You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თითქმის შეუძლებელია უძრავი ქონების შეძენა სოლიდური თანხის დახარჯვის გარეშე. თუმცა, ხარჯების შემცირების რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
პირველადი საცხოვრებელი
1. საცხოვრებლის შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე.
ეს არის უძრავი ქონების ყიდვისას თანხის დაზოგვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი. როგორც წესი, მშენებარე კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლისას 100 ბინიდან მხოლოდ რამდენიმე რჩება გასაყიდი.
ყველა სამშენებლო კომპანია პოტენციურ და რეგულარულ მომხმარებლებს გაყიდვების დაწყებას წინასწარ ამცნობს სოციალური ქსელების ან SMS-ის საშუალებით. ამრიგად, დეველოპერები მყიდველებს შესალობას აძლევენ შეიძინონ ბინა იმ განლაგებით, რომელიც მათ მოეწონებათ საწყის ფასად. რაც უფრო ახლოს არის მშენებლობა დასრულთან და ექსპლუატაციაში შედის, მით უფრო მაღალია ფასი კვადრატულ მეტრზე. Korter.ge -ზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში მშენებარე პროექტების აქტუაურ შემოთავაზებებს. საშუალოდ, ბინის ღირებულების სხვაობა გაყიდვის დაწყებიდან მშენებლობის დასრულებამდე არის 15–20%.
2. შეიძინეთ სრული 100% გადახდით
სამშენებლო კომპანიების უმეტესობა უზრუნველყოფს 4-დან 7%-მდე ფასდაკლებას უძრავი ქონების ღირებულების ერთიანი გადახდის შემთხვევაში.
3. აირჩიე ბინები, რომლებზეც არ არის დიდი მოთხოვნა
პირველ და ბოლო სართულებზე ბინები ნაკლებად მოთხოვნადია. თუმცა, ისინი სხვებზე უარესი არ არიან. ბოლო სართულზე ბინების უპირატესობა იქნება თვალწარმტაცი ხედი ფანჯრებიდან და კარგი ხმის იზოლაცია. ბინები პირველ სართულზე იქნება შესაფერისი ვარიანტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან ხანდაზმული ადამიანებისთვის.
4. თვალი ადევნეთ აქციებს და ფასდაკლებებს
პოტენციური მყიდველების მოზიდვის მიზნით, სამშენებლო კომპანიები ხშირად აანონსებენ აქციებს, აწყობენ ფასდაკლების ღამეებს და "ყინავენ" გარკვეული საცხოვრებელი კომპლექსების ღირებულებას. ზოგჯერ შეგიძლიათ მომგებიანად შეიძინოთ პარკინგის ადგილი მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად. ინფორმაციას აქციების შესახებ თვალი უნდა ადევნოთ ოციალურ ქსელებში და კომპანიის ვებ-გვერდზე.
მეორადი საცხოვრებელი
5. აირჩიეთ სწორი სეზონი.
ზაფხული და ზამთარი ტრადიციულად განიხილება უძრავი ქონების შეძენის "დაბალ სეზონად". მეორე მხრივ, ეს არის კარგი შესაძლებლობა მომგებიანი გარიგებისთვის. თუ გამყიდველს სასწრაფოდ სჭირდება თავისი ქონების გაყიდვა, ის სწრაფად დათანხმდება ფასდაკლებას რეალური მყიდველის შემთხვევაში.
6. შესთავაზეთ ალტერნატიული გადაწყვეტილებები
თუ მყიდველს არ გააჩნია უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანხა, მას შეუძლია შესთავაზოს გამყიდველს ქონების ღირებულებაში დაემატოს ნაკვეთი, მანქანა ან სხვა საცხოვრებელი ფართი.
7. ნუ უგულებელყოფთ რეკლამებს ნიშნულით "ცხელი", "გადაუდებელი" ან "გარიგება!"
სახლის გაყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს მესაკუთრის სხვა ქვეყანაში/ქალაქში გადასვლით ან ცხოვრებისეული გარემოებებით. თუმცა ასეთი უძრავი ქონების ყიდვისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და მესაკუთრესთან ერთად ყურადღებით შეამოწმოთ როგორც დოკუმენტები, ასევე თავად ქონება. ამასთან ერთად უძრავი ქონების ხესაყრელ ფასად შეძენის შესაძლებლობა საგრძნობლად იზრდება, განსაკუთრებით თუ განვიხილავთ მსხვილ ქალაქებს, როგორიცაა თბილისი და ბათუმი, სადაც უძრავი ქონების ბაზარი აქტიურად ვითარდება. ბათუმში ბინების ყიდვა გაყიდვის და თბილისში ბინების ყიდვა გაყიდვის შესახებ აქტუალურ შემოთავაზებებს შეგიძლიათ გაეცნოთ Korter.ge -ზე.
8. უარი თქვით არასაჭირო ნივთებზე
თუ უძრავი ქონების შეძენისას გრძნობთ, რომ მფლობელი ან დეველოპერი ცდილობს გაიძულოთ დამატებითი სერვისების, პარკინგის ადგილის, ავეჯის ან აღჭურვილობის შეძენა, ამ დროს უნდა გახსოვდეთ, რომ გამყიდველები გადაჭარბებულად აფასებენ თავიანთი ქონების ღირებულებას.
9. აკონტროლეთ აუქციონები და გარიგებები
სპეციალიზებულ სავაჭრო პლატფორმებზე არის მრავალი განცხადება დაგირავებული ქონების აუქციონის შესახებ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა დაზოგოთ საცხოვრებლის ღირებულების 30%-ზე მეტი. თუმცა, იმისათვის, რომ გახდეთ პრეტენდენტი, თქვენ უნდა შეიტანოთ საგარანტიო დეპოზიტი (ანაზღაურებადი). ხშირია შემთხვევები, როდესაც გარიგების შემდეგ ახალ მფლობელებს წინა მფლობელების გამოსახლება უწევთ.
10. ივაჭრეთ
წარმატებული მოლაპარაკების ორი გზა არსებობს. პირველი არის უძრავი ქონების ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენა. გამყიდველები უფრო ლოიალურები გახდებიან თქვენი მიმართ, მაშინაც კი, თუ თქვენ მოგიწევთ თანხის ნაწილის სესხება ბანკიდან არსებული უძრავი ქონების ჩადებით. მეორე არის დიდი ოდენობის წინასწარი შენატანი, რომელიც აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ნოტარიუსთან.
უძრავი ქონების იპოთეკით შეძენისას აუცილებლად გაეცანიღ რამდენიმე ბანკიდან სესხის გაფორმების პირობებს და შეთავაზებებს. სავარაუდო გადახდების ცხრილებში ხედავთ, თუ რა ნაწილი მოდის ძირითადი თანხიდან და საბანკო პროცენტიდან. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეთ იპოთეკის ფარგლებში მოწოდებული გადახდების შედარებითი ანალიზი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც შესაძლებელია სესხის ვადაზე ადრე დაფარვა.
გახსოვდეთ, რომ ეკონომია არ არის მხოლოდ უძრავი ქონების დაბალი ღირებულება, არამედ მისი შემდგომი დაბალ დანახარჯიანი ექსპლუატაცია.
წარმატებებს გისურვებთ სწორი არჩევანის გაკეთებაში!