Join our Waitlist for Expert Advice!

"არა რუსულ კანონს!" - "სილიკონ ველიზე" მცხოვრები ქართველების განცხადება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არა რუსულ კანონს!

"სილიკონ ველიზე" მცხოვრები ქართველები გამოვხატავთ შეშფოთებას იმის გამო, თუ როგორ იცვლის საქართველო დასავლურ კურსს, ეწინააღმდეგება პარტნიორობას ევროპულ ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.


საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროატლანტიკური და ამის მისაღწევად საჭიროა თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, რომელიც ვითარდება ჩვენი მეგობარი ქვეყნების მუდმივი დახმარებით.



როგორც აღნიშნავენ ევროპარლამენტარები და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ე.წ. "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი ემსახურება კრიტიკული ხმების ჩახშობას და მიზნად ისახავს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას. აშშ-ს, ისევე როგორც ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, ეს კანონი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დასავლურ ტრაექტორიას.


კალიფორნიაში, სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები მუდმივად ვცდილობთ, არ დავკარგოთ კავშირი საქართველოსთან, ჩავერთოთ საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიურ პროექტებში, დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს უკეთესი სახელმწიფოს შენებაში. ჩვენთვის მიუღებელია ისეთი კანონების მიღება, რომელიც საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან და გაგვაწყვეტინებს კავშირს მსოფლიოს ტექნოლოგიურ ცენტრებთან.


მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ გაიწვიოს კანონი და ნუ ეცდება საზოგადოების პოლარიზაციას არჩევნებამდე რუსული ტიპის კანონპროექტების ინიცირებით.

განცხადებას "სილიკონ ველიზე" მცხოვრები ქართველები ავრცელებენ.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე