Get All Access for $5/mo

COLLIER - ქართველი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ბრენდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

COLLIER ქართული ბრენდია, რომელიც სხვადასხვა მოდურ და სახასიათო აქსესუარებს გვთავაზობს.

ლიზა ელიავასა და სალომე დუმბაძის წამოწყება უკვე ერთ წელს ითვლის. ბრენდის მთავარ პროდუქციას ქართველი მხატვრების ნამუშევრებით გაფორმებული შარფები წარმოადგენს. ამასთანავე, ბრენდი სეზონურ ქუდებს, ბეჭდებს, სამაჯურებსა და სხვადასხვა აქსესუარს ქმნის.

ბავშვობის მეგობრების დიდ სურვილს, საერთო, ღირებული საქმის კეთება წარმოადგენდა. გადაწყვიტეს, შეექმნათ ბრენდი, რომელიც თანამედროვე ქართველი მხატვრების კომპოზიციებს ყელსახვევებზე გადაიტანდა და მათ ყოველდღიური მოდური აქსესუარების განუყოფელ ნაწილად აქცევდა. ამავდროულად კი, მათ პოპულარიზებასა და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას შეუწყობდა ხელს.

არაერთ ხელოვანთან აქტიური მოლაპარაკების შემდეგ, ბრენდის დაარსებიდან 1 წლის თავზე COLLIER უკვე 20-მდე თანამედროვე კომპოზიციით გაფორმებულ აბრეშუმის შარფს გვთავაზობს, რომელიც თანამედროვე გემოვნებასა და ცხოვრების სტილს კარგად ერგება.

ლიზა ელიავასა და სალომე დუმბაძისთვის, მომხმარებელთა სურვილებზე, საჭიროებებსა და გემოვნებაზე დაკვირვება ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, უკვე კარგად იცნობენ მომხმარებელთა მოლოდინსა და სურვილებს. მათ კმაყოფილებაზე ორიენტირით კი უკვე მუდმივი კლიენტების ერთგულება დაიმსახურეს, რომლებიც როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სასაჩუქრედ, ხშირად არჩევანს სწორედ COLLIER-ზე აკეთებენ.

ცოტა ხნის წინ COLLIER-ის შარფები ჩეხეთში, პრაღაში ქართული კულტურის საგამოფენო საღამოზე წარდგა, სადაც დიდი ინტერესი დაიმსახურა.

სხვადასხვა ზომის შარფები ( 70/70 და 100/100) ფერად, კონცეპტუალურ და ეკლექტურ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. ქუდები, ბეჭდები და სამაჯურები კი ვარსკვლავების გამოსახულებებითაა გაფორმებული. დამფუძნებლებისთვის ვარსკვლავი გამორჩეულად საყვარელი და დახვეწილი ფიგურაა, რომლითაც საკუთარი აქსესუარების გაფორმება გადაწყვიტეს.

ბრენდი COLLIER არსებობის უკვე მეორე წლის ათვლას იწყებს. მის მიზანს განვითარება, აქსესუარების გამრავალფეროვნება და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ფერადი, საინტერესო და კომფორტული ნამუშევრების შეთავაზება წარმოადგენს. მეორე მხრივ კი, ქართველი მხატვრებისა და მათი შემოქმედების პოპულარიზება, რომლისთვისაც არჩევანი ბრენდმა ყველაზე თვალშისაცემ, მოდურ და გამოყენებად აქსესუარზე შეაჩერა.

შეიძინეთ Collier-ის ყელსახვევები Entrepreneur Shop-ზე!

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე