Get All Access for $5/mo

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Miguel Á. Padriñán, Pixabay

სხვებზე ზეგავლენის მოხდენას ადვილად ახერხებთ? თქვენც ხომ არ გაქვთ ისეთი თვისებები, რომელთა გამო თქვენთან ურთიერთობისას აღფრთოვანებას ვერ მალავენ?

გავლენიან ლიდერად გახდომას ტიტულებთან არანაირი კავშირი არ აქვს, დაშინებით ან იძულებით გავლენის მოპოვება ხომ სრულიად წარმოუდგენელია. უშულოად პიროვნებას უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარი ბუნებით და საქმიანობით გარშემომყოფთა შთაგონება, მოტივირება, აღფრთოვანება და ნდობის მოპოვება მოახერხოს.

საკმაოდ რთულია განსაზღვრა, თუ რა აძლევს პიროვნებას სხვებზე გავლენის მოხდენის საშუალებას, მაგრამ ერთი რამ უეჭველია, ამ ნიჭიერ ადამიანებს სრულიად უნიკალური თვისებები ახასიათებთ.

გადახედეთ ჩამონათვალს და გაარკვიეთ, თქვენც ხომ არ გაქვთ ის თვისებები, რომლებიც გავლენიან ადამიანებს სხვა დანარჩენებისგან განასხვავებს.

1. მათი მოქმედებები ყოველთვის გათვლილია

ადამიანი გავლენიანი რომელიღაც ჯადოსნური გზით ერთ დღეში არასოდეს ხდება. ეს დიდი შრომის შედეგია და მხოლოდ წინასწარ კარგად გათვლილი ნაბიჯებითა და მეთოდებით მიიღწევა. გავლენიანი ადამიანები მთელ ცხოვრებას მიზანმიმართულად ატარებენ, თითოეულ ქმედებას აცნობიერებენ და იმასაც ითვალისწინებენ, სხვები როგორ მიიღებენ და შეაფასებენ.

მათ მთელი ყურადღება იმაზე აქვთ გამახვილებული, სხვებზე როგორ მოახდინონ ზეგავლენა და როგორ მიაღწიონ სასურველ შედეგებს. შემოქმედებით კომენტარებსაც აკეთებენ და დაძაბული მუშაობისთვის მადლიერებასაც გამოხატავენ. არც ფლიდები არიან, არც მშიშრები და არც შუღლს აღვივებენ. საკუთარ მიზნებზე სრულიად ნათლად და აშკარად აცხადებენ.

2. ისინი დაკვირვებით ლაპარაკობენ და სხვებსაც ასე უსმენენ

მათ ზუსტად ის აქვთ მხედველობაში, რასაც ამბობენ. გავლენიანი ადამიანები სხვებს არასოდეს განიკითხავენ და არც ტყუილუბრალოდ სდებენ ბრალს. გავლენიანი რომ გახდეთ, სრულიად მკაფიო, ნათელი გზავნილები უნდა გქონდეთ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საკუთარ იდეებს გასაგებ ენაზე გამოხატავთ.

ასევე უზომოდ მნიშვნელოვანია ის, რომ გავლენიანმა ადამიანებმა ზუსტად იციან, როდის უნდა დაარღვიონ დუმილი და გარშემომყოფებზე როდის უნდა გაამახვილონ ყურადღება. ეს საუკეთესო გზაა ყურადღების მისაპყრობად და იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც სხვა შემთხვევაში გამოგრჩებოდათ.

3. ისინი მოქმედებაზე გადადიან

გავლენიან ლიდერებს არც გარისკვის ეშინიათ და არც გადაწყვეტილებების მიღების, მოულოდნელობები არ აფერხებთ და არც თავგზას უბნევთ. მოქმედებაზე გადადიან, გზებს პოულობენ, დაბრკოლებებს გვერდს უვლიან, წინ მიისწრაფვიან. აზრის გამოხატვამდე, სერიოზულად ფიქრობენ. არც ჩარევას ერიდებიან, როდესაც ეს საჭიროა.

ყოველდღიურ სამუშაოებს იმდენად კარგად გეგმავენ, რომ ეს რეჟიმი გეგმების განხორციელებაზე ყურადღების გამახვილებაში ეხმარებათ. მაგრამ სპონტანური მოქმედების დროსაც კი სტრატეგიულად აზროვნებენ. ეს სერიოზული გარანტიაა, რომ მოქმედებების გეგმა პრობლემებისა და ცვლილებების დროსაც კი არსებობს.

4. ისინი ყოველთვის სწავლობენ

გავლენიანი ლიდერები განუწყვეტლივ სწავლობენ და იზრდებიან. ისინი აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია გონების განვითარება ისე, რომ იგი მუდამ ახალი იდეებისა და პერსპექტივების მისაღებად იყოს მზად. საკუთარ თავს ცხოვრების სტუდენტებად მიიჩნევენ, გამუდმებით სრულყოფენ უნარებს და ცოდნის გაუმჯობესებას ცდილობენ.

ცოდნა სხვადასხვა ვითარებაში ადაპტაციის უნარს თქვენც მოგცემთ და იმის გაგების საშუალებასაც, თუ რა ხდება გარშემო. ცოდნა ხომ ძალაა, და ძალა კი, უკვე გავლენას ნიშნავს.

5. ისინი სამართლიანები არიან

ადამიანი საკუთარი სამართლიანობისა და პატიოსნების წყალობით უნდა გახდეს გავლენიანი. გავლენიანი ადამიანები აღიარებენ, რომ სხვებისთვის მისაბაძ მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ. იმასაც, რომ მხოლოდ უზადო რეპუტაციით შეძლებენ გავლენის მოპოვებას და მთავარი როლის შესრულებას. გულწრფელები არიან და რასაც უნდა აკეთებდნენ, ყოველთვის იწვევენ გარშემომყოფთა ნდობას.

როდესაც ყოველთვის საიმედო და კეთილსინდისიერი ხართ, სხვებსაც უბიძგებთ თქვენი იდეები გაიზიარონ და თქვენს შეხედულებებს დაუჭირონ მხარი. პიროვნება მაშინ ხდება გავლენიანი და პატივსაცემი, თუ დანაპირებს ყოველთვის შეასრულებს. გააკეთებს იმას, რაც თქვა. თქვენ გულწრფელი, ყურადღებიანი, დაკვირვებული და საიმედო უნდა იყოთ.

6. ისინი ურთიერთობებს ამყარებენ

ადამიანებთან გულწრფელი ურთიერთობის დამყარება მათი კეთილგანწყობის მოპოვების გზაა. ამიტომ ცდილობენ გავლენიანი ადამიანები ღრმა და მნიშვნელოვანი ურთიერთობის დამყარებას, ადამიანებს აერთიანებენ და მხარდაჭერას აგრძნობინებენ.

თქვენც რაიმე გზა უნდა მონახოთ, რომ გარშემომყოფებს ინტერესი გაუღვივოთ, მასშტაბურ მიზანში ან პროექტში ჩართოთ. გავლენიანი ადამიანები ყოველთვის პოულობენ საშუალებას გაცილებით მნიშვნელოვანი გახადონ გუნდები, რომლებთანაც მუშაობენ და გარშემომყოფებზე დადებითი გავლენა მოახდინონ.

7. ისინი იმაზე არიან კონცენტრირებულნი, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია

გავლენიანი ადამიანები საკუთარ თავს არასოდეს მისცემენ წვრილმან ამბებში ან უაზრო კონკურენციაში მონაწილეობის უფლებას. არც ნებისმიერი კამათის მოგებას შეეცდებიან და არც ყოველი დისკუსიის თავად წარმართვას. მათ ნამდვილად სურთ სხვა ადამიანების გაგება და დახმარება; უნდათ აგრძნობინონ, რაღაც დიდის ნაწილი რომ არიან.

მათ გრძელვადიან გეგმებსა და მიღწევებზე აქვთ ყურადღება გამახვილებული, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამასთან იმაზეც, რომ საბოლოო მიზანი ყველაზე მაღალ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. გახსოვდეთ, რომ წარმატებას აუცილებლად უნდა მიაღწიოთ და ამასთან, მზად უნდა იყოთ, რომ დიდი შრომა მოგიწევთ.

8. ისინი დიდ იმედებს ამყარებენ როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვებზე

გავლენიან ადამიანებს დიდი ძალა აქვთ, სხვებს იზიდავენ და აიძულებენ მათ დაუჯერონ. ისინი მგზნებარე და მიმზიდველნი არიან და როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვებზეც დიდ იმედებს ამყარებენ.

დაუშრეტელი ენთუზიაზმი აქვთ, რომელიც აიძულებთ გასაოცარი საქმეები აკეთონ. დაბრკოლებების გადალახვისკენ სხვებსაც უბიძგებენ და იმასაც აცნობიერებენ, რომ შესაძლოა მათი მცდელობები მარცხითაც დამთავრდეს. მიუხედავად ამისა, აღიარებენ, რომ წარმატების მიღწევა მცდელობების გარეშე შეუძლებელია.

9. მათ საკუთარი თავის ესმით

გავლენიანი ლიდერი რომ გახდეთ, უპირველესად საკუთარ თავში უნდა სცადოთ გარკვევა. გავლენიან ადამიანებს დრო სჭირდებათ თავიანთი ფასეულობებისა და მიზნების გასაცნობიერებლად, და იმის დასადგენადაც, თუ რას წარმოადგენენ.

ისინი საკუთარ აზრებსა და გრძნობებს აკვირდებიან, ამასთან იმასაც, თუ როგორ გადასცემენ ამ ემოციებს სხვებს. სრულიად კომფორტულად გრძნობენ თავს ამ როლში. იციან, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა ვითარებაში და ისიც, რა უბიძგებთ მოქმედებებისკენ.

10. ისინი საკუთარ ღირსებებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ სისუსტეებსაც აცნობიერებენ

გავლენიანმა ადამიანებმა კარგად იციან საკუთარი ღირსებები და მთელ იმედს ამაზე ამყარებენ. ნაკლებად მნიშვნელოვანი არც ის არის, რომ აღიარებენ, თუ რომელ სფეროებში მოისუსტებენ. საკუთარ სისუსტეებს გააცნობიერებთ თუ არა, მათ სამართავად თქვენც მაშინვე შეძლებთ მოქმედების დაწყებას.

საკუთარ თავში ბოლომდე გაერკვიეთ, თქვენი თვისებები შეაფასეთ. ღირსებების წყალობით შესაძლოა სრულიად წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწიოთ და სხვებზეც მოახდინოთ გავლენა. ხოლო, სისუსტეებმა დაბრკოლებები შეგიქმნათ და ოცნებების ასრულებაში შეგიშალონ ხელი. ამიტომ ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი თავი, და თქვენი გავლენა მხოლოდ ღირსებებისა და სისუსტეების გაცნობიერების შემდეგ გამოიყენეთ ბოლომდე.

11. ისინი შეუცვლელნი არიან

როგორც წესი, ყველა გავლენიანი ადამიანი ცნობილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენში რაღაც განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს ხედავენ ადამიანები. გავლენიანი რომ გახდეთ, აუცილებლად უნდა მონახოთ რაღაც ის, რაც შეუცვლელს გაგხდით: უნდა გახდეთ პიროვნება, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს აგვარებს და რომლის გარეშე დიდი მიზნების მიღწევა წარმოუდგენელი ჩანს.

გავლენიანი ადამიანები ბევრს ახერხებენ, მუდამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანნი არიან, უნარებს ხვეწენ, ძლიერ მხარეებს იყენებენ. იმდენად მოქნილები და მრავალმხრივები არიან, რომ ცვალებად ვითარებას ადვილად ერგებიან და დაინტერესებულ მხარეებს თანამშრომლობაში ხელს უწყობენ.

12. ისინი სხვებს აფასებენ

გავლენიანი ადამიანები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვათა აღიარება და დაფასება. თავის გამოჩენის საშუალებას სხვებსაც აძლევენ, კოლეგებს უზომოდ აფასებენ, იციან, რომ სხვების წარმატება მათ მიღწევებს სულაც არ აკნინებს.

დრო არ ენანებათ, გარშემომყოფთა აზრს ყურადღებით უსმენენ. იციან, რომ ასეთი აქტიური ურთიერთობა მნიშვნელოვანია, სხვების ღირსებებს ხედავენ და იმ ადამიანებს იზიდავენ საკუთარ გარემოცვაში, რომლებსაც იმ ამოცანების შესრულებაში შეუძლიათ დახმარება, რომელშიც თვითონ სუსტები არიან.

13. ისინი ყველაფერს აანალიზებენ

გავლენიან ადამიანებს ვითარების სწრაფად გაანალიზებისა და შეფასების უნარი აქვთ. არ ავიწყდებათ, რომ ყოველთვის მზად უნდა იყვნენ და პრობლემებთან შეჯახებისას სათანადოდ იმოქმედონ.

დღევანდელ სამყაროში ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება. გავლენიანმა ლიდერებმა იციან − ცვლილებებს ფეხი რომ აუწყონ, საკუთარ გარემოცვას ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი. ისინი არც ახალ ტენდენციებს ტოვებენ უყურადღებოდ და ისიც იციან, თუ რას აკეთებენ კონკურენტები. ამასთან, სხვების კრიტიკულ აზროვნებას და ინოვაციებსაც მიესალმებიან და პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტასაც.

14. ისინი სხვებსაც უსმენენ

გავლენიან ადამიანებს სხვების თანაგანცდის უნარი აქვთ. ამასთან, სურთ გარშემომყოფებსაც აგრძნობინონ, რომ მათი ესმით. აცნობიერებენ − საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს.

არ უნდა დაივიწყოთ, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ გრძნობენ რამდენად ფასეულნი არიან, როდესაც მათ უფლებებსა და შესაძლებლობებს აძლევენ. თუ გსურთ გავლენიანი ლიდერი გახდეთ, ცოტა ხნით მთელი ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, თუ რას ამბობენ სხვა ადამიანები. გარშემომყოფთა აზრის მოსმენას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ღია და გულწრფელი ურთიერთობის დასამყარებლად და სხვების აზრის გასაგებად.

15. ისინი შთაგონების წყაროს წარმოადგენენ

გავლენიანი ადამიანები ოპტიმიზმს ასხივებენ. ისინი შესაძლებლობებს მაშინაც კი ხედავენ, როდესაც სხვები ამ შანსს ხელიდან უშვებენ. ასეთი ადამიანები შთაგონებას გვაძლევენ, გვიბიძგებენ ჩვენც მათნაირი, საუკეთესონი გავხდეთ. ვაკეთოთ, რაც სწორია და ყველა დაბრკოლება გადავლახოთ.

გავლენიანი რომ გახდეთ, საკუთარ თავსაც და სხვასაც უნდა უბიძგოთ ის გააკეთონ, რაც ერთი შეხედვით სრულიად შეუძლებელი ჩანს. უზომოდ დიდი გამარჯვება იქნება, თუ რთულ ამოცანას ან პროექტს მოკიდებთ ხელს და მის დასრულებას შეძლებთ. როგორც გავლენიანმა ლიდერმა, გარშემო ყველაფერი უნდა შეცვალოთ. იქამდე კი, კარგად გათვალოთ და დარწმუნდეთ, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად უკეთესობისკენ მიდის.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია