Sponsored Content

ცუდი რჩევა, რომლის უგულებელყოფამ კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიზ დი ამერიკული ტკბილეულის კომპანია Smarties-ის თანაპრეზიდენტია, რომელმაც თავის დასთან, ჯესიკა დი სოიერსა და ბიძაშვილთან, სარა დისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ოჯახურ ბიზნესში ჩართულიყო. ბიზნესი მისმა ბაბუამ, ედვარდ დიმ, ბლუმფილდში, ნიუ-ჯერსიში 1949 წელს დააარსა.

დი Smarties-ის ვებსაიტის შექმნაზე ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში მუშაობდა. ასევე მართავდა სოციალური მედიის ანგარიშებს კოლეჯში სწავლისას. ამჟამინდელი ლიდერის თანამდებობა მან 2008 წელს დაიკავა.

Smarties-ი, რომელმაც ახლახან 75 წლის იუბილე იზეიმა, ნიუ-ჯერსიში დაარსდა, სადაც ედვარდ დი ოჯახთან ერთად ინგლისიდან ემიგრაციაში წავიდა. იმავე წელს მან კომპანია დააარსა. შექმნის დღიდან და დის თანაპრეზიდენტად მუშაობის პერიოდშიც, კომპანიის მარკეტინგული ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ჰელოუინი ახლოვდება და Smarties-ი წლიური გაყიდვების 25%-ზე მეტს გამოიმუშავებს. წელს კომპანიამ ყველაზე დიდი მოთხოვნა დაინახა, რაც კი ოდესმე ყოფილა. პროდუქტის შეკვეთა ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო.

Smarties-ი აქტიურ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის ჰელოუინისთვისაც. იგი ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროდუქტების მიმართ ალერგია ან მაღალი მგრძნობელობა აქვთ, საშუალებას აძლევს, ტკბილეული გაცვალონ.

"საჭირო არ არის, რომ თქვენი ტკბილეული უკან, კომპანიაში გამოგზავნოთ. უბრალოდ, ფოტო ატვირთეთ, მოვალთ და Smarties-ის ჩვენ თავად გავუგზავნით. ეს ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენ ალერგენებისგან თავისუფლები ვართ და იმ ადამიანებს გვერდით დავუდგებით, ვინც ბევრი ტკბილეულის მიღებას აპირებს, მაგრამ თავს გარიყულად იგრძნობს".

დი ბაბუისგან მიღებულ რჩევებს იხსენებს და ამბობს, რომ ისინი ძალიან დაეხმარა. ედვარდი ფიქრობდა, რომ "არცერთი სამუშაო არ არის ზედმეტად პატარა" და როგორც თომას ედისონი ამბობდა, "ზოგჯერ კარგ შესაძლებლობაზე ბევრი ადამიანი ამბობს უარს, რადგან იგი სამუშაო რუტინის სახით გვევლინება".

"თქვენ ადამიანებს თქვენთან ერთად ზრდით. ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენს თანამშრომლებს მხარი დაუჭიროთ, გაზრდასა და განვითარებაში დაეხმაროთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებაა, რომ მე დღეს აქ ვარ. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერდით და საერთო მიზნისთვის ვმუშაობდით. ჩვენ არ ვაპირებთ დავმალოთ საკუთარი იდენტობა", - ამბობს ლიზი.

ლიზი იხსენებს, რომ როცა კომპანიის ლიდერი გახდა, ერთი არასასიამოვნო რჩევა მიიღო, რომელიც არ გაითვალისწინა. მას შესთავაზეს, დაემალა, რომ კომპანიის ლიდერი ქალი გახდა.

"არ ვაპირებთ საკუთარი იდენტობა დავმალოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომ საკუთარ ისტორიებს მოვყვეთ და არც გვრცხვენოდეს და არც გვეშინოდეს იმისა, თუ ვინ ვართ. ჩვენს ბიზნესს ქალები მართავენ. და ჩვენ ტრიუმვირატი გვაქვს, რაც ჩვეულებრივ, უჩვეულოა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოქმედებს".

ლიზი ამბობს, რომ ხალხს Smarties-ი ძალიან უყვარს.

"ამას მათთვის სიხარული მოაქვს და ისინი ამ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ. მინდა, რომ ეს გაგრძელდეს. ვიცი, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, რისთვისაც საჭიროა ჩვენი ოჯახის საქმე ღირსეულად გავაგრძელოთ და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არიან ადამიანები, ვისაც მაღალი ხარისხსის პროდუქტს ვთავაზობთ, რაც მათ იციან და სიყვარულით გვპასუხობენ".