ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
14-15 სექტემბერს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა თიბისისთან პარტნიორობით, ბათუმში, კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი დარგის სპეციალისტებს და ექსპერტებს შეკრებისა და გამოწვევების განხილვის საშუალებას აძლევს, რაც ხელს შეუწყობს კენკრის ადგილობრივი ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და საქართველოს, როგორც კენკრის მწარმოებელი ქვეყნის, პოზიციის გაძლიერებას.
ფორუმის მონაწილე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები (სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან) ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, იმსჯელებენ თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე, კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე მდგარ პრობლემებზე და კენკრის ექსპორტის შესაძლებლობებზე.
ასევე, განიხილავენ იმ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული. ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან კენკროვანი კულტურის დაფინანსების საუკეთესო მექანიზმებს და მიიღებენ ინფორმაციას საუკეთესო პრაქტიკებსა და მხარდაჭერაზე.
ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და კენკრის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.