Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" - სასწავლებელი, რომელმაც საგანმანთლებლო სივრცის ტრანსფორმაცია მოახდინა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯერ კიდევ 2002 წელს ნინა ჩიკვაშვილმა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ, კერძო საგანმანათლებლო ბიზნესის ინდუსტრიაში ახალი სიტყვის თქმის სურვილით ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" დააფუძნა.

ხარისხიანი განათლება, რომელიც მიმართულია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე, ყველგან და ყოველთვის საჭიროა. ნინა ჩიკვაშვილმა ქართულ რეალობაში დაინახა შესაძლებლობა, შეექმნა სკოლა, რომელიც არამხოლოდ აკადემიურ სრულყოფილებაზეა ორიენტირებული, არამედ ხელს უწყობს შემოქმედებას, კრიტიკულ აზროვნებასა და გლობალურ მოქალაქეობას.

სწორი სასწავლო გეგმით, სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და ყოვლისმომცველი განვითარების მტკიცე აქცენტის საშუალებით, "პროგრესის" მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს ის ინსტრუმენტები, რომლებიც მათ აკადემიური, პროფესიული და პიროვნული წარმატებისთვის სჭირდებათ. სკოლის მიზანი არამხოლოდ განათლება, არამედ ლიდერების გაძლიერებაა.

"იდეის სისრულეში მოყვანისას ჩვენ შემოვიტანეთ განათლების ახალი სტანდარტები ბაზარზე – რომლებიც პრიორიტეტულ არჩევანს ანიჭებს პერსონალიზებულ სწავლას, ექსპერიმენტულ განათლებასა და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას. "პროგრესი" თავისი საქმიანობით ყოველდღე ემსახურება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას − განათლებული, მოაზროვნე და გლობალური თაობის გაზრდას", − აღნიშნავს ნინა ჩიკვაშვილი.

დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის დაწყებამდე "პროგრესის" დამფუძნებელმა, გენერალურმა დირექტორმა და ბრენდის ავტორმა საკმაოდ ხანგრძლივი გზა განვლო. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ნინა ჩიკვაშვილი საკუთარ სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად დაბრუნდა, მალევე ინგლისური ენის ცენტრი გახსნა ქუთაისში და გაუჩნდა ამბიცია, დაეფუძნებინა სკოლა, რომელიც მაღალი ხარისხის, ამერიკული და ევროპული დონის განათლებას მისცემდა მოსწავლეებს. იდეა მალე რეალობად იქცა, ქუთაისის შემდეგ კი თბილისსა და ბათუმში გაიხსნა ფილიალები.

"2002 წელს, როდესაც ქუთაისში გაიხსნა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი", ეს მოვლენა მასშტაბური პრეცედენტი იყო. პირდაპირ ვიტყვი, რომ ახალი ისტორია დავიწყეთ საგანმანათლებლო სფეროში. მსგავსი ტრანსფორმაციული ნაბიჯი უამრავ გამოწვევას გახვედრებს, რომლის გადაჭრისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმამაცე", − აღნიშნავს იგი.

ნინა ჩიკვაშვილის თქმით, გენდერული სტერეოტიპები არის პრობლემა, რასაც დღემდე ყველა ქალი აწყდება. თავად ამ სტერეოტიპებთან დაპირისპირება გამძლეობითა და მონდომებით ისწავლა − იგი საკუთარ ქმედებებსა და მიღწევებს აძლევდა ნებას, ესაუბრათ უფრო ხმამაღლა, ვიდრე იმ წარმოდგენებს, რაც უკვე არსებობს. "ჩემი საქმე მთლიანად არის ისეთი სამუშაო ადგილების შექმნა, რომლებიც ინკლუზიურია და ისეთი განათლებული თაობის აღზრდა, რომელიც თანასწორობის იდეალებს ატარებს".

აღსანიშნავია, რომ "პროგრესის" სამივე კამპუსზე დაარსდა და აქტიურად ფუნქციონირებს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მოსწავლეებს საერთაშორისო გამოცდებისთვის ამზადებს ისეთ საგნებში, როგორიც არის PSAT, SAT, IELTS, TOEFL. გარდა ამისა, სკოლა დებს ინვესტიციას პროფესიული განვითარების ინიციატივებში პერსონალისთვის, რათა ისინი საგანმანათლებლო ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის წინა პლანზე დარჩნენ.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ "პროგრესის" სტუდენტებს აქვთ საშუალება, ინდივიდუალური კონსულტაციების დახმარებით ევროპისა თუ ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებში დროული და სისტემური მომზადებით გაიკვალონ გზა. სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ ორმაგ დიპლომს, ქართულსა და ამერიკულს, სწავლობენ AP (Advanced Placement)-ის კურსებს, ინდივიდუალურად ადგენენ სასწავლო გეგმას და მონაწილეობენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში. "პროგრესის" კურიკულუმი გულისხმობს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას, ანუ მუდმივ ინტერაქციულ ციკლს, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოთარგმნას.

სამომავლოდ სკოლის მიზანია, კიდევ უფრო გაამდიდროს აკადემიური პროგრამები და სასწავლო შეთავაზებები, რათა სტუდენტებს საინტერესო სასწავლო გამოცდილება ჰქონდეთ. ბედნიერი ბავშვი ახლა, ნიშნავს წარმატებულ ზრდასრულს მომავალში.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!