ბათუმში კონფერენცია "Partnerships4SDGs - მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია" გაიმართა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 8-9 ივნისს, ბათუმში, სასტუმროში "ლე მერიდიენ ბათუმი", კონფერენცია Partnerships 4SDGs - მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, 8 ივნისს, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებისა და ადგილობრივი კერძო სექტორის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
კონფერენცია 9 ივნისს, პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა, ვახტანგ ქათამაძემ გახსნეს.
ღონისძიება პანელური დისკუსიებით გაგრძელდა. პირველ პანელში მონაწილეობა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან გვალიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული დაგეგმარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა, ნათია წიქარაძემ, USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ახალაიამ და ინვესტორთა საბჭოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტმა, ოთარ ანთიამ მიიღეს. მსჯელობა 2030 წლის დღის წესრიგის პოლიტიკის დონეზე ლოკალიზაციას შეეხო.
მეორე პანელის ფარგლებში, ევრორეგულაციების და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საუკეთესო პრაქტიკა დამსწრეებს "თიბისი ბანკის" გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის კოორდინატორმა, მაკა ბოჭორიშვილმა, "აჭარისწყალი ჯორჯიას" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, იზა გოცაძემ, APM Terminals Poti-ს კომუნიკაციებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერმა, ეთუნა ცოტნიაშვილმა და Hilton Batumi-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, გენო ძიძიგურმა გაუზიარეს.
"კონფერენციის ფარგლებში, ბიზნეს სექტორთან და 12 მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება უკეთ განხორციელდეს მდგრადი განვითარების მიზნები ლოკალურად, ბიზნესისა და თვითმმართველობების ერთობლივი ძალისხმევით. იმისთვის, რომ მდგრადი განვითარების მიზნები ადგილობრივი დონეზე განხორციელდეს, უნდა შეიქმნას პოლიტიკის დოკუმენტები. ეს პროცესი უკვე დაწყებული აქვს საქართველოს მთავრობას. 32 მუნიციპალიტეტში უკვე შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო გეგმები და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, რომ ბიზნეს სექტორი ჩავრთოთ ამ პროცესში.
მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება არ არის. ჩართულნი უნდა იყვნენ სხვა დაინტერესებული მხარეებიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა ბიზნეს სექტორი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორის მხრიდან ეფექტურად მოხდეს ინფორმაციის შეგროვება, რას აკეთებენ იმისთვის, რომ შეასრულონ ის ინდიკატორები, რომლებიც სახელმწიფომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრა. ამიტომაც, შეხვედრები, რომლებსაც რეგიონებში ვმართავთ, ხელს უწყობს, რომ ნაბიჯები ერთობლივი თანამშრომლობით გადაიდგას",- განაცხადა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა.