Cyber Monday Sale! 50% Off All Access

შეგიძლიათ ყოველგვარი გამოცდილების გარეშე წარმატებით მართოთ ბიზნესი? ბიზნესში გამოცდილების შესაძენად ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალი გზა არსებობს, ასევე უფრო მეტი გამოცდილების მიღებისაც, თუ გრძნობთ, რომ ის საკმარისი არ არის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერების ნაწილი, რომლებიც მილიარდობით დოლარიან კორპორაციებს მართავენ, თავიანთ წარმატებას გამოცდილებას უნდა უმადლოდეს. ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც. საქმე ისაა, რომ "წარმატებული" ანტრეპრენერების უმრავლესობას ერთხელ მაინც უწვნევია მარცხი წინა ბიზნეს წამოწყებებში.

ეს სულაც არ არის გასაკვირი. როდესაც ბიზნესს მართავთ, უამრავ ახალ იდეას მოისმენთ, უნარებსაც შეიძენთ და რესურსებსაც აღმოაჩენთ. დროთა განმავლობაში, იმასაც შეისწავლით თუ როგორ უნდა მართოთ უკეთ ადამიანები. მიხვდებით, თუ როგორ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახალ ადამიანებსა და ცოდნის წყაროებს გაეცნობით, იქ გამოსაყენებლად, სადაც საჭიროა. შეცდომებსაც დაუშვებთ, და რადგან გამოცდილებას შეიძენთ, მათ აღარასდროს გაიმეორებთ.

თუ საკმარისი გამოცდილება გექნებათ, ერთი ჩვეულებრივი იდეის განხორციელებასაც შეძლებთ და წარმატებულ კომპანიასაც შექმნით.

მაგრამ რა იქნება, თუ არანაირი გამოცდილება არ გაქვთ? შეძლებთ თუ არა ბიზნესის წარმატებით მართვას?

მოკლე პასუხი

მოკლე პასუხით დავიწყოთ: დიახ, შეძლებთ.

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ორი გზა უნდა განიხილოთ. პირველი, შესაძლებელია თუ არა პირველივე ბიზნეს წამოწყებაში წარმატების მიღწევა, თუ აქამდე ბიზნესი არასოდეს გიმართავთ? ამის ნათლად დასამტკიცებლად უამრავი ისტორია გვაქვს. მაგალითად, მარკ ზაკერბერგს საერთოდ არ ჰქონდა ანტრეპრენერული ან ბიზნესის მართვის გამოცდილება, როდესაც Facebook დააარსა, რომელიც ახლა $788 მილიარდიანი კომპანიაა (თუმცა მას პროგრამირების სფეროში ჰქონდა დიდი გამოცდილება). ჰიპოთეტურად სრულიად ადვილი შესაძლებელია გამოუცდელმა ანტრეპრენერმა იგივე გზის გავლა შეძლოს.

მეორე საკითხია, თუ რას მიიჩნევთ თქვენ წარმატებად? ამ შეკითხვის არსი შესაძლოა თქვენი პასუხის მიხედვით შეიცვალოს. თუ თქვენი მიზანი ტრილიონ დოლარიანი ტექნოლოგიური გიგანტის ნულიდან აშენებაა, და თან მცირე გამოცდილება გაქვთ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს "წარმატების" მიღწევის შანსებს. რადგან ამ სფეროში არც სათანადოდ იქნებით გარკვეული და შესაბამისად, ვერც ბიზნესის შექმნას შეძლებთ არაფრიდან და ვერც მის განვითარებას. მაგრამ, თუ თქვენი აზრით "წარმატება" მხოლოდ ბიზნესის შენარჩუნებას ნიშნავს, ფულადი ნაკადების დადებითი სალდოთი და სწავლის უამრავ შესაძლებლობით, ამ შემთხვევაში გამოცდილების ნაკლებობას შეიძლება დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდეს.

გაფრთხილება

რა თქმა უნდა, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა. პირველი: ადამიანებს გამოცდილება სხვადასხვა გზით უგროვდებათ, და გამოცდილების "ნამდვილი" ნაკლებობა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს თქვენი ანტრეპრენერული წარმატების შანსებისთვის. მაგალითად, შეიძლება სტარტაპის შექმნისა და მისი მართვის გამოცდილება არასდროს გქონიათ, მაგრამ პირადი ბიუჯეტის მართვის გამოცდილება ხომ ნამდვილად გაქვთ? ადამიანთა გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება ხომ გაქვთ? ემოციების წაკითხვისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება ხომ გაქვთ?

ბიზნესის სამართავად პრაქტიკულად აუცილებელია გარკვეული გამოცდილება, თუნდაც ეს წინა ანტრეპრენერული საქმიანობებიდან მიღებული გამოცდილება არ იყოს.

მეორე, თუნდაც გამოცდილება საერთოდ არ გქონდეთ, თქვენს ბიზნესის სტრატეგიაში ეს გარკვეულწილად უნდა გაითვალისწინოთ. თუ არ იცით რას აკეთებთ, ვერ ჩათვლით, რომ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. რადგან გამოცდილება არ გაქვთ, გონივრულად უნდა სცადოთ ამის კომპენსირება, რომ თქვენს ბიზნესს წარმატების მიღწევის დიდი შანსი მისცეთ.

გამოცდილების ნაკლებობკომპენსირება

საბედნიეროდ, რამდენიმე სტრატეგია არსებობს, რომელიც დაგეხმარებათ თუ ანტრეპრენერულ საქმიანობაში ნაკლები გამოცდილება გაქვთ.

  • პარტნიორი მოძებნეთ. თუ ბიზნესის წარმოების დიდი გამოცდილება არ გაქვთ, ისეთი პარტნიორი მოძებნეთ, ვისაც აქვს. ცხადია, პარტნიორთან ერთად ბიზნესის დაწყებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მაგრამ თუ თქვენს პარტნიორს ანტრეპრენერობის სფეროში თქვენზე მეტი გამოცდილება აქვს, ეს შეიძლება თქვენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს.
  • კონსულტანტები დაიქირავეთ. კონსულტანტების მოწვევაზე იფიქრეთ იმ სფეროებში, რომელშიც მცირე გამოცდილება გაქვთ. ან იმ რთული პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ აგვარებთ. მაგალითად, შეგიძლიათ ზოგადი პროფილის ბიზნეს კონსულტანტი დაიქირავოთ, რომელიც ბიზნესის მომავლის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. ან სპეციალისტებთან ერთად იმუშავეთ იმ სფეროებში, რომელსაც არ იცნობთ, როგორიცაა მარკეტინგი, ფინანსები ან გაყიდვები.
  • აუთსორსინგი. ასევე შეგიძლიათ სხვა კომპანიებს ან დამოუკიდებელ კონტრაქტორებს ანდოთ სტრატეგიული დაგეგმარებისა და ოპერაციული სამუშაოების შესრულება. ასე თქვენი ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დელეგირება შეგიძლიათ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც უფრო ღრმა ცოდნა აქვთ.
  • ექსპერტები დაქირავე. ისეთი გუნდი შექმენით, რომელშიც ბევრი ექსპერტები იქნებიან. აუცილებელი არ არის ყველაფერში გამოცდილი სპეციალისტი იყოთ, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღება შეძლოთ. ხშირად, უბრალოდ ინფორმაცია და რჩევა დაგჭირდებათ გამოცდილი სპეციალისტებისგან, და ამასობაში მათგან ისწავლით კიდეც.
  • მენტორებთან და მრჩევლებთან იმუშავეთ. თუ შესაძლებელია, მენტორები და მრჩევლები მოძებნეთ, რომლებსაც ენდობით და პატივს სცემთ. ბევრი შეკითხვა დაუსვით მათ და რჩევებს მოუსმინეთ. ისინი დამატებით იდეებს მოგაწვდიან, რაც გამოცდილების ნაკლებობის კომპენსირებაში დაგეხმარებათ.
  • იყავით მოქნილი. ყველაზე მთავარია, გააცნობიეროთ, რომ შეზღუდული გამოცდილება გაქვთ და შეცდომებსაც დაუშვებთ. თუ მოქნილი იქნებით და სწრაფი ადაპტაციის სურვილი გექნებათ, ამ შეცდომების კომპენსირებასაც შეძლებთ და წინსვლისაც გააგრძელებთ.
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს