მალე ყველაფერი შეიცვლება
By Jason Piper
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მზადად ხართ სწრაფი ადაპტაციისთვის? მილიარდერი ტექინვესტორი თომას ტალი ამბობს, რომ უნდა მოემზადოთ, რადგან სხვა გზა არ გაქვთ.
სამყარო სწრაფად იცვლება. თომასს სურს, რომ დამფუძნებლები უფრო სწრაფად შეიცვალონ.
სწორედ ამიტომ დებს ინვესტიციებს სტარტაპებში. როგორც თავად გვირჩევს, ცვლილებების არ უნდა გვეშინოდეს და ზრდა უნდა შეგვეძლოს.
თომასმა ეს რჩევა თავადაც გაითვალისწინა. მისი კარიერა სწრაფად აღორძინდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სამრეცხაოების ქსელს ფლობდა, მოგვიანებით კი კინოსტუდია Legendary Entertainment დააარსა, რომელსაც ისეთი ცნობილი ტრილოგიები ეკუთვნის, როგორიცაა The Dark Knight და Hangover. ამ მიღწევების შედეგად იგი მილიარდერი გახდა.
2017 წელს ტალი კინოსტუდიიდან წავიდა და საინვესტიციო კარიერა განაგრძო. იმავე წელს დააარსა Tulco, ხოლო 2022 წელს დააფუძნა ინოვაციური ტექნოლოგიების ფონდი. იგი ასევე Pittsburgh Rift-ისა და Sandbox AQ-ის წილების მფლობელია.
ინტერვიუში თომასი გვიამბობს, თუ როგორ უნდა შევეგუოთ სწრაფად ცვალებად გარემოს და რატომ არის მნიშვნელოვანი ლიდერული თვისებების გამოვლენა.
მომწონს რჩევა, რომელიც დამფუძნებლებს მიეცით: "მოემზადეთ აჩქარებისთვის". რას გულისხმობთ ამ სიტყვებში?
გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. კომპანია შეიძლება სწრაფად აღორძინდეს და სწრაფად დაეცეს. თქვენ ბევრი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ასევე, შეიძლება არასაკმარისი ინფორმაცია გქონდეთ, მაგრამ საკუთარ თავს უნდა ენდოთ და ბევრი არ იყოყმანოთ.
როგორ უნდა გამოიყენოს დამფუძნებელმა ეს რჩევა პრაქტიკულ საქმიანობაში?
დაიწყეთ მარტივი ფასეულობათა სისტემით. ეს ის არის, რისიც გჯერათ და რის გამოც გსურთ, რომ იმოქმედოთ. უნდა იყოთ მოქნილი, რათა ცვლილებები მიიღოთ. ამისთვის კი საჭიროა, კარგად იცნობდეთ თქვენს ორგანიზაციას, საკუთარ თავს, მოსალოდნელ საფრთხეებს. მგონია, რომ არ არსებობს კონკრეტული სახელმძღვანელო, თქვენ გარემოს შესაბამისად უნდა იმოქმედოთ. ეს პრაქტიკა არ ჰგავს წყალდიდობისთვის მოსამზადებელ გეგმას. არ მიეცეთ კმაყოფილებას, მაგრამ არც პარანოიამ შეგიპყროთ, იყავით ინტელექტუალურად გულწრფელი.
შეუძლიათ დამფუძნებლებს შექმნან გუნდი, რომელიც ორიენტირებული იქნება სწრაფ ცვლილებებზე?
ეს უფრო მათ გამძლეობაზეა დამოკიდებული. სამსახურში მხოლოდ იმისთვის მიდიხართ, რომ დროზე იყოთ დამოკიდებული თუ ეს ნამდვილად თქვენი მისიაა?
იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც მე ვხელმძღვანელობდი, ეს ხუმრობად იქცა: "საკუთარი აზრის გამოუთქმელობა ერთადერთია, რასაც შეუძლია სამსახურიდან გაგათავისუფლოს".
თქვენ საკუთარი ნიჭის, ხასიათის, აზრების გამო გიხდიან, ამიტომ საკუთარ თავში კარგად უნდა ერკვეოდეთ.
მახსენდება ლიდერები, რომლებთანაც საკუთარი აზრის გამოთქმის მეშინოდა ან არ მეშინოდა. რამდენად დაცულია ადამიანი, რომელიც საკუთარ შეხედულებებს ღიად გამოხატავს?
ყველა ამბობს "მე მაქვს ღია კარის პოლიტიკა", მაგრამ რა ხდება, როცა ვინმე ამ კარში შედის? ლიდერს შეუძლია ეს აზრი მოიწონოს და ასევე შეუძლია იდეის მეორე მხარე დაინახოს. კარგი ლიდერი ასე იქცევა, იგი დაუყოვნებლივ არ ამბობს უარს შეთავაზებაზე.
ერთხელ ერთმა მეგობარმა კონსტულტანტმა მითხრა: "ჩვენ დიდ დროს ვხარჯავთ წარუმატებლობაზე ფიქრში, მაგრამ იშვიათად ვეკითხებით საკუთარ თავს, რა მოხდება, თუ ეს გაამართლებს". რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
მახსენდება ჩემი ძველი მეგობარი რედ მაკკომბსი, ტეხასიდან. მისი მანტრა ასეთი იყო: "ელოდე გამარჯვებას".
თუ გამარჯვებას არ ელი, მაშინ რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ? რატომ ხარჯავ ამაზე დროს? როდესაც კომპანიები არ ფიქრობენ სწრაფი ზრდის შედეგებზე, მათ შეიძლება ვერ მიაღწიონ სრულ პოტენციალს.
დღეს, როცა ადამიანები სწრაფად მზარდ ბიზნესზე ფიქრობენ, ხშირად ახსენდებათ ხელოვნური ინტელექტი. რას ურჩევდით მათ, ვინც არ იცის, დააბანდოს თუ არა საკუთარი რესურსი ამ სფეროში?
მე მჯერა, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში AI ეკონომიკის ყველა სფეროში დაიკავებს ადგილს. თუ არ გაქვთ შესაბამისი ციფრული ცოდნა და გამოცდილება, და არ შეგიძლიათ მისგან სარგებლის მიღება, მაშინ ეს სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.
დაიწყეთ საფუძვლებით. რას აკეთებთ თქვენი ბიზნესით? რა არის თქვენს ბიზნესში ქმედითი, განმეორებადი ან განვითარებადი? თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გაქვთ, მაშინ ხელოვნურ ინტელექტთან ადაპტირება გაგიჭირდებათ.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ არ არის მზად სწრაფი ცვლილებებისთვის, რა უნდა გააკეთოს?
იყოს საკუთარ თავთან გულწრფელი. თქვენ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: "როგორია ჩემი ბიზნესი? მყავს კომპეტენტური ადამიანები გარშემო? მაქვს სწორი პოლიტიკა? ვფლობ შესაბამის ცოდნას, რომ გადაწყვეტილებები მივიღო"?
ეს თავიდან ძალიან უსიამოვნო მოგეჩვენებათ, მაგრამ თუ თავად არ ხართ მზად ამისთვის, მაშინ სამყარო ისე მოგექცევათ, როგორც თავად მოისურვებს.