27-28 მაისს, ქ. ბათუმში საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული შეჯიბრი გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტარტაპების მსოფლიო თასი (Startup World Cup) მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$-ს შეადგენს. ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტი რეგიონალური შეჯიბრი იმართება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. Მათ შორის საქართველოში, 27 მაისის საღამოს, ბათუმში ჩატარდება ეროვნული შეჯიბრი რჩეულ ქართულ სტარტაპებს შორის, ხოლო გამარჯვებული ფინალურ ღონისძიებაზე გაემართება სან ფრანცისკოში და ბრძოლას გააგრძელებს მთავარი პრიზისთვის.
საქართველოს სტარტაპ სამიტი სილიკონ ველის წამყვან ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებსა და საერთაშორისო ტექ-ლიდერებს უმასპინძლებს. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება გაიზიაროს მათი გამოცდილება და მიიღოს უნიკალური ნეთვორქინგის შესაძლებლობა. აუდიტორია მოისმენს პრეზენტაციებს ხელოვნურ ინტელექტზე, ინვესტიციებსა და სტარტაპების განვითარებაზე ისეთი სპიკერებისგან, როგორებიც არიან Ron Weissman – Angel Capital Association-დან; Zach Coelius - კოალიუს კაპიტალის დამფუძნებელი და ლინქდინის Top Voice; Bill Reichert - Pegasus Tech Ventures-დან; Diana Koziarska აქსელერატორ ReaktorX-ის თანადამფუძნებელი; Luke Kowalski - ორაკლის კორპორაციული ლიდერი და UC ბერკლის ბლოკჩეინ ლაბორატორიის დირექტორი და ა.შ.
ღონისძიების მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. ორ დღიანი სამიტის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტებს შეუერთდებიან რჩეული ქართული სტარტაპები და ანგელოზი ინვესტორები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ დაამყარონ საჭირო და მნიშვნელოვანი კავშირები.
Საქართველოს შეჯიბრი ხორციელდება Startup Connect-ის ორგანიზებით, ხოლო ღონისძიების პარტნიორები არიან სტარტაპერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ბათუმის მერია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)" ფარგლებში .
საკონტაქტო პირები:
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
- მარიამ ლაცაბიძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფროთხოების პროგრამის კომუნიკაციების სპეციალისტი - +995 571474074, Mariam_latsabidze@dai.com
- რუსუდან ჟოჟაძე, ბათუმის მერია, +995 577 080992, rzhozhadze@gmail.com
- სალომე ნაფეტვარიძე, GITA, +995 598 904900, snapetvaridze@gita.gov.ge
- ნია ბასარია, Startup Connect, +995 599 339343, niabasaria22@gmail.com