Join our Waitlist for Expert Advice!

Agile Mentor - ქართული პლატფორმა, რომელიც Agile პროფესიების დაუფლებასა და საერთაშორისო სერტიფიცირებაში დაგეხმარებათ Agile Mentor - ეჯაილ მიდგომის პრაქტიკა და სერტიფიცირება თქვენი პროფესიული ზრდისთვის!

By ელენე ლომსაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Agile Mentor

Agile Mentor - ეჯაილ მიდგომის პრაქტიკა და სერტიფიცირება თქვენი პროფესიული ზრდისთვის!

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად დაჩქარდა როგორც ცხოვრებისეული, ისე სამუშაო ტემპიც. შესაბამისად, სწრაფი ცვლილებების ფონზე, კომპანიებს საკუთარი სამუშაო პროცესების წარმართვა მცირე დროში უფრო მოქნილად და ეფექტიანად მოუწიათ. იმის გათვალისწინებით, რომ ტრადიციული ორგანიზაციული მართვა გარემოს ცვლილებებს სწრაფად ვერ პასუხობდა, შეიქმნა Agile-მიდგომა და მისი ე.წ. ფრეიმვორქი − SCRUM, რომელმაც ადამიანებისთვისა და კომპანიებისთვის შესაძლებელი გახადა, უფრო მოქნილად ეპასუხათ გარემო-პირობების ცვლილებებისთვის.

რა სარგებელი მოაქვს Agile- კომპანიებისთვის?

ორგანიზაციებმა, რომლებმაც საკუთარ საქმიანობაში წარმატებით დანერგეს Agile-ი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს სამუშაო პროცესები. შედეგად, კომპანიებმა გაზარდეს გუნდებს შორის კოლაბორაცია, უკეთ გააანალიზეს ბიზნესსაჭიროებები, შექმნეს უკეთესი სამუშაო გარემო, შეიმუშავეს მზარდ კონკურენციაზე რეაგირების გზები, ჩამოიყალიბეს მომხმარებლებთან უფრო ეფექტიანი კომუნიკაცია და სხვა. საბოლოო ჯამში, Agile-ის დახმარებით, ორგანიზაციები კონკურენტუნარიან ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებენ და მომხმარებლებისთვის უკეთეს სერვისს ქმნიან.

წყარო: StarAgile

დღეს საქართველოსა და მსოფლიოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც SCRUM-პროექტების მართვის გამოცდილება აქვთ. ინდუსტრიის მიუხედავად, კომპანიები ყოველდღიურად ეძებენ Agile-მიდგომის მცოდნე ადამიანებს, რომლებსაც პროდუქტის განვითარების გაუმჯობესება და სამუშაო პროცესის აჩქარება შეუძლიათ. სწორედ ამ მზარდ მოთხოვნაზე საპასუხოდ, Agile-ქოუჩმა, სქრამ მასტერმა და ტრენერმა მარია ღლონტმა, Agile Mentor-ი შექმნა. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა პლატფორმა, სადაც ქართულ ენაზე იქმნება და ზიარდება Agile-მიდგომების საერთაშორისო პრაქტიკა, ტარდება მასტერკლასები, მენტორინგის სესიები, სასერტიფიკატო ტრენინგები და სხვა საგანმანათლებლო პროგრამები. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველი Agile-პრაქტიკოსი მენტორების შექმნილი პლატფორმა Agile-ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებისათვის განკუთვნილია როგორც კომპანიებისთვის, ისე დაინტერესებული ინდივიდუალური პირებისთვის.

ვისთვის შეიქმნა Agile Mentor-?

Agile Mentor-ი შეიქმნა ციფრული პროდუქტის შექმნა-განვითარებაში მონაწილე ადამიანებისთვის, სქრამ-მასტერებისთვის (Scrum Master) პროდუქტის მფლობელებისთვის (Product Owner), ლიდერებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის, ბიზნესანალიტიკოსებისთვისა და Agile-მართვით დაინტერესებული კომპანიის ნებისმიერი წევრისთვის.

Agile Mentor-ის შეთავაზებები შენთვის საინტერესოა, თუ:

  • მართავ ან მონაწილეობ კომპლექსური ციფრული/არაციფრული პროდუქტისა თუ პროექტის მართვაში;
  • გაქვს ლიდერის როლი ორგანიზაციაში და გსურს ეფექტიანი Scrum-გუნდების შექმნა;
  • გაქვს სურვილი, შენი ცოდნა აღიაროს საერთაშორისო სერტიფიკატმა;
  • გეგმავ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს კომპანიაში Agile-მიდგომის შესაბამისად;
  • ეძებ სასურველ კადრებს, რომლებიც სამუშაო პროცესების უფრო მოქნილად წარმართვაში დაგეხმარებიან.

რას სთავაზობს Agile Mentor- დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს?

Agile Mentor-ის შექმნამდე არ არსებობდა პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ქართულ ენაზე შესთავაზებდა სხვადასხვა კურსს. სწორედ ამ საჭიროებისთვის, Agile Mentor-ის ავტორობით შეიქმნა პირველი ქართული თვითმასწავლებელი კურსი Agile Scrum-ისა და საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების შესახებ. ქართულენოვანი კურსები უკვე განთავსებულია მსოფლიოში აღიარებულ სასწავლო პლატფორმა Udemy-ზე − Online Courses - Learn Anything, On Your Schedule | Udemy.

აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემდეგ, Agile Mentor-ი კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და კომპანიას, მუდმივ რეჟიმში სთავაზობს:

  • ინტენსიურ ბუთქემფებსა და საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობას;
  • უფასო მასტერკლასებს, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული მენტორები ატარებენ;
  • Agile სამუშაო ჩარჩოების პრაქტიკულ კურსებს;
  • Agile-პროფესიების საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი მენტორობას;
  • Agile-ლიდერებისთვის აუცილებელი ე.წ. რბილი უნარების (Soft Skills) ბუთქემფებს − ქოუჩინგსა და ფასილიტაციას;
  • Agile-მართვის ინფორმაციული სისტემების შესწავლას;
  • ქართულ ენაზე შექმნილ ბლოგებს;
  • ორგანიზაციის მიზნების ჩამოყალიბების OKR-მიდგომის შესწავლას და სხვ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა, Agile Mentor-ი დაინტერესებულ პირებს ყოველ ოთხშაბათს YouTube-არხზე განახლებულ ვიდეოკონტენტს სთავაზობს, სადაც ნებისმიერ ადამიანს სრულიად უფასოდ შეუძლია შეისწავლოს Agile-ი და მისი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რომელსაც Agile Mentor-ი ახორციელებს, მენტორთან პერსონალური შეხვედრის ჩანიშვნის შესაძლებლობაა. მითითებულ ბმულზე ნებისმიერ მსურველს სულ რაღაც რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლია გამოცდილი და გამორჩეული მენტორებისგან მიიღოს მის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული რჩევები. აღნიშნული სერვისი განკუთვნილია მათთვის, ვისაც რჩევა, აზრის კითხვა ან დაკვალიანება უახლოეს მომავალში, მცირე დროში, სჭირდება.

თუ დაინტერესებული ხართ Agile-ით, გსურთ მიიღოთ განახლებადი ინფორმაცია კურსების შესახებ და გაიცნოთ თანამოაზრეები. შემოუერთდით Agile-ქომიუნითი-ჯგუფს − Scrum Club Georgia | Facebook სადაც საინტერესო სპიკერებთან ერთად ყოველთვიურად იმართება პანელური დისკუსიები და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ.

ამჟამად მარია საერთაშორისო კომპანია EPAM-ში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ტრანსფორმაციაზე მუშაობს.

როგორ ვიპოვოთ Agile Mentor-?

YouTube: https://bit.ly/3onN6kg
LinkedIn: https://bit.ly/3ZB13bo
Spotify: https://spoti.fi/3Klz77c
Facebook: https://bit.ly/3AbqAhd

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია