ახალი ფურცელი "ალმას" ისტორიაში - კომპანიამ ბათუმში გარე რეკლამის განთავსების აუქციონში გაიმარჯვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში გარე რეკლამის ყველაზე მსხვილი კომპანია "ალმას" ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა. კომპანიამ გარე რეკლამის საჯარო აუქციონზე ბათუმის სარეკლამო გვერდების მიმართულებით გაიმარჯვა და 10 წლით გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. სიახლით "ალმამ" კიდევ ერთხელ გაიმყარა ბაზარზე ლიდერის პოზიცია.
გარე რეკლამაზე 10-წლიანი ნებართვა გულისხმობს, რომ "ალმას" ამ დროის განმავლობაში ბათუმში მდებარე სახელმწიფო ქონებაზე შეეძლება სარეკლამო ბანერების ექსკლუზიურად განთავსება. ცხადია, ეს ყველაფერი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი იქნება.
"ალმას" გარე სარეკლამო ბანერების განთავსება ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეეძლება. იქნება ეს უკვე არსებული წინასწარ განსაზღვრული ობიექტები, არასტანდარტული საშუალებები და ახალი ობიექტები, თუ სარეკლამო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ნებართვა შეეხება გარე რეკლამის განთავსებისათვის საჭირო კონსტრუქციების, დანადგარების, მოწყობილობების გამოყენებასაც.
კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ტრაპაიძე ამბობს, რომ მიღწევა კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ "ალმა" უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს ნებისმიერი სახის მომხმარებელს. მისი თქმით, ბაზრის ლიდერმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და დაამტკიცა, რომ "ალმას" გუნდი შრომისმოყვარე, მიზანდასახული ადამიანების გაერთიანებაა.
"ჩვენი კომპანიის ისტორიაში დღეს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა. ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი მიღწევა მოიპოვა, რითაც ჩვენი კომპანიის განვითარების გზაზე ახალი და წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენ ერთად გადავლახეთ უამრავი გამოწვევა, ვიმუშავეთ დაძაბულად, დაუღალავად და დიდი ძალისხმევით მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც დღეს გვაქვს.
ბათუმში გარე-რეკლამის ექსკლუზიური უფლების ქონა საგრძნობლად გაამდიდრებს ალმას სარეკლამო პორტფელს და საშუალებას მოგვცემს ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი მომსახურება შევთავაზოთ.
ამ მიღწევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ წარმატებაზე ორიენტირებული უნიკალური გუნდი. ჩვენი ერთობლივი შრომა გახდა საწინდარი ამ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ უფრო დიდ მიზნებამდე მიგვიყვანს", - ამბობს გიორგი ტრაპაიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.
სარეკლამო კომპანია 1995 წელს დაფუძნდა. თითქმის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში უცვლელი დარჩა "ალმას" ინსპირაცია - მომხმარებელი და მისი კმაყოფილება.
თავდაპირველად კომპანია "ალმა პლუსის" სახელით დაარსდა, ხოლო 2013 წელს "ვისოლ ჯგუფს" შეუერთდა. კომპანია თავიდანვე ნოვატორული იდეებით გამოირჩეოდა და მალევე დაიკავა ქართულ სარეკლამო ბაზარზე ლიდერის პოზიციები. ინოვაციისა და ცვლილებებისკენ სწრაფვის პარალელურად, "ალმა" დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მრავალფეროვნებასაც.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტს - ეს კი ეხმარება "ალმას", ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სეგმენტებისთვისაც კი შეუცვლელი სარეკლამო პარტნიორი იყოს. ის მთელი ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტ სარეკლამო არხს სთავაზობს მომხმარებელს გარე რეკლამის სფეროში.
"ამ გზით, საშუალებას ვაძლევთ ბიზნესებს, ზომისა თუ საქმიანობის მიუხედავად, მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ", - ამბობენ "ალმაში".
კომპანია მუდმივად განვითარებასა და შეთავაზებული სერვისების ზრდაზე მუშაობს. ამის კარგი მაგალითია თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელების მონტაჟი, რაზეც "ალმამ" იზრუნა. 2016 წელს კომპანიამ საჯარო აუქციონი მოიგო მოსაცდელებზე რეკლამის განთავსების უფლებით და 700 ახალი მოსაცდელიც დაამონტაჟა, რითაც ქალაქის ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდა.
კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2017 წელს outdoor.ge-ის შეძენა, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე იყო სარეკლამო ბაზარზე.
2019-2020 წლებში "ალმამ" საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების აუქციონები მოიგო ჯერ თბილისში, შემდეგ ბათუმში. შედეგად, დაიწყო მეტროსა და ავტობუსებსა თუ მიკროავტობუსებში სხვადასხვა ტიპის რეკლამის განთავსება.
ბათუმში გარე რეკლამის ექსკლუზიურად განთავსების უფლება "ალმასთვის" ახალი გამოწვევაა, თუმცა, ამ მიმართულებით კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს. 2021 წელს კომპანიამ თბილისში გარე რეკლამის განთავსების აუქციონზე გაიმარჯა და ამით ბაზარზე ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. იმავე წელს "ალმა" საქართველოში გარე რეკლამის ინდუსტრიის 99%-ის მფლობელი გახდა.