Join our Waitlist for Expert Advice!

4-6 მაისს Women in Wine Expo 2022 საქართველოში მეღვინე ქალებს უმასპინძლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Women in Wine Expo პირველი გლობალური ინიციატივაა ევროპაში, რომელიც მსოფლიო რუკაზე 2019 წელს გამოჩნდა და აერთიანებს პროფესიონალ მეღვინე ქალებს აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებიდან.

Women in Wine Expo 2022 (WIWE) პროფესიონალ მეღვინე ქალებს 4-6 მაისს Lopota Lake Resort & Spa-ში უმასპინძლებს. ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელი ქალები ღონისძიების ფარგლებში, დარგის განვითარების მიზნით კახეთში, მეღვინეობის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღვინის მწარმოებელ რეგიონში შეიკრიბებიან. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: სომხეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, პორტუგალია, გერმანია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, ბულგარეთი, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები და სხვა.

ღონისძიების ორგანიზატორისა და Women in Wine Expo-ს დამფუძნებლის − სენაი ოზდემირის განცხადებით, დღესდღეობით, მსოფლიო მასშტაბით, სულ უფრო მეტი ქალია ჩართული მეღვინეობის სფეროში. მიუხედავად ამისა, წამყვან მეღვინეებად, სომელიეებად და ხელმძღვანელებად მამაკაცები უფრო მეტად არიან წარმოდგენილნი. შესაბამისად, ინდუსტრიაში ქალთა როლის გასაძლიერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც ქალებს ბიზნესკონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება შეეძლებათ. სწორედ ამიტომ, Women in Wine Expo 2022-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კვლევები და სტატისტიკა ღვინის სფეროში არსებულ გენდერულ დისბალანსთან დაკავშირებით და რეალური ისტორიებისა და გამოცდილების გასაზიარებლად სცენა დაეთმობათ მეღვინე ქალებს სხვადასხვა რეგიონიდან.

"როდესაც ღვინის ბიზნესი წამოვიწყე, როგორც Benelux-ში ღვინის იმპორტიორმა, უამრავ ქალს შევხვდი მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის: თურქეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ავსტრია, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული სურვილი ამოძრავებდა, რომ ერთმანეთის შესახებ შეეტყოთ არა მხოლოდ ბიზნესის მართვის კუთხით, არამედ თუ რას ნიშნავს, იყო პროფესიონალი მეღვინე ქალი ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც წარმატების მიღწევა უდიდეს გამოწვევებთან არის დაკავშირებული და როგორაა შესაძლებელი, წავახალისოთ ერთმანეთი უფრო გლობალური მიზნებისთვის? სწორედ აქედან დაიბადა იდეა, ჩამოგვეყალიბებინა ღვინის გამოფენის კონცეფცია − პლატფორმა, სადაც ქალებს გაერთიანება და იდეების გაზიარება შეეძლებათ. პროექტი მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნისთვის შევქმენი − მოგვესმინა მეღვინე ქალების ისტორიები ყველაზე ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონებიდან, განსაკუთრებით უძველესი ადგილებიდან, სადაც ღვინის აკვანია", − აღნიშნავს სენაი ოზდემირი.

2022 წლის Women in Wine Expo-ს მთავარი თემა ღვინის ინდუსტრიაში ქალთა სამეწარმეო საქმიანობა იქნება. სცენა დაეთმობათ ახალგაზრდა ლიდერ ქალებს საქართველოდან, სომხეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან, რომლებიც ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა დარგში არსებული ტრენდები, მომხმარებელთა გამოცდილება, ბიზნესის განვითარება და სხვა. GIZ Georgia-სთან ერთად Women in Wine Expo პრაქტიკულ ვორქშოფსაც უმასპინძლებს. ამასთან, ჩატარდება პანელური დისკუსია ადგილობრივი და რეგიონული ბიზნესისთვის ღვინის ტურიზმთან დაკავშირებული შესაძლებლობების შესახებ. მაგრამ ღონისძიება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება − Women in Wine Expo-ს სურს შექმნას ისეთი უსაფრთხო გარემო, სადაც თავისუფლად შევძლებთ საუბარს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი ღვინის სექტორში. აქედან გამომდინარე, შეხვედრებზე განხილული იქნება დედობა და სხვა სოციალური კომპონენტები, რომლის გაუმჯობესება გვჭირდება იმისათვის, რომ ქალთა ჩართულობა ბიზნესში მაქსიმალურად გაიზარდოს. გარდა ამისა, მეღვინეთა და მევენახეთა წამყვანი ჟურნალის, Wine Business Monthly-ის მთავარი რედაქტორი და სპეციალურად მოწვეული სპიკერი ერინ კირშენმანი, ისაუბრებს თემაზე − "ვაჭრობა და კავშირი კრიზისისა და პანდემიის დროს".

Women in Wine Expo 2022 Covid-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს