Get All Access for $5/mo

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ,,მატიანი" წერეთლის გამზირზე - დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი" ახალ პროექტს აანონსებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი" რიგით მეორე მასშტაბურ პროექტს აანონსებს. ,,მატიანი" - მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, თბილისის უძველეს უბანში, დიდუბეში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, აკაკი წერეთლის #45-ში აშენდება. პროექტის მშენებლობისთვის, რომელიც 2026 წლის ბოლოს დასრულდება, ,,ბიოგრაფი ლივინგი" 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

თანამედროვე არქიტექტურული ობიექტი ,,მატიანი" კიდევ ერთი ახალი და ინოვაციური პროექტია ,,ბიოგრაფი ლივინგისგან", რომელიც დიდუბის რაიონის ურბანული კონტექსტის განვითარებას შეუწყობს ხელს და გახდება მიზიდულობის ცენტრი განახლებულ წერეთლის გამზირზე. წერეთლის გამზირის რეაბილატაციის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და კეთილმოწყობილი საჯარო სივრცეებით სარგებლობა, რომელიც უნივერსალური ურბანული დიზაინის პრინციპებით არის დაგეგმარებული, ამ უბანში ცხოვრებას მეტად მიმზიდველს და კომფორტულს გახდის.

,,მატიანი"-ს განსაკუთრებულობა მდგომარეობს გონივრულ გეგმარებაში, სწორად განაწილებულ სივრცეებსა და უახლეს ტენდენციებში. საცხოვრებელი კომპლექსი ორგანულად აერთიანებს მრავალ საჭირო ობიექტს და ქმნის ერთიან სისტემას, რაც დიდი უპირატესობაა ჩვენს ყოველდღიურობაში. ,,მატიანში" განთავსდება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის საჭირო ობიექტები: ფიტნეს დარბაზი, საცურაო აუზი, ესთეტიკური ცენტრი, პადელის კორტი, კაფეები და სხვა. ჯანსაღი ურბანული გარემოს და ცხოვრების წესის წახალისების მიზნით, კომპლექსში ასევე მოეწყობა ეკომეგობრული სატრანსპორტო საშუალებების საპარკინგე სივრცე და ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილი დამტენი მოწყობილობები.

,,მოხარული ვართ საზოგადოებას სიამაყით წარვუდგინოთ ჩვენი მეორე, მულტიფუნქციური პროექტი ,,მატიანი". ჩვენ ვაგრძელებთ 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციას ახალ პროექტში, სადაც თავმოყრილი ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ობიექტი უზრუნველყოფს გამორჩეულად ცოცხალ გარემოს, ხოლო გარე პერიმეტრის სრულად ადაპტურობა ქმნის ერთიან, ურბანულ ჰარმონიას." - აცხადებს "ბიოგრაფი ლივინგის" აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.

,,ბიოგრაფი ლივინგის" ხედვის განსახორციელებლად და ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია მშენებლობის პროცესში უმაღლესი ხარისხის მასალებს და თანამედროვე არქიტექტურულ პრაქტიკებს გამოიყენებს. ,,მატიანი" ენერგოეფექტური პროექტია, სადაც თანამედროვე სტანდარტებით განხორციელებული თბოსაიზოლაციო სამუშაოები უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების შემცირებას. გარდა თბოიზოლაციისა, პროექტში გამოყენებული ხმის საიზოლაციო სისტემები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს განსაკუთრებულ კომფორტულ და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს.

31-სართულიანი კომპლექსის კომერციული ნაწილის ფასადი მოპირკეთდება იტალიური ტერაკოტით, ხოლო ზედა საცხოვრებელი სივრცის აივნებზე გამოყენებული იქნება ალუმინის კომპოზიტური მასალა, რაც მდგრადობასთან ერთად, პროექტს გამორჩერულ იერსახეს სძენს. ორივე საფასადე მასალა გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. ტერაკოტას მთავარი უპირატესობა არის მდგრადობა ტემპერატურასა და ულტრაიისფერ გამოსხივებაზე, იგი მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, ხოლო ალუმინის კომპოზიტური მასალა ხასიათდება განსაკუთრებული სიმტკიცით გარე ფაქტორების მიმართ, აკავებს ვიბრაციას და ტერაკოტას მსგავსად დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავს იერსახეს.

ვისოლ ჯგუფის წევრი დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი" 2023 წლის მაისში გამოჩნდა ბაზარზე პირველი საცხოვრებელი კომპლექსით ,,საკენი", რომელიც აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. კომპანია მომავალ წელს კიდევ ორი მასშტაბური, ახალი პროექტის დაანონსებას გეგმავს.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!