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს წარმოადგენს. თუმცა, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადავდგამთ წინ, უფრო მეტად და სწრაფად შევძლებთ განვითარებას"- აღნიშნავს სილკე მუენსტერი.