გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, როგორც ანტრეპრენერმა? აღმოაჩინეთ, რას ნიშნავს გრძელვადიანი კავშირების დამყარება ანტრეპრენერებს შორის ურთიერთობები ბიზნესის ზრდას უწყობს ხელს და ამიტომ, სწორედ ეს არის კონტაქტების დამყარების საფუძველი. როგორც ანტრეპრენერმა, ამ რჩევების გათვალისწინებით შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ ურთიერთობების დამყარების სარგებელი
By Murali Nethi
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქსელური ურთიერთობები წარმატებული ბიზნესის შექმნის განუყოფელი ნაწილია. საუბარია მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაზე ადამიანებთან, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს − ახალი კლიენტების პოვნა, პროექტებზე თანამშრომლობა თუ სხვა ანტრეპრენერებისგან ფასეული რჩევებისა და იდეების მიღება.
ქსელური ურთიერთობების დამყარება, თავისი არსით, უამრავ შესაძლებლობას უქმნის ანტრეპრენერებს, რომლებიც თავიანთი ბიზნესის განვითარებას ცდილობენ. მაგრამ როგორ უნდა გახადოთ ეს კავშირები გულწრფელი და სტაბილური? ქვემოთ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ, რომლებიც როგორც ანტრეპრენერს, ქსელის შესაძლებლობების გამოყენებაში დაგეხმარებათ.
1. ქსელის შექმნისას მიზანმიმართული იყავით
ქსელურ ურთიერთობებს მრავალი ფორმის მიღება შეუძლია − ინდუსტრიის ღონისძიებებზე დასწრებით დაწყებული და ონლაინ საზოგადოებებში გაწევრიანებით დამთავრებული. მთავარია მიზანმიმართული იყოთ და ამ შესაძლებლობებს გონივრულად მიუდგეთ. რაიმე სახის კავშირის დამყარების იმედით, უბრალოდ გამოჩენის ნაცვლად, იმაზე იფიქრეთ, რის მიღწევა გსურთ თქვენი ქსელური ურთიერთობებით. პოტენციურ კლიენტებთან გსურთ შეხვედრა? მენტორებს ან მრჩევლებს ეძებთ? სხვა ანტრეპრენერებთან გსურთ პროექტზე თანამშრომლობა?
როდესაც მიზნებს დაადგენთ, შეგიძლიათ იმ ადამიანებთან შეუდგეთ კავშირების დამყარებას, რომლებიც, სავარაუდოდ, მათ მიღწევაში დაგეხმარებიან. ეს მიდგომა დროსა და ენერგიასაც დაგიზოგავთ და გარანტიაც გექნებათ, რომ ეს კავშირები აქტუალური და მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ბიზნესისთვის.
კავშირების დამყარება სხვების მიმართ გულწრფელი ინტერესის გამოვლენას ნიშნავს, მათი ისტორიებისა და მოსაზრებების აქტიურად მოსმენას და იმასაც, რომ საკუთარი გამოცდილებისა და პრობლემების მიმართაც ღია და გულწრფელი იყოთ. გულწრფელობა ნდობას განაპირობებს და ნდობა კი ძლიერი, ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველია.
2. მიჰყევით ადამიანებს და კონტაქტი არ დაკარგოთ მათთან
ურთიერთობების დამყარება დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ქსელის შექმნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ამ კავშირების შესანარჩუნებლად ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ, იმ ადამიანებს უნდა მიჰყვეთ, რომლებსაც ხვდებით და კონტაქტი არ დაკარგოთ მათთან.
3. ავთენტური და გულწრფელი იყავით
ქსელური ურთიერთობები ზოგჯერ შესაძლოა ტრანზაქციის პროცესივით იყოს, როდესაც ადამიანებს მხოლოდ ის აინტერესებთ, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ მათთვის. თუმცა, სერიოზული ურთიერთობების დამყარება ავთენტურობისა და გულწრფელობის უფრო ღრმა დონეს მოითხოვს. ნუ მიუდგებით ქსელურ ურთიერთობას დამოკიდებულებით "ჩემთვის რა იქნება". ამის ნაცვლად, რეალური კავშირების დამყარებაზე გაამახვილეთ ყურადღება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ხვდებით.
ამან შესაძლოა მრავალი ფორმა მიიღოს − შეხვედრის შემდეგ ელ.წერილის გაგზავნით და მადლობის თქმით დაწყებული, და თქვენი კონტაქტების რეგულარულად მოკითხვით დამთავრებული. სოციალური მედია შეიძლება ღირებული ინსტრუმენტი იყოს ურთიერთობების შესანარჩუნებლად − მათი პოსტების მოწონება და კომენტარის გაკეთება იქნება ეს, თუ პირდაპირი შეტყობინებების გაგზავნა. ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობისას, მთავარია თანმიმდევრული და გულწრფელი იყოთ.
4. ღირებულების დამატების გზები მოიძიეთ
ქსელური ურთიერთობები არ არის მხოლოდ სხვებისგან რაიმეს მიღება − თვითონაც უნდა შეგეძლოთ გაცემა. იმ ადამიანების ღირებულების გაზრდის გზები მოძებნეთ, რომლებსაც ხვდებით − იქნებ თქვენს ქსელში წარუდგინოთ ისინი ვინმეს, ღირებული რესურსები ან შეხედულებები გააზიაროთ, ან კონკრეტული პრობლემების დროს დახმარება შესთავაზოთ.
თუ დიდსულოვანი იქნებით და სხვებს დაეხმარებით, სტაბილურ ურთიერთობებს დაამყარებთ ადამიანებთან, რომლებსაც ხვდებით, ფასეული რესურსი გახდებით და თქვენს ინდუსტრიაში ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებთ.
5. თქვენი ქსელის შექმნისას ინიციატივა გამოიჩინეთ
ურთიერთობების დამყარება ძალისხმევასა და მიზანმიმართულობას მოითხოვს. ნუ დაელოდებით, რომ შესაძლებლობები თავისთავად გამოჩნდება. ამის ნაცვლად, ინიციატივა გამოიჩინეთ, ახალი კავშირები ეძებეთ და თქვენი ქსელი შექმენით. ეს შეიძლება ინდუსტრიის ღონისძიებებზე დასწრებას ნიშნავდეს, ონლაინსაზოგადოებებში გაწევრიანებას ან ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებითაც აღფრთოვანებული ხართ და რომლებსაც პატივს სცემთ.
თქვენი ქსელის შექმნისას, რაც უფრო დიდ აქტიურობას გამოიჩენთ, მით მეტი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, საჭირო ადამიანებს დაუკავშირდეთ და ხანგრძლივი ურთიერთობები დაამყაროთ, რაც თქვენი ბიზნესმიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
6. რაოდენობაზე მეტად ხარისხზე გაამახვილეთ ყურადღება
როდესაც ქსელურ ურთიერთობებზეა საუბარი, ადვილად შეიძლება ციფრებით თამაშმა გაგიტაცოთ – რამდენი სავიზიტო ბარათის შეგროვებას შეძლებთ, რამდენი LinkedIn-კავშირის დამყარებას და ა.შ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია, როდესაც სტაბილური ურთიერთობების დამყარებაზე მიდგება საქმე.
რაც შეიძლება მეტ ადამიანთან შეხვედრის ნაცვლად, ღრმა, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაზე გაამახვილეთ ყურადღება ადამიანთა უფრო მცირე ჯგუფთან, რომლებიც თქვენს მიზნებსა და ღირებულებებს ეთანხმებიან. ეს კავშირები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ფასეული და გავლენიანი იქნება, ვიდრე ზედაპირული ურთიერთობების დიდი ქსელი.
7. მომთმენი იყავით
ძლიერი, მყარი ურთიერთობების დამყარება დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. არ იფიქროთ, რომ მნიშვნელოვან კავშირებს ერთ ღამეში დაამყარებთ. ამის ნაცვლად, მოთმინება გამოიჩინეთ და თქვენი ქსელის შექმნა დაჟინებით სცადეთ. არ დაივიწყოთ, რომ ურთიერთობების განვითარება დროს მოითხოვს და შესაძლოა, მნიშვნელოვანი კავშირის დამყარებას რამდენიმე კონტაქტი ან შეხვედრა დასჭირდეს.
თუნდაც მაშინვე ვერ დაინახოთ შედეგი, მოთმინება გამოიჩინეთ და ერთგულად გააგრძელეთ გზა. თქვენი ძალისხმევა გარკვეული დროის შემდეგ გამოიღებს ნაყოფს, კავშირების ძლიერი ქსელის სახით, რომელიც სერიოზულად დაგიჭერთ მხარს და თქვენს ბიზნესს შესაძლებლობებს შეუქმნის.
8. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა გამოიყენეთ
დაბოლოს, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ბიზნესურთიერთობები მხოლოდ თქვენნაირი ადამიანების შეხვედრას არ ნიშნავს. სინამდვილეში, ზოგიერთი ყველაზე ღირებული კავშირები სხვადასხვა წარმოშობის, პერსპექტივისა და გამოცდილების მქონე ადამიანებთან უნდა დაამყაროთ.
ქსელური კავშირების ძიებებში მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის გამოყენება თვალსაწიერის გაფართოებაში დაგეხმარებათ, ბევრ ახალს აღმოაჩენთ და სხვადასხვა ბაზარსა და ინდუსტრიაში ფასდაუდებელ ცოდნას შეიძენთ. უფრო ინკლუზიური და მრავალფეროვანი ქსელის შექმნას მოახერხებთ, რაც შესაძლებლობებთან და თქვენი ბიზნესის გრძელვადიან მხარდაჭერასთან მიდის.
თუ პოზიტიური დამოკიდებულება და სწავლის სურვილი გექნებათ, სათანადო კავშირებს აუცილებლად დაამყარებთ და თქვენს ოცნებებსაც განახორციელებთ.
ანტრეპრენერობა საინტერესო მოგზაურობაა, ქსელური ურთიერთობები კი შესაძლოა საიდუმლო იარაღი გახდეს თქვენი ბიზნესმიზნების მისაღწევად. ის ჯადოსნური ჯოხს მიაგავს, რომელიც სტაბილური კავშირების დამყარებაში გეხმარებათ. თქვენს ქსელურ წამოწყებებში ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!