Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
VELI.store-მა შინაური ცხოველების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მათთვის მთელი კვირის დათმობა გადაწყვიტა.
შინაური ცხოველები ხშირად ადამიანებს შთააგონებენ და აძლევენ მიზეზს ყოველდღიურობის პოზიტიურად დასანახად. მაგალითად მაშინ, როდესაც დილით ეზოში ჩასაყვანად გვაღვიძებენ, ქარში სასეირნოდ გვეპატიჟებიან ან დამღლელი დღის შემდეგ ფეხებთან დაგდებული სათამაშოთი და დიდი თვალებით უამრავი ენერგიის დახარჯვას გვთხოვენ.
ბოლო დროს, ცხოველები ჩვენს ცხოვრებაში თავიანთ ჩვეულ მოვალეობებს აჭარბებენ და ხშირად კარგი მსმენელის და თავგადასავლების მეგზურის ფუნქციასაც ითავსებენ.
ამ კვირეულში ველი მომხმარებელს სხვადასხვა საინტერესო ბლოგს, კოლაბორაციას და შეთავაზებას უმზადებს.
ველის ცხოველების მოვლის კატეგორიაში ძაღლების, კატების, ფრინველების, მღრღნელებისა და თევზებისთვის ბევრ აქსესუარსა და მაღალი ხარისხის საკვებს იპოვით. აქ ფოფსის ძაღლის ტანსაცმლის შეძენას 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ, ასევე 1+1 სპეციალური შეთავაზება მოქმედებს Monge-ს რჩეულ პროდუქტებზე. ძაღლებისთვის ორიგინალურ საყელურებს 35%-იანი ფასდაკლებით ჯოვანი მორას ასორტიმენტში შეარჩევთ.
ასევე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს მომხმარებლების საყვარელ Flamingo-სა და Love Story-ის რჩეულ ასორტიმენტზე, მათ შორის სხვადასხვა აქსესუარებზე, მოვლის საშუალებებზე და სათამაშოებზე როგორც ძაღლების, ისე კატებისთვის. გარდა ამისა, Kikkerland-ის თემატური ნივთების შეძენას ექსკლუზიურად ველიზე 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.
თუ ამ კვირეულის ფარგლებში ცხოველების მოვლის კატეგორიიდან მინიმუმ 50 ლარის ნივთებს შეიძენთ, საჩუქრად გრუმინგ სალონი Barberpet-ის 20%-იან ფასდაკლების ვაუჩერსაც მიიღებთ.