"არქი მაიამი" – ლიდერი დეველოპერული კომპანია აშშ-ში ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლიდერი დეველოპერული კომპანია "არქი" საქართველოს საზღვრებს გასცდა – ის აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი მოიცავს 100-მდე ბინას, სამუშაო, დასასვენებელ და სპორტულ სივრცეებს, ასევე, კომერციულ ფართსა და 129 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. "არქი მაიამი" – ასე ეწოდება კომპანიის პირველ გლობალურ პროექტს და ის ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Elit Group-თან თანამშრომლობით განხორციელდება.
უფრო მეტს პროექტის შესახებ "არქის" პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია, კომპანიის პარტნიორი ზაზა ფაჩულია და Elit Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აქირთავა მოგვითხრობენ.
როდის გადაწყვიტა "არქიმ" უცხოურ ბაზარზე გასვლა და რა გამოცდილება უმაგრებს მას ზურგს ასეთი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად?
ილია წულაია: უცხოურ ბაზარზე გასვლაზე საუბარი წლების წინ დავიწყეთ, რადგან მრავალწლიანი გამოცდილება ჯერ კიდევ მაშინ გვაძლევდა შესაძლებლობას უფრო დიდი მასშტაბის პროექტებს შევჭიდებოდით. დღეს "არქი" საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა. მას აქვს 60-ზე მეტი დასრულებული და მიმდინარე პროექტი თბილისის ყველა უბანში, ასევე, ბათუმსა და ბაკურიანში. "არქის" მცხოვრებლების რაოდენობა კი უკვე 30 000 ადამიანს აჭარბებს. ვფიქრობ, ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც შეგვიძლია არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ამერიკული სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და გავხდეთ გლობალური კომპანია.
ზაზა ფაჩულია: ჩემი დიდი სურვილი იყო პირველ რიგში აშშ-ს ბაზარზე გვეცადა ძალები, რადგან 20 წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. ფლორიდის შტატში არსებულმა პოტენციალმა საბოლოოდ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგა. ვფიქრობ, "არქის" უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ ამერიკული ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თუმცა, ცხადია, ბევრი ნიუანსის, დეტალის შესწავლა
და მათზე მორგებაც მოგვიწევს, რასაც სწორი მენეჯმენტითა და შრომით შევძლებთ.
რატომ ფლორიდის შტატი და მაიამი, რით გამოირჩევა ეს ადგილი?
ილია წულაია: ტერიტორია, სადაც "არქი მაიამი" შენდება, ბოლო წლებია მნიშვნელოვან ურბანულ ადგილად იქცა. აქ მიგრაციის მზარდი მაჩვენებელია, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება. ამგვარ მიგრაციას დასაქმების დიდი შესაძლებლობები და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობა განაპირობებს. აქ არსებული ულამაზესი სანაპიროები და თბილი კლიმატი კი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.
გიორგი აქირთავა: პომპანოს სანაპიროს ურბანული განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია თვითონ ქალაქის მერიისთვისაც. მისი მიზანია, აქ შეიქმნას ახალი, უნიკალური საცხოვრებელი ზონა, რომელიც დააკმაყოფილებს ბინებზე მზარდ მოთხოვნას. ტერიტორიის ურბანულ პოტენციალს კარგად ხედავს მსოფლიო დონის დეველოპერული კომპანიებიც, ამიტომ "არქის" გარდა, აქ პროექტების განხორციელებას წამყვანი ბრენდებიც გეგმავს.
რაც შეეხება "არქის" კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიას, მის მახლობლად არის ბევრი მწვანე სივრცე, გასართობი მოედნები ბავშვებისთვის და ჯანსაღი გარემო სპორტული აქტივობებისთვის. ჩვენი საცხოვრებელი ბინა სრულად იქნება მორგებული ამერიკულ სტანდარტებზე. უნიკალური იქნება მისი არქიტექტურა და დიზაინიც, რომელზეც წამყვანმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია Deforma Studio-მ იმუშავა.
მაინც რა სტილის არქიტექტურა ექნება "არქი მაიამის" და რა სივრცეებს გააერთიანებს კომპლექსი?
ილია წულაია: "არქი მაიამი" თანამედროვე, ინდუსტრიული სტილის საცხოვრებელი სახლი იქნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის, მაღალი ხარისხის მასალებით აშენდება. ის გარკვეულწილად გაიმეორებს მაიამიში არსებული ნაგებობების არქიტექტურულ დეტალებს, თუმცა ექნება უნიკალური მახასიათებლები.
კომპლექსი გააერთიანებს 97 საცხოვრებელ ბინას, საერთო სამუშაო სივრცეს, კომერციულ ფართს, ფიტნეს ცენტრს, აუზს, გოლფის სათამაშო მოედანსა და კვების ობიექტებს. "არქი მაიამის", ასევე, ექნება ავტოსადგომი, რომელიც დაახლოებით 130 ავტომობილს დაიტევს.
როგორია "არქის" სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზარზე?
ზაზა ფაჩულია: მე და ჩემი პარტნიორები ვთანხმდებით, რომ თუ ადამიანი ან კომპანია არ ვითარდება და ერთ ადგილას დგას, ე.ი. უკან მიდის. ჩვენ კი გაჩერებას და უკან სვლას არ ვაპირებთ. სამომავლოდ, არაერთ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ აშშ-ში – ეს შეიძლება ისევ ფლორიდის შტატი იყოს, შეიძლება სხვა ლოკაცია.
ვფიქრობ, რომ წარმატებას არასდროს აქვს ლიმიტი, განსაკუთრებით კი უძრავი ქონების სფეროში. ასე რომ, არჩეულ გზას შემართებით მივუყვებით და გვჯერა, ისეთივე შედეგებს მივაღწევთ აშშ-ს ბაზარზე, როგორსაც საქართველოში მივაღწიეთ.