ბათუმში, SMEDA-ს ორგანიზებით მასშტაბური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA)" ორგანიზებით 2 თებერვალს, ბათუმში მასშტაბური ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. ფორუმი მიეძღვნა ფინანსებზე ხელმისაწდვომობის თემას და მიზნად ისახავდა დამსწრე აუდიტორიის ინფორმირებას ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ფინანსებზე წვდომა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური თემაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. არსებობს პრობლემები, რომელიც ბარიერებს ქმნის დაფიანანსების მოძიების თვალსაზრისით, თუმცა ამავდროულად არსებობს შესაძლებლობები, რომლის შესახებაც რიგ შემთხვევებში ბიზნესი არასაკმარისად არის ინფორმირებული.
ფორუმზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ბანკის, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები და სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხლეს ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხები. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა.
ფორუმი გაიმართა საქართველოს ბანკისა და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს მხარდაჭერით და დაახლოებით 200-მდე მცირე და საშუალო მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.
როგორც ასოციაციაში განგვიცხადეს, მიმდინარე წლის განმავლობაში კიდე რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება, ამჯერად უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში.
"მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA)" წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და განვითარებას საქართველოში.