Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, დიზაინში, რეგიონული ჩემპიონები გამოვლინდნენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორც უკვე იცით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის საქართველოც ემზადება. 22 მაისს IT აკადემია STEP-ში გაიმართა რეგიონული ჩემპიონატი, რომელმაც 3 გამარჯვებული, უკვე გამოავლინა. ისინი, ფლორიდაში გაემგზავრებიან და საქართველოს, აშშ-ში, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგენენ.
რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. მონაწილეებს, შეჯიბრისთვის მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა შეემუშავებინათ პრინტ ნამუშევრები თემაზე: ჰაერის დაბინძურება - საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის. ნამუშევრები, სპეციალურმა ჟიურიმ რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და 3 საუკეთესო გამოავლინა.
კრეათონის გამარჯვებულები გახდნენ და Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე დიზაინში, საქართველოს, აშშ-ში წარადგენენ:
• ალექსანდრე ხალვაში
• მარიამ ბაღათურია
• ლიზი ნოზაძე
შეგახსენებთ, რომ Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: IT აკადემია STEP და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი-BTU
ღონისძიების მხარდამჭერები: GITA, TBC, Marketer, ACAG, CG Georgia
ღონისძიების ტექნოლოგიური პარტნიორი: Lenovo