Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ვის როგორ ესმის სოციალური პასუხისმგებლობა? - ნინი ბუკია, ლიბერთი ბანკი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში ახალი ხილი არ არის. წლებია, ქართული ბიზნესის უფრო მეტი და მეტი წარმომადგენელი ერთვება სხვადასხვა კამპანიაში, რომელიც ამა თუ იმ სოციალური პრობლემის გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ზოგისთვის ეს უკვე იქცა საკუთარი ბრენდის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად, ზოგი კი მხოლოდ ახლა იწყებს ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას. ENTREPRENEUR წამყვან ქართულ ბიზნესორგანიზაციებს დაუკავშირდა და მათ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების მკითხველისთვის გაზიარება სთხოვა.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნეს და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ უკვე აუცილებელიც კი არის როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე გლობალურად.

დღეს, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიების თანადგომა და ზრუნვა მომხმარებლების, თანამშრომლებისა და ზოგადად, საზოგადოების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის ზომას. პატარა ბიზნესებსაც ძალიან დიდი ცვლილებისა და გავლენის მოხდენა შეუძლიათ როგორც გარემოზე, ისე საზოგადოებაზე.

რა სახის ღონისძიებებს მიმართავს თქვენი კომპანია CSR-ის მიმართულებით? რომელიღაც განხორციელებულ პროექტს ხომ არ გამოარჩევთ?

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამა #ლიბერთიგულით პანდემიის პერიოდში დაიბადა და მის ფარგლებში, ძალიან სწრაფად, არაერთი სასარგებლო და მასშტაბური პროექტი უკვე განხორციელდა. ამ რთული წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი დაუღალავად, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის მიუხედავად, მთელი გულით მუშაობს, რომ არ შეფერხდეს ჩვენი მომხმარებლის მომსახურება და მათთვის უსაფრთხო, კომფორტული, ახალ რეალობაზე მორგებული დისტანციური სერვისები და პროექტები დროულად შევქმნათ და მივაწოდოთ.

#ლიბერთიგულით პროგრამის ფარგლებში, ეგიდით "მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ" ბევრი პროექტი განვახორციელეთ როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების მხარდასაჭერად. გამოვარჩევდი რამდენიმეს:

პანდემიის პერიოდში, სულ რამდენიმე დღეში უზრუნველვყავით სათავო ოფისის ყველა თანამშრომლის დისტანციურად მუშაობისთვის საჭირო ყველა პირობა და რაც მთავარია, მთელი წლის განმავლობაში ბანკმა შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი.

ჩამოვაყალიბეთ შიდა ფონდი თანამშრომლებისთვის "გულით ერთმანეთისთვის", სადაც უკვე 1000-ზე მეტი თანამშრომელია გაწევრიანებული. ფონდის მიზანია დაეხმაროს "ლიბერთის" თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ დაცულობის შეგრძნება და რაც მთავარია, იმის აღქმა, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

"ლიბერთი ბანკის", UNFPA საქართველოს ოფისის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში განხორციელდა სპეციალური შეხვედრები 300-მდე თემის ლიდერი ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის. შეხვედრების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, ასევე იმ ფინანსური შესაძლებლობებისა და სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

"ლიბერთი" მხარს უჭერს "60+ კლუბებს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" რეგიონებში. პირველი კლუბები რუსთავსა და ქუთაისში ამოქმედდება. ჩვენ ვიზიარებთ და მზად ვართ ხანდაზმული მოქალაქეების, ქალებისა და მოზარდი გოგონების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში განვახორციელოთ ინვესტირება და ხელი შევუწყოთ თანასწორი საზოგადოების მშენებლობას.

უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, პანდემიის ყველაზე მწვავე პერიოდში, სახლის პირობებში გასახალისებლად და მათთვის იზოლაციის შესამსუბუქებლად, შევქმენით ძალიან საინტერესო და სასარგებლო ონლაინპროგრამები: კომპიუტერის კურსები, კულინარიის სიახლეები, თავის მოვლის მასტერკლასები, სახლის პირობებში იოგას და სხვა ვარჯიშები, ცეკვებიც კი. ამ პროგრამებს მილიონობით ნახვა ჰქონდა სოციალურ მედიაში და განსაკუთრებულად პოზიტიური უკუკავშირი მოდიოდა ჩვენი მომხმარებლებისგან. გვიხარია, რომ შევძელით მცირედით მაინც, მათი გამხნევება და გახალისება. ამ სასარგებლო პროგრამებს მომავალშიც გავაგრძელებთ. მსურველებს შეუძლიათ შემოუერთდნენ ჩვენს ფეისბუქგვერდს: https://www.facebook.com/LibertyCSR/

რა სახის ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი 2021 წელს და მომდევნო წლებში CSR-ის მიმართულებით?

"ლიბერთის" სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით საფუძველი და მამოძრავებელი, არის ჩვენი მისია: გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში.

მომავალ წლებში შევეცდებით 60+ ასაკისა და ყველაზე მოწყვლად თანამოქალაქეებზე ზრუნვა ახალგაზრდების საგანმანათლებლო და მათთვის სასარგებლო აქტივობებისა და პროგრამების მხარდაჭერით დავაბალანსოთ. ასევე, თანაბარ ყურადღებას დავუთმობთ თბილისსა და რეგიონებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს