რას გვასწავლიან ცუდი უფროსები "მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საუკეთესო შეხედულებები ზოგჯერ ყველაზე ცუდი გამოცდილების საფუძველზე ყალიბდებდა.
სტატიაში ცუდი უფროსის 6 სხვადასხვა ტიპს შემოგთავაზებთ და ნახავთ, რას გვასწავლიან ისინი.
- ბრაზიანი უფროსი
"ის ყვიროდა და რაც ხელში მოხვდებოდა, თანამშრომლებს ესროდა. აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, იღებდა კომპანიის ელფოსტის ასლებს. შემდეგ ამ მეილებს თანამშრომლების გარეშე პასუხობდა. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რაც მომაყენა ის იყო, რომ დაწინაურებაზე უარი მითხრა. შემდეგ კი ნაკლებად კვალიფიციური კადრი აიყვანა და მისი მომზადება მთხოვა. ამან მასწავლა, რომ კომპანიას ერთიანი და თანამიმდევრული სახე უნდა ჰქონდეს, და ბულინგი არ მუშაობს", - დონა შენონი, Personal Touch Career Services-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
- მჩაგვრელი უფროსი
"მე მყავდა უფროსი, რომელიც ბოროტად იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას, რათა, რაც უნდოდა ის უფასოდ მიეღო. როცა მე და ჩემი თანამშრომლები ლანჩზე მივდიოდით, გვაიძულებდა, მისთვის ყავა ან ლანჩი გვეყიდა. ერთხელ, როცა მის ქვეყანაში ვიყავით, მთხოვა "როლექსი" შემეძინა, მაგრამ ფული არ გადაუხდია, ამიტომ საათი ჩემთვის დავიტოვე. ახლა მე ვცდილობ გავიგო ჩემი თანამშრომლების საჭიროებები და გავაცნობიერო, რომ მათ ჰყავთ ოჯახები, რომლებსაც ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ", - სემ კარტერი, Challenge Coins 4 U-ს დამფუძნებელი.
- უფროსი, რომელიც შეხვედრებს დასვენების დღებში გეგმავს
"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს". ერთხელ შობის ღამეს დაგვირეკა კონფერენციის ჩასატარებლად. დღეს ჩემს იურიდულ ფირმაში ვცდილობ, რომ თანამშრომლებს პირადი ცხოვრებისა და სამსახურის დაბალანსებაში დავეხმარო. ჯანმრთელი და ბედნიერი თანამშრომლები უფრო პროდუქტიულები არიან. გარდა ამისა, ვის სურს მუშაობა დასვენების დღეებში?", - მინ ჰუან ანი, Ahn & Sinowitz-ის დამფუძნებელი.
- უფროსი, რომელიც თავს გვარიდებდა
"ჩემი ძველი უფროსი ჩემს შეტყობინებებს დღეების განმავლობაში წაუკითხავად ტოვებდა. როცა რამეს ვეტყოდი, მპასუხობდა, რომ მოგვიანებით მომისმენდა, თუმცა შემდეგ ისევ თავს მარიდებდა. დღეს ჩემი ოფისი ახორციელებს ოპერატიულ ღონისძიებებს მასშტაბური კომპანიებისთვის. ორგანიზებას ვუწევ სატელეფონო ზარებს, ვიდეო ან პირად შეხვედრებს, თავს ვარიდებ რუტინულ ურთიერთობებს", - ოუენ ქუიკი, Blockchain Seo-ს მთავარი და აღმასრულებელი დირექტორი.
- "მე ყველაზე კარგად ვიცი" უფროსი
"საკონსულტაციო ფირმაში პირველი კვირის ბოლოს ჩემი უფროსი 45 წუთის განმავლობაში გვაკრიტიკებდა. რვა თვის განმავლობაში გავუძელი, შემდეგ ვისწავლე ავტონომიური გუნდის შექმნა, რომელიც თავად გადაჭრიდა კომპანიის პრობლემებს, მე კი თვალს მივადევნებდი. მათ საქმიანობაში არ ვერევი, თუ თავად არ მოითხოვენ", - ჯოშუა ბურჯესი, Gas Station Drugs-ის დამფუძნებელი.
- ილუზიების მქონე უფროსი
"ჩემმა ყველაზე საშინელმა უფროსმა თქვა, რომ არ არსებობდა "დაუხურავი" გაყიდვები. ამან სტრესი გამოიწვია. გაყიდვების რიცხვის კლებაში ჩემს თავს ვადანაშაულებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ გაყიდვები რიცხვების თამაშია და მნიშვნელოვანია აგენტის ზარებს მოუსმინო. ახლა ჩემს თანამშრომლებში დაბალანსებული აზროვნების დანერგვას ვცდილობ", - ტიმ კონონი, Paramount Quote-ს დამფუძნებელი.