Sponsored Content

8 საინტერესო ფაქტი, რომლებიც The Glenlivet-ის შესახებ უნდა იცოდეთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Glenlivet

ფილმები, როგორებიცაა The Mummy, Grosse Pointe Blank და Birdcage, ალბათ, ბევრჯერ გინახავთ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ის მომენტი, The Mummy-ში, კოცონის გარშემო, კრისი და ივი გემრიელად რომ სვამენ ბოთლიდან სასმელს და მხიარულად საუბრობენ. ეს სასმელი სწორედ The Glenlivet-ია და მეტიც, მწარმოებელი ბრენდი სპეციალურად მუშაობდა იმისთვის, რომ ფილმისთვის ბოთლის ისტორიული ასლი დაემზადებინათ.

The Glenlivet შოტლანდიაში, ლივეტის ხეობაში წარმოებული პირველი ერთალაოიანი ვისკია, რომლის ფესვებიც მე-19 საუკუნიდან მოდის. მისი ისტორიის შესახებ საკმაოდ ინფორმაციული სტატია ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ, ახლა კი ისეთ ფაქტებს გაგაცნობთ, რომლებიც ბრენდს კიდევ უფრო საინტერესოსა და ისტორიულს ხდის.

ვინაიდან სტატიის სათაური 8 საინტერესო ფაქტია, ხოლო პირველი, ანუ ფილმებში მისი მონაწილეობა უკვე შესავალში ვახსენეთ, პირდაპირ მეორე ფაქტით გავაგრძელებთ.

2. ლივეტის ხეობა – ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, მათ შორის იმასაც, თუ რატომ აირჩია მისმა შემქმნელმა, ჯორჯ სმიტმა ეს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიაში ბევრი ნაყოფიერი ხეობაა, ლივეტი ის ადგილი აღმოჩნდა, რომელიც რესურსებით საკმაოდ მდიდარი იყო. აქ წყალუხვი მდინარე ჩამოედინებოდა და სხვებთან შედარებით იზოლირებული ხეობა იყო, რაც ხელს უწყობდა იმ დროისთვის უკანონო დისტილერიას.

3. უძველესი ერთალაოიანი ვისკი – The Glenlivet ერთ-ერთი უძველესი შოტლანდიური ვისკია, რომელიც ერთი ალაოსგან შეიქმნა. 1940 წელს დაილუქა Glenlivet Cask 340, რომელიც 80 წლის განმავლობაში არ გახსნილა. იმ დროისთვის, ეს იყო შოტლანდიური ვისკის ისტორიის შემქმნელი, ყველაზე ძველი სხვა ერთალაოიან ვისკის შორის.

4. სახელწოდების ეტიმოლოგია – ბრენდის სახელი იმ ხეობის დასახელებიდან მოდის, სადაც საუკუნეების წინ ვისკის პირველი დისტილერია გააკეთეს. ეს სახელი ჯერ კიდევ 1824 წელს ჯორჯ სმიტმა დაარქვა. არსებობს ვარაუდი, რომ ის მოდის სიტყვიდან "წყალუხვი".

5. 21 მილიონი სპირტი წლიურად – The Glenlivet-ს დაახლოებით 200-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, ის აქტუალობას არ კარგავს. იგი ყოველწლიურად 21 მილიონ სპირტს აწარმოებს და ერთ-ერთი ბესტსელერია როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში.

6. ჯორჯ IV-სა და ჩარლზ დიკენსის საყვარელი ვისკი – მეფე ჯორჯ IV 1822 წელს ეწვია შოტლანდიას და ის დიდად არ შეუწუხებია იმ ფაქტს, რომ ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ვისკის ბრენდის ფუნქციონირება ჯერ არ იყო ლეგალური. ამის შემდეგ The Glenlivet დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა სამეფო ოჯახის საყვარელ ვისკიდ.

მეფის გარდა The Glenlivet ჩარლზ დიკენსმაც ჩაწერა თავისი რჩეული სასმელების სიაში. მან თავის მეგობარს მისწერა წერილი, რომელიც ამ ვისკის ბოთლთან ერთად გაუგზავნა და აღნიშნა, თუ როგორ მოსწონდა ეს ბრენდი.

7. არქეოლოგიური გათხრები – National Trust for Scotland არქეოლოგებმა The Glenlivet-თან პარტნიორობით ახალი აღმოჩენები გააკეთეს მე-19 საუკუნის ვისკის წარმოებაში, გლენლივეტის დისტილერიის ძველ ადგილზე. მათი მიზანი იყო, შეესწავლათ ის ადგილები, სადაც საუკუნეების წინ უკანონო დისტილერიები არსებობდა. გუნდმა მრავალი არტეფაქტი იპოვა. მათ შორის, ბოთლები, ბოქლომები და თიხის მილები.

8. საუკეთესო შოტლანდიური ვისკის ბრენდი – ის ხშირად იკავებს ტოპპოზიციებს, როგორც საუკეთესო შოტლანდიური ვისკის ბრენდი. მის ღირებულებებს იზიარებენ ვისკის პროფესიონალები და მოყვარულები, რაც მას ბესტსელერად აქცევს.

The Glenlivet წარმატებული ბრენდია, რასაც წარსულიც და აწმყოც ამტკიცებს. მის გარშემო ბევრი საინტერესო ფაქტია, თუმცა ამჯერად მათგან მხოლოდ რვა შევარჩიეთ. როდესაც მას დააგემოვნებთ, გემახსოვრებათ, რომ ის უბრალოდ სასმელი კი არა, მთელი ისტორიაა.