რა რეალობაში ცხოვრობენ ქალი მეწარმეები საქართველოში?
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქალი მეწარმეების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტაბილურად იზრდება. მეწარმე ქალებს დღეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ქალი მეწარმეების რიცხვი გლობალურად იზრდება, მათ კვლავ უწევთ არაერთ დაბრკოლებასთან გამკლავება, რაც ბიზნესის ზრდას აფერხებს. ესენია: კაპიტალის ნაკლებობა, მკაცრი სოციალური შეზღუდვები, შეზღუდული დრო და უნარები. დღეს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ქალებს ამ დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება, მათ შორის საქართველოში, თუმცა სამუშაო კვლავაც ბევრია.
გთავაზობთ ჩვენ მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევების, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით მოვამზადეთ.