2023 წლის იანვრიდან თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2023 წლის იანვრიდან თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი
თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი.
მგაზვრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
ქალაქის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია თელავის თიბისის ფილიალებში.
სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია მხოლოდ ბარათის წამკითხველი თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.
მგზავრობის საფასური თელავში 1 ლარი იქნება. შეღავათები გავრცელდება თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებზე და თელავის საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე: მგზავრობის ღირებულება იქნება 50 თეთრი. იმისათვის რომ მოსწავლემ/სტუდენტმა შეძლოს შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა საჭიროა იქონიოს თიბისი ბანკის სტუდენტის ან მოსწავლის ბარათი. შეღავათის გავრცელება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
ცლილება ტრანსპორტში საფასურის ბარათით გადახადაზე თელავში 16 იანვრიდან ამოქმედდა.
პერსონალური ბარათები
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები (განახევრებული ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ.
იმგზავრე ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
იმგზავრე ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე - https://link.tbc.ge/3GKKH8Y