Sponsored Content

ალპაკა - პირველი სპეციალიზებული SEO სააგენტო საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Google წუთში დაახლოებით 4 მილიონ საძიებო მოთხოვნას ამუშავებს. ეს კომფორტული და მარტივი საშუალება, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან პოპულარულია.

"შაურმა, სესხი, filmebi qartulad" - ყველაზე ძებნად ქივორდებით შემდგარი ძალიან ეკლექტიკური სამეული საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაგზავნილი ჩვენი დელეგაციაა და ასე ვართ გარეული გლობალურ საძიებო სისტემაში.

ხუმრობა იქით იყოს და ადამიანები "რა, სად, როდის" პრინციპით ყველაფერს ამ მაგიურ ადგილას ვეძებთ და კითხვის სწორად ფორმულირების შემთხვევაში საჭირო პასუხსაც ვიღებთ.

ეს უკანასკნელი ცოტა გვიჭირს და ხშირად ძალიან მარტივად ვცდილობთ კითხვის დასმას.

მაგალითად, "თბილისში სად შეიძლება ვიყიდო კიბორჩხალა იაფად" ამის მაგივრად - "იაფი კიბორჩხალა თბილისი" მეთოდს მივმართავთ. საბედნიეროდ, Google საკმარისად ჭკვიანია, რომ ჩვენი სურვილები ამოიცნოს და რელევანტური შედეგები შემოგვთავაზოს.

პირადი გამოცდილებით ვიცით, რომ რაიმეს ძებნისას, პირველივე ვებ-საიტებს უფრო ვენდობით და ვეცნობით, ვიდრე უკანა რიგებში მოცემულ ვარიანტებს.

Google-ს მეორე გვერდზე თუ გადავედით, ესე იგი ძალიან გვიჭირს და ნამეტანი ექსტრემალური სიტუაციაა.

ეს ყველაფერი კაი და რა შუაშია ამასთან SEO?

SEO - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, ზემოთ მიმოხილულ საქმეს ემსახურება.

SEO ეხმარება ბიზნესს, რომ კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისების ძებნისას, მათი ვებ-საიტი შედეგების მოწინავე პოზიციებზე ხვდებოდეს პოტენციურ მომხმარებელს.

SEO არის მუდმივი ძებნის პროცესი. SEO სპეციალისტები იკვლევენ, თუ რას ეძებენ ადამიანები Google-ში. აანალიზებენ ამ ზღვა ინფორმაციას და კონკრეტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ქმნიან ძირითადი საძიებო სიტყვების ბაზას. მათი მეშვეობით შემდეგ იწერება ძალიან საინტერესო ბლოგები(რასაც ამ შემთხვევაში მე ვაკეთებ).

კონტენტის შექმნა SEO ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა ერთადერთი. ვებ-საიტის მთლიანად გამართვა წარმატების მთავარი წინაპირობაა.

დღეს უკვე ნებისმიერი ტიპისა და ზომის ბიზნესისთვის აუცილებელია ციფრულ სამყაროში სწორი პოზიციონირება და Google ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

Google-დან გადმოსული ვიზიტორი ყველაზე "ხარისხიანად" ითვლება, რადგან დიდია შანსი ისინი უბრალოდ დაინტერესებული პირებიდან, რეალურ მომხმარებლებად იქცნენ. Google-ში მოძიებულ ინფორმაციას ადამიანი საკუთარ აღმოჩენად მიიჩნევს, ამიტომაც უფრო მეტად ენდობა მას.

შედარება რომ მოვიყვანოთ, კარგად ოპტიმიზირებული ვებ-საიტის ანალოგად დიდი და ინფორმაციული ბანერი გამოდგება, რომელიც თბილისის ცენტრშია განთავსებული. მას ყველა ხედავს და უყურადღებოდ არ რჩება. შესაბამისად, იზრდება ბრენდის სტატუსი და ცნობადობა.

ხოლო, არაოპტიმიზირებული კი ჰგავს ისეთ ადგილას გაკრულ ძველ და ჩამოხეულ ბანერს, სადაც არავინ დადის. მაგალითად, ვაჭარეიშვილის ქუჩაზე.

წარმოდგენა არ მაქვს სად არის ეს ქუჩა, ან საერთოდ თუ არსებობს და ზუსტად ასეა ინტერნეტ მომხმარებელი - როცა საძიებო სისტემაში არ ჩანხართ, ამ დროს არათუ არ იციან სად ხართ და რას სთავაზობთ მათ, წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ თუ არსებობთ.

ასე რომ, კარგი ვებ-საიტი ყველას სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, მეგა კომპანიას ეხება საქმე, თუ ახლად დაწყებულ სტარტაპს.

ალპაკას წვლილი ეროვნული SEO-ს განვითარებაში.

ალპაკა პირველი სპეციალიზებული SEO სააგენტოა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სრულ SEO მომსახურებას სთავაზობს.

ალპაკა დაინტერესებულ პირებს უფასო პირველადი SEO აუდიტით ასაჩუქრებს. აუდიტი ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით რა პოტენციალი აქვს თქვენს ვებ-საიტს, სად იმყოფება ახლა და როგორ შეიძლება ვიზიტორების და კონვერტაციების გაზრდა.

რატომ გადაწყვიტა ალპაკამ SEO სააგენტო ჩამოეყალიბებინა?

ალპაკამ თავის თავზე აიღო ნოვატორობა ინდუსტრიაში, სადაც მთავარი ფოკუსი SEO მომსახურების სრულყოფა და ცვლილებებისთვის მუდმივად ფეხის აწყობაა. ერთ გუნდში მოქცეული პროფესიონალი SEO სპეციალისტების, ანალიტიკოსებისა და კონტენტ რაითერების მეშვეობით, ალპაკა თავის მომხმარებლებს მომსახურებების სრულ პაკეტს სთავაზობს.

საქართველოში SEO ახალი სფეროა და ზოგჯერ ადამიანები ჯერ ისევ სკეპტიციზმით არიან განწყობილები, მითუმეტეს, როცა შედეგი მეორე დღესვე არ იდება.

ალპაკა ცნობადობის ამაღლებაში დიდ როლს თამაშობს და მუდმივი რეპორტინგითა და პირდაპირი კომუნიკაციით, ეს ბევრისთვის ჯერ ისევ უცხო სფერო - SEO, მათთვის ძალიან ნათელი და გასაგები ხდება.

ალპაკა (https://alpaca.ge) ემსახურება როგორც დიდ და წამყვან კომპანიებს, ასევე ახალ და პატარა პერსპექტიულ სტარტაპებს, რომლებსაც წინასწარ გამზადებული SEO სტრატეგია დაეხმარებათ თავადაც გახდნენ ბაზრის ლიდერები.

დამკვეთთან სისტემატური კომუნიკაცია, აქტიური რეპორტინგი და მაქსიმალური გამჭვირვალეობა ათობით წარმატებით დასრულებული თუ მიმდინარე პროექტის მიზეზია.

დასასრულს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში SEO-ს რიგი ნიშები და ინდუსტრიები ჯერ ისევ ბოლომდე არ არის ათვისებული. კომპანიები ნელ-ნელა ხვდებიან, თუ რა შეუძლია სრულფასოვან SEO-ს და სულ უფრო აქტიურად მიმართავენ ალპაკას SEO მომსახურებისათვის.