Bolt Georgia-ს ბიზნესის დეპარტამენტმა "SOS ბავშვთა სოფლის" ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Bolt Georgia-ს ბიზნესის დეპარტამენტი ტრადიციულად, ყოველ წელს თავის პარტნიორ კომპანიებს განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საჩუქარს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონოდა. მაგალითად, 2022 წელს, მათი ინიციატივითა და პარტნიორი კომპანიების სახელით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ 5 ოჯახს გადაეცათ ლეპტოპები, რათა ამ ოჯახის წევრ მოსწავლეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ საკვირაო სკოლის გაკვეთილებს.
არც 2024 წელი აღმოჩნდა გამონაკლისი და ამჯერად ისინი "SOS ბავშვთა სოფლის" 26 ბენეფიციარს სურვილების ასრულებაში დაეხმარნენ. ბავშვებმა წერილებში ჩაწერეს თავიანთი ნატვრები, რომლებიც შემდგომ Bolt Georgia-ს გუნდმა რეალობად აქცია. ბავშვების სურვილების შესაბამისად, მათ საჩუქრები "SOS ბავშვთა სოფლის" ტერიტორიაზე მიიტანეს და გადასცეს.
"ყოველ წელს მსგავსი აქტივობების დაგეგმვა განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. მოხარულები ვართ, რომ ამ წელსაც შევინარჩუნეთ ეს ტრადიცია და ბენეფიციარებს მცირე ხნით მაინც გავუხალისეთ ყოველდღიურობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მადლიერები ვართ ჩვენი პარნტიორი კომპანიების, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც შევძელით და ეს პროექტი რეალობად ვაქციეთ" - აცხადებენ Bolt Georgia-ს ბიზნესის დეპარტამენტში.