Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 75-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.
24-26 მაისს, სალონიკში, აქსელის დელეგაცია დაესწრო ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) 2023 წლის კონგრესს. საქართველოში კი, აქსელის გუნდი ორი კარგი ამბით დაბრუნდა:
- აქსელმა გაიმარჯვა ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელების კონკურსში და "Best Performing New EBAN Member" გახდა.
- აქსელის პორტფოლიო სტარტაპი — Agronnect კი EBAN-ის რჩეული და ფიჩინგ კონკურსის გამარჯვებულია.
"საქართველოს სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემა ევროპულ რუკაზე ასე ინიშნება. ორივე გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკოსისტემის განვითარებისთვის." — ამბობს ირო ცაგარეიშვილი, აქსელის მმართველი დირექტორი.
Agronnect-ის შესახებ
Agronnect-ში ინვესტიცია აქსელის წევრებმა 8 თვის წინ განახორციელეს, ახლა კი, როგორც პორტფოლიო სტარტაპი, ანგელოზი ინვესტორების ყველაზე მასშტაბური კონგრესის გამარჯვებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ აგრონექტი 100-ზე მეტი ევროპული საინვესტიციო ორგანიზაციის ყურადღების ქვეშაა.
აგრონექტი არის პლატფორმა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად, ონლაინ დაიქირაონ წამყვანი აგრონომები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აპლიკაციის შექმნაში, გარდა ქართული გუნდისა, მსოფლიოს ათამდე სხვადასხვა აგრონომიული კომპანიააა ჩართული და სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა ზუსტი პროტოკოლის გაწერა. აპლიკაციის მიზანია, აღმოფხვრას აგრონომიულ ცოდნასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომობის პრობლემა მთელ მსოფლიოში და ფერმერს გაუხსნას გზა, მიიღოს პროფესიონალური რეკომენდაცია.
გამოიწერეთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები: