5 მიზეზი, რის გამოც iPhone 14 iPhone 13-ზე უკეთესია შეადარეთ ახალი მოდელი თავის წინამორბედს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მნიშვნელოვანი განახლებები და დამატებითი ფუნქციები - რა თვისებებით გამოირჩევა და რა უპირატესობები აქვს Apple-ის ახალი თაობის სმარტფონს - iPhone 14-ს წინამორბედ მოდელთან შედარებით. ამ სტატიაში ჩვენ შევადარებთ iPhone 14-ის მახასიათებლებს iPhone 13-ს და ვისაუბრებთ მოდელებს შორის არსებულ ხუთ მნიშვნელოვან განსხვავებაზე.
Apple-ის ახალი ხაზის სმარტფონის საბაზისო ვერსიამ, iPhone 13-ის ცნობილი დიზაინი მიიღო: დახვეწილი ვიზუალი წაკვეთილი კიდეებით და კამერების დიაგონალური განლაგებით. ძირითადი ცვლილებები შეეხო iPhone 14-ის ტექნიკურ უზრუნველყოფას: კამერა, ბატარეა, პროცესორი და მფლობელის უსაფრთხოება.
1. კამერა. კამერის სისტემა Apple-ის სმარტფონების მთავარ განსაკუთრებულ და სენსაციურ შტრიხად რჩება. iPhone 13-სა და iPhone 14-ს აქვთ იდენტური ძირითადი, ფართო კუთხის და ფრონტალური 12 მეგაპიქსელიანი კამერები. თუმცა, წელს კომპანიამ გადაწყვიტა უფრო კომფორტული გაეხადა გადაღება დაბალი განათების პირობებში. ახალ მოდელს აქვს უფრო დიდი f/1.5 დიაფრაგმა და Photonic Engine ტექნოლოგია, რომელიც ერთ გამოსახულებაში აერთიანებს საუკეთესო ხარისხის პიქსელებს. ამ ფუნქციების წყალობით, ბნელ ოთახში ან საღამოს, ქუჩაში გადაღებული ფოტოები გამოდის უფრო დეტალური და ხარისხიანი ღამის რეჟიმის გამოყენების გარეშეც.
TrueDepth ფუნქციის მქონე წინა კამერის არსენალი ავტოფოკუსით შეივსო. სისტემა დამოუკიდებლად ახდენს კადრში მყოფი სახეების ამოცნობას და უფრო დეტალურად აფიქსირებს მათ ვიზუალს.
2. ვიდეო გადაღება. მათთვის, ვისაც უყვარს მობილური ვიდეო და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება, Apple-ს კარგი სიახლე აქვს. iPhone 14-მა განაახლა უკვე კარგად ცნობილი კინემატოგრაფიული ეფექტის რეჟიმი, გაზარდა მაქსიმალური გარჩევადობა 4K Dolby Vision-მდე 30 კადრი წამში და დაამატა მოქმედების რეჟიმი გაზრდილი სტაბილიზაციით დინამიური კადრების გადაღებისთვის. ორივე ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ვიდეო კინოტექნიკის სტილში პროფესიონალი ოპერატორის უნარების გარეშე.
3. ბატარეა. iPhone 14-ის ლითიუმ-იონური ბატარეა უფრო ტევადი გახდა. ახალ მოდელს შეუძლია ფილმების გაშვება 16 საათამდე დროით და მუსიკის უწყვეტად დაკვრა სამი დღის განმავლობაში. ბატარეის ხანგრძლივი მუშაობის რეჟიმი, საშუალებას მოგცემთ იაროთ გრძელ მოგზაურობებში ისე, რომ არ ინერვიულოთ ბატარეის დონეზე სმარტფონის აქტიურად გამოყენების შემთხვევაშიც.
4. პროცესორი. iPhone 14 აღჭურვილია ძლიერი, A15 Bionic ჩიპით, ექვს ბირთვიანი პროცესორით. სმარტფონის ახალი მოდელი მუშაობს სტაბილურად და არ ხურდება ყველაზე მძიმე თამაშებისა და აპლიკაციების შემთხვევაშიც კი.
5. კომუნიკაცია. Apple-ის ახალ ხაზში მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ ფიზიკური SIM ან ვირტუალური eSim ვერსია, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს გადაერთოს რამდენიმე ნომერსა და მობილურ ოპერატორს შორის ერთ წუთში. eSim ფუნქცია გამოადგებათ საქმიან ადამიანებს, მენეჯერებს, რომლებიც ხშირად არიან მივლინებებში და მოგზაურებს.
განახლებული ფუნქციონირება iPhone 14-ს საიმედო კომპანიონად აქცევს შვებულებაში, მივლინებაში და სამსახურში. სმარტფონის კორპუსი დამზადებულია საავიაციო ალუმინისგან, რაც უზრუნველყოფს გამოყენების სიმარტივეს და გამძლეობას. ახალი მოდელი წარმოდგენილია ხუთ ფერში: Blue, Purple, Midnight, Starlight и (PRODUCT)RED.
iPhone 14-ის შეძენა შეგიძლიათ Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან:
iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus, iStore, iTechnics, Kontakt Home, Silknet.
მხოლოდ 25 ნოემბრამდე, iPhone 14-ისა და iPhone 14 Plus-ის შეძენა შესაძლებელია Trade-in-ით 50%-მდე სარგებელით 1,669 ₾*-დან.
*Trade-in-ის სარგებელი და ღირებულება მითითებულია iPhone 14, 128 Gb-სთვის, iPhone 13, 128 Gb-ში (დაზიანებისა და დეფექტების გარეშე) 1,670 ₾ ღირებულების გაცვლით და დარჩენილი თანხის 1,669 ₾-ის ერთჯერადი გადახდის გათვალისწინებით.
აქცია ხელმისაწვდომია ოფიციალური რესელერი მაღაზიების ქსელებში: iSpace, Alta, Elit Electronics, iStore.