Cyber Monday Sale! 50% Off All Access

როგორ უნდა შექმნათ საკუთარი თავისგან მომავლის ლიდერი ლიდერული აზროვნების განვითარებაზე იზრუნეთ, რომელიც გააზრებას, ზოგადი სურათის დანახვას და მოქმედებათა გაბედული გეგმების დასახვას უწყობს ხელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

The HR Gazette

COVID19-მა ერთ ღამეში შეცვალა ლიდერობის მენიუ – გადარჩენით დაწყებული, კრიზისის პირობებში განვითარებამდე. კრიზისის დროს ლიდერმა შესაძლოა თავი ისე იგრძნოს, როგორც უზომოდ დაძაბულ ჩემპიონატზე კრივში მძიმე წონაში – თხუთმეტი რაუნდი უნდა გაიაროს იმის გადასაწყვეტად, თუ ვინ გავა მეორე მხარეს.

ცვლილებები მთლიანად ცვლის ადამიანების მოლოდინს მომავლის თაობაზე, კონტროლის გრძნობას და ინფორმაციის დამუშავების უნარს უმცირებს მათ. დენიელ გოლემანმა მაღალი სტრესების დროს შემოიტანა შემდეგი ტერმინი – "ამიგდალას (ნუშისებრი სხეული) მოტაცება", რათა აესახა, თუ როგორ აანალიზებთ და ინტერპრეტაციას უკეთებთ ქცევას, რომელსაც ბრძოლის, გაქცევის ან გაყინვის რეაქციასთან მიჰყავხართ. თუ შრომის ნაყოფიერების გაკონტროლება ვერ მოხერხდა კრიზისის დროს, ის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, და უსაფრთხოებას, ხარისხსა და პროდუქტიულობას სარისკოს გახდის.

ყველაზე გავლენიანი სფერო, რომელსაც შეგიძლიათ უხელმძღვანელოთ, თქვენი აზროვნებაა. ის არის მულტიპლიკატორი. გარი კელერი, ავტორი წიგნისა "ერთი რამ", კითხულობს: "რა არის ის ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, და რის შემდეგაც ყველაფერი დანარჩენი უფრო ადვილი თუ უსარგებლო გახდება?" ლიდერის აზროვნებით, ყველა დარჩენილი გადაწყვეტილება გაცილებით ნათელი ხდება.

შორსმჭვრეტელი ლიდერები გეგმებს სახავენ, აანალიზებენ, ფიქრობენ მათზე, გარანტიას ქმნიან, რომ მომავალი სამუშაო ადგილი უკეთესი იყოს. ისინი, როგორც ლიდერები, ახლებურად იწყებენ აზროვნებას. ქვემოთ გაეცნობით, თუ როგორ უნდა დაიწყოთ თქვენც.

რა ძალა აქვს სათანადო ადგილზე ყოფნას

მომავლისთვის მზად მყოფი ლიდერები ემპათიურები არიან და მაშინ ჩნდებიან, როდესაც თითქოს გამოსავალი არ არსებობს. ლიდერები თანაგრძნობას გამოხატავენ თანამშრომელთა მიმართ გაჭირვების დროს და ამ მომენტს ენთუზიაზმით, გამჭვირვალობითა და გაბედულად ხვდებიან. ისინი საკუთარ თავსა და თავიანთ გუნდს ხელმძღვანელობენ და იზრდებიან, იმის მიუხედავად, თუ რამდენად გაურკვეველია ან მოუხერხებელია ვითარება.

როდნი ო. მარტინ უმცროსმა, Voya Financial-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღწერა, თუ როგორ უბიძგებდა ადამიანებს მხარდაჭერასა და სტიმულირებას შორის წონასწორობის მიღწევა, ახალ დონეზე გადასულიყვნენ კრიზისის პირობებში. ლიდერებისგან, რომლებიც მიზნებსა და პასუხისმგებლობას აკონტროლებდნენ, ყურადღების გადანაცვლება მოხდა თანამშრომლებზე, რომლებიც საზღვრავდნენ, თუ როგორ შეეცვალათ ვითარება ლიდერთან ერთად და როგორ აეღოთ საკუთარ თავზე გათვლილი რისკი.

ყოველი მოქმედების სიგნალი ხმამაღალი განაცხადია

შორსმჭვრეტელი ლიდერები მმართველთა გუნდის ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე ნებისმიერთან იძლევიან სიგნალს, ორგანიზაციის თანამშრომლებით დაწყებული, და მომხმარებლებითა და დაინტერესებული მხარეებით დამთავრებული. ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათი ურთიერთობა თანამშრომლებთან ასახავს, თუ ვინ არიან ისინი და რისკენ ისწაფვიან. ლიდერები განსაზღვრული ღირებულებებისა და ხელმძღვანელობის პრინციპებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორგანიზაცია იმავე კომპასით და იმავე მიმართულებით მიიწევს წინ.

შორსმჭვრეტელი ლიდერები მკაფიოდ, ლაკონურად იძლევიან შეტყობინებებს, ვიზუალურ საშუალებებს, და ისტორიებსაც იშველიებენ, რადგან შესაძლოა ადამიანებისთვის ადვილი არ იყოს ინფორმაციის მოსმენა, მისი გაგება და გახსენება. ადამიანების ყურადღების ხანგრძლივობა მხოლოდ 12 წუთი ან ნაკლებია, სამი მთავარი იდეის დასამახსოვრებლად.

ადამიანები – უპირველეს ყოვლისა

თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება, ის უკვე ვეღარ ახერხებს მთელი ყურადღების გამახვილებას საკუთარ პასუხისმგებლობაზე სამსახურის მიმართ. მომავლის ლიდერები უზრუნველყოფენ წვდომას შიდა და გარე რესურსებზე, მათ შორის, ოჯახის დამატებით მხარდაჭერაზე და იმ პირთა აღიარებაზე, რომლებიც მხარს უჭერენ გუნდის წევრებს. ისინი ურთიერთობებს ამყარებენ, რათა ადამიანები უკეთ იყვნენ გაცნობიერებულები, უფრო მოქნილები გახდნენ, იმ თანამშრომლების დახმარება შეძლონ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა ან ვინც ოჯახის წევრებზე ზრუნავს.

EY-ს გლობალური ლიდერი მაიკ ბერტოლინო ამბობს: "კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანმა ადამიანებმა უპირველესად უნდა დასვან შემდეგი შეკითხვები: როგორ უნდა დავიცვა ჩემი თანამშრომლების უსაფრთხოება? როგორ უნდა იყვნენ ჩემი მომხმარებლები ჩართულნი? როგორ შეუძლია ჩემს კომპანიას საზოგადოებას დაეხმაროს?" ლიდერებმა პანდემიისგან მიღებული გაკვეთილები უნდა გაითვალისწინონ. მზრუნველობის გამოჩენის კულტურა გრძელვადიანი ღირებულებების წარმოქმნას შეუწყობს ხელს და მომავალი გადაწყვეტილებების მიღებაზე ახდენს გავლენას.

ფრთხილად პესიმიზმთან

უმეტეს შემთხვევაში, რა გარემოც უნდა იყოს, ადამიანები ოპტიმიზმით აღსავსენი მუშაობენ, რადგან ხელსაყრელად მიაჩნიათ ვითარება და დარწმუნებული არიან, რომ ცუდი არაფერი მოხდება. მეორე მხრივ, როდესაც სტრესი გაქვთ, შესაძლოა საპირისპირო მოხდეს – როდესაც პესიმიზმისკენ იხრებით, გაზვიადებულად აღიქვამთ უარყოფითი მოვლენების ალბათობას და სათანადოდ ვერ აფასებთ პოზიტიურ შეხედულებებს, განსაკუთრებით კრიზისის დროს. მომავლის ლიდერებს ისეთი მეთოდების გამოყენება მოამზადებს, როგორიცაა თქვენი წარსული წარმატებების გაანალიზება და თქვენი პესიმიზმის მოტივატორად გამოყენება.

რისი სწავლა შეგვიძლია სამხედრო ტყვეებისგან?

დოქტორმა დენის ჩარნიმ, ექსპერტმა, დაადგინა, რომ ძლიერი სოციალური მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინგრედიენტია იმისათვის, რომ მოქნილი იყოთ. ამგვარი აზროვნების მისაღწევად, ჩარნი სამხედრო ტყვეებს სწავლობდა და გაარკვია, რომ ისინი სხვა პატიმრებთან ურთიერთობების დასამყარებლად, "შესაღწევ კოდებს" იყენებდნენ. დღევანდელ სამყაროში, ლიდერები იმ ჯგუფის ნაწილები უნდა იყვნენ, რომელშიც ფსიქოლოგიური უსაფრთხოებაა და რომელიც მათ საშუალება მისცემს ზოგადი გამოცდილება განიხილონ, ახალი იდეები გააზიარონ და პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ შესრულებაში დაეხმარონ.

გრძელვადიანი პერსპექტივა

Bain and Company-ის 2020 წლის აპრილში ჩატარებული 130 აღმასრულებელი დირექტორის გამოკითხვისას, 70 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი კომუნიკაციებს აბალანსებენ, თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას ცდილობენ და ინვესტიციებს ახორციელებენ იმაში, თუ როგორ უნდა მოერგონ ახალ სამყაროს. თქვენ თანამედროვე სამყაროს ნაწილები ხართ და ამიტომ აუცილებელია, თავიდან გაეცნოთ თქვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების შეცვლილ მოთხოვნებს. ლიდერებმა უარი უნდა თქვან ძველ მოსაზრებებზე, თანამედროვე ბაზარი უნდა გამოიკვლიონ და ახალ იდეებს უნდა ჩაწვდნენ.

ორგანიზაციების ხელახლა აღმოჩენა

მომავალ სამუშაო ადგილზე დაფიქრება, თანამშრომლებთან, მომხმარებელთან და დაინტერესებულ მხარეებთან საკუთარი თავის ხელახალ წარდგენას გულისხმობს. იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ურთიერთობთ მათთან, საუბრების ჩატარებას გულისხმობს თქვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებაზე. ეს პრიორიტეტული საკითხია. როდესაც მომავალზე ორიენტირებული ლიდერები ხარისხთან დაკავშირებულ კითხვებს სვამენ, ისინი ამით ყველას უნათებენ გზას. კერძოდ, ისეთი კითხვებით, როგორიცაა:

  • როდესაც თქვენი გუნდის პრაქტიკულად ჩართვას ცდილობთ კომპანიის საქმიანობაში, რომელიც კონტინენტის მეორე მხარესაა, რას ეტყვით მათ?
  • როგორ ჩაატარებთ საუბრებს თქვენს მომავალ ლიდერებთან, როდესაც რთული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო, როგორ დაარწმუნებთ მათ, რომ ყველანი ერთად ხართ?
  • ახალი რეალობისკენ მიმავალ გზაზე როგორ გაუზიარებთ მათ თქვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც თქვენს ნაბიჯებზე მიაწვდის ინფორმაციას?
  • როგორ გამოხატავთ ლიდერობის პრინციპებს, რომლებიც თქვენს გადაწყვეტილებებს უდევს საფუძვლად?
  • როგორ იქმნება მომავლის ორგანიზაცია და რა მნიშვნელობა ექნება ამ ყველაფერს თანამშრომლების, მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის?

ეს საუბრები იქნება როგორც თქვენი ლიდერობის, ისე თქვენი ორგანიზაციის განმსაზღვრელი.

სისწრაფე ცვალებად სამყაროში

ამ გაურკვეველ დროში სისწრაფეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სრულყოფილებას. მომავალზე ორიენტირებული ლიდერები საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებენ და მათ ადაპტირებასაც ახერხებენ ვითარების შესაბამისად. ლიდერებმა თავიანთ შეხედულებებს არსებული მდგომარეობის მიხედვით უნდა გადახედონ და შეიმუშაონ სცენარები, რომლებიც მთელი რიგი შედეგების შესწავლას გულისხმობს. შუქნიშნის მოდელის დანერგვა არსებული ინიციატივების ნაცვლად სრულიად ახალი მოვლენებით, იმის გადაწყვეტილების შესაძლებლობას ქმნის, თუ სად უნდა შეჩერდეს, საერთოდ უნდა გაგრძელდეს თუ პირიქით – უნდა დაჩქარდეს ახალი პრიორიტეტები. ორგანიზაციებმა ვითარების შეცვლისას ეტაპებს უნდა გადახედონ, ვარაუდები და მიკერძოებები უნდა შეამოწმონ, რათა აქტუალურები დარჩნენ და თანმიმდევრულად უნდა უბიძგონ ადამიანებს, ისწავლონ და ადაპტირდნენ სიტუაციის განვითარებასთან ერთად.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს