საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Touch Platform-ის ორგანიზებით, რომელიც საქართველოში უკვე 6 წელია საერთაშორისო ტექ კონფერენციას მართავს, წელს, პირველად საქართველოში, მარტექ ფესტივალს, Touch.point-ს ატარებს.
Touch.point განკუთვნილია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის (როგორიცაა: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მარკეტინგის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, სოც მედია მენეჯერები, ქონთენთ მენეჯერები, კრეატიული სააგენტოს ექაუნთ მენეჯერები, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტები, სტრატეგები, პროდუქტის ინჟინრები, ტექ მეწარმეები თუ სხვა)
ფესტივალის მთავარი მიზანია აამაღლოს ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების მიმართ ცოდნა და არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვას, მეტად შეუწყოს ხელი.
ტრადიციულად გამორჩეულად საინტერესო ლაინაფით ფესტივალი აუდიტორიას დატვირთულ, საინტერესო ინტერაქციებით, ინსპირაციითა და დისკუსიებით სავსე დღეს პირდება.
ორგანიზატორებმა დაანონსეს სრული ლაინაფი :
- ოკსანა ვალენტელის - "TikTok"-ის კრეატიული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი
- ენდი ჩაილდსი - "Meta"-ს ბიზნეს სტრატეგი და ფუტურისტი, გერმანია
- აიშა ხანი - "NIKE"-ს კრეატიული სტუდიის კრეატიული ბრენდინგის ხელმძღვანელი, იაპონია
- ერიკ შმალინი - "Media.Monks"-ის გლობალური მედიის ხელმძღვანელი, 2 "EMMY"-ის მფლობელი, აშშ
- Ბერნარდო გონზალეზ - "Droga5"-ის კრეატიული დირექტორი, ნიუ იორკი, აშშ
- ლაურა ვისკო - "GREY"- ის კრეატიული ხელმძღვანელი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
- ჯასეკ მარკოვსკი - "Google" დიცრული რეკლამის არქიტექტორი
- ორსუნ ფისტიკი - "Salesforce" მარკეტინგის რეგიონალური ხელმღძვანელი
- ადამ ნოვაკოვსკი - "Meta" კრეატიული სააგენტოს პარტნიორი
- დევიდ ქოქკლი - ბიზნეს კონსულტანტი, ეფლში 27 წლიანი გამოცდილებით
- სალი ქერქაძე - ლივინგსტონის ვებ დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- Მარიამ ლელაშვილი - Optio-ს უფროსი პროდუქტ ოფიცერი
- Სანდრო ჯავახიშვილი - JWT Metro სტრატეგიის ხელმძღვანლი
- ჯინო დოლინი - ტერმინალი, CEO
- Ნინი ჩაჩანიძე - Veli.Store, მომხმარებლის გამოცდილების ხელმძღვანელი
- Ვახტანგ მდივანი - Promofy.app, პროდუქტის ხელმძღვანელი
- გიორგი ავალიანი - Holy Motors, დამფუძნებელი, კრექტიული დირექტორი
- Რუსუდან გიგინეიშვილი - Evido, Country Manager
- Მარიამ მენთეშაშვილი - PRS IN VIVO, ინსაითის ანალიტიკოსი
- გიორგი კინწურაშვილი - საქართველოს ბანკი, ციფრული ბანკინგის ეკოსისტემის ხელმძღვანელი
- Შოთა ჩინჩალაძე - დამოუკიდებელი ბრენდ ექსპერტი
- Სალი დადიანი - თი ბი სი ბანკი, ციფრული ბრენდ მენეჯერი
- გივი ჩხარტიშვილი - Hapttic, პროდუქტის ლიდი
Პროგრამა დატვირთული იქნება მნიშვნელოვანი ინფორმაციის სავზე პრეზენტაციებით,პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, კრეათონით, ნეთქვორქინგით და საღამოს წვეულებით.
ფესტივალის მთავარი თემებია:
- Მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი
- Მარკეტინგის ავტომაციების ხელსაწყოები
- Ბრენდი და კულტურა
- Მომხმარებლის ქცევა
- ციფრული ქონთენთი და "სთორითელინგი"
- Მარკეტინგი მეტავერსში
Სრული პროგრამა იხილეთ ვებ გვერდზე: https://touchpoint.ge/program
Პრესკონფერეციის სპიკერები იქნებიან:
- Ბექა ქვარცხავა - Touch Platform-ის დამფუძნებელი
- Ნათია გოგია - Touch Platform-ის CEO
- Ზურაბ ცქიტიშვილი - "Kettari Foundation"-ის დირექტორის მოადგილე
ყველა დამსწრეს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს AI კრეათონში და AI-ს გამოყენებით მარტივი ბრიფების ამოხსნაში გამოცადოს თავი. ყყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს, საინტერესო ჯილდოებიც ელით ღონისძიების პარტნიორებისგან.
დატვირთული დღის პროგრამის გარდა ორგანიზატორები მონაწილეებს საინტერესო საღამოს პროგრამასაც პირდებიან, რომლის დეტალებსაც ახლო მომავალში გაგვაცნობენ.
Პირველი კალათის Ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ადგილები შეზღუდულია.
ფესტივალის პარტნიორები არიან: "აჭარაჯგუფი", "დ-ბლოკი", "კეტარის ფონდი", "GITA", "თბილისი მედია სითი", "სელფი", "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია", "ევიდო", "ალტა", "ნოქსტონი", "ბრიდი" "ლოვენბრაუ", "ბორჯომი"
Მეტი ინფორმაციისთვის: https://touchpoint.ge/
Ბილეთების შესაძენად: https://tkt.ge/touchpoint