Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA)" ორგანიზებით 2 თებერვალს, ბათუმში მასშტაბური ბიზნეს ფორუმი ჩატარდება. ფორუმი მიეძღვნება ფინანსებზე ხელმისაწდვომობის თემას და მიზნად ისახავს დამსწრე აუდიტორიის ინფორმირებას ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ფინანსებზე წვდომა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური თემაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. არსებობს პრობლემები, რომელიც ბარიერებს ქმნის დაფიანანსების მოძიების თვალსაზრისით, თუმცა ამავდროულად არსებობს შესაძლებლობები, რომლის შესახებაც რიგ შემთხვევებში ბიზნესი არასაკმარისად არის ინფორმირებული.
ფორუმზე მოხსენებით წარსდგებიან საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ბანკის, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები და სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხლავენ ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები.
ფორუმზე დასწრება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე: https://bit.ly/3ky60TM
ფორუმი იმართება საქართველოს ბანკისა და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს მხარდაჭერით.
SMEDA-ს ორგანიზებით ანალოგიური ღონისძიებები წინა წლებშიც ჩატარდა. როგორც ასოციაციაში განგვიცხადეს, მიმდინარე წლის განმავლობაში კიდე რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება, ამჯერად უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში.
"მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA)" წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და განვითარებას საქართველოში