ასეთი ხელმისაწვდომი და ბიუჯეტური ევროპაში სწავლა არასდროს ყოფილა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ გაინტერესებს მარკეტინგი, ბიზნესი, პროგრამირება, მენეჯმენტი ან მეწარმეობა, გინდა საზღვარგარეთ სწავლა, მაგრამ დიდი ფინანსები არ გაქვს, ჩვენ გირჩევთ ისეთ ქვეყანას, სადაც სწავლაც და ცხოვრებაც ძალიან ბიუჯეტური იქნება.
ამ შემთხვევაში, ლატვია ყველაზე სწორი ლოკაციაა წარმატებული ევროპული სტუდენტური გამოცდილებისთვის. აქ ცხოვრება განსაკუთრებით ბიუჯეტური, მრავალფეროვანი და უსაფრთხოა.
7 მარტს განათლების ცენტრ LEAF-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნება დაესწრო ერთ-ერთი წამყვანი ლატვიური უნივერსიტეტის პრეზენტაციას, კონკრეტულად EKA University of Applied Sciences.
დასწრება უფასოა და შეუძლია ყველას, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია:
7 მარტს, 19:30 საათზე, ტერმინალში, აბაშიძის 34.
რეგისტრაცია: https://rb.gy/eqhlaz
ისტორიული ქალაქი რიგა თავისი კულტურული ღონისძიებებითა და საერთაშორისო გარემოთი საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას გპირდებათ.
ლატვია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მკაცრად იცავს სტანდარტებს და სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს თანამედროვე და მაღალი ხარისხის განათლებას.
ბიუჯეტური და მაღალი ხარისხის განათლება რიგაში EKA University of Applied Sciences-ში შეგიძლიათ მიიღოთ, რომელიც U-Multirank-ის სარეიტინგო სიაში წამყვან პოზიციებზეა ლატვიურ კერძო უნივერსიტეტებს შორის. უნივერსიტეტს ძლიერი კავშირები აქვს ბიზნეს სექტორებთან, რაც სტაჟირებისა და დასაქმების ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია. EKA-ს უნივერსიტეტი ყოველთვის აკრედიტებული უნივერსიტეტის სტატუსს ატარებს. აქვს დამატებით სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებიც, რაც კიდევ უფრო მეტად გაგიმარტივებთ განათლების მიღების შესაძლებლობას.
EKA University of Applied Sciences ლატვიაში გთავაზობს:
- საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სულ რაღაც 3000 ევროს ფარგლებში,
- Erasmus-ის გაცვლით პროგრამებს,
- დამატებით დაფინანსებებს,
- დასაქმების ხელშეწყობას.
შემოთავაზებული პროგრამები
ბაკალავრიატი - 2950 ევრო წლიურად:
- მენეჯმენტი (3 წელი)
- მარკეტინგი (3 წელი)
- ბიზნეს ეკონომიკა (3 წელი)
- პროგრამირება (4 წელი)
მაგისტრატურა - 3100 ევრო წლიურად:
- ბიზნეს ადმინისტრირება (2 წელი)
- ეკონომიკა და მეწარმეობა (2 წელი)
- საერთაშორისო კულტურული პროექტების მენეჯმენტი (2 წელი)
რიგის მზარდი ეკონომიკა და მრავალფეროვანი ინდუსტრიები კურსდამთავრებულებს სთავაზობს სხვადასხვა კარიერულ შესაძლებლობებს. უნივერსიტეტში სწავლას შეუძლია სტუდენტებს მისცეს ისეთი უნარ-ჩვევები, ცოდნა და კავშირები, რომლებიც საჭიროა მათ მიერ არჩეულ სფეროებში კარიერის გასაგრძელებლად. EKA University თავის სტუდენტების Erasmus-ის გაცვლითი პროგრამაში მონაწილების შანსსაც აძლევს, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს კავშირებსა და ინტერნაციონალურ გამოცდილებას მოგცემთ.