Biliki AI განახლდა - შედეგად კი უფრო სწრაფ და ჭკვიან სამოგზაურო რეკომენდაციებს გთავაზობთ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Biliki AI, მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტი მომხმარებელს განახლებულ ფუნქციონალს სთავაზობს.
Biliki AI მომხმარებელს რეკომენდაციის სახით სთავაზობს პერსონალიზებულ დეტალურ ინფორმაციას მოგზაურობის შესახებ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
პირველ რიგში, პლატფორმა გადაეწყო ახალ, გაუმჯობესებულ ტექნოლოგიაზე, Google-ის GEMINI, რამაც მნიშვნელოვად შეამცირა ტურის დაგეგმვის სიჩქარე და უკვე 5 წამამდე გეგმავს მომხმარებელზე მორგებულ ტურს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე და მეტი პერსონალიზაციისთვის, ვებ-გვერდს დაემატა ინტერესების ველი, სადაც 14 სხვადასხვა ინტერესის არჩევაა შესაძლებელი.
Biliki AI Booking.com-ის და Agoda-ს აფილირებული პარტნიორია, რომლის მეშვეობით ვებ-გვერდის მომხმარებელს სასტუმროს დაჯავშნა შეუძლია. Agoda Biliki AI-ს მომხმარებელს სასტუმროებზე ფასდაკლებებს სთავაზობს. სულ მალე დაემატება განთავსების კიდევ ერთი პლატფორმა Hostelsworld. ვინაიდან მომხმარებელს სხვადასხვა გემოვნება და ბიუჯეტი აქვს, სამივე პლატფორმა მრავალფეროვან არჩევანს იძლევა. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის Viator-ია ინტეგრირებული სადაც მოგზაურს შეუძლია კონკრეტული ადგილების და აქტივობების ბილეთის შეძენა.
Biliki AI, უკვე ცნობს ავტორიზებულ მომხმარებელს და სახელით მიმართავს მას, მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს უფრო მეგობრულს და პერსონალიზებულს ხდის.
პლატფორმაზე მუშაობა გრძელდება და ეტაპობრივად კიდევ მეტ სიახლეს შემოგთავაზებთ.