Sponsored Content

BTU-ს ორგანიზებით აგრიტექის ბუთქემფი ქალებისთვის გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სილიკონ ველი თბილისმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, USAID-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ქალი აგრო მეწარმებისთვის თელავში ორდღიანი ბუთქემფი გამართა.

ბუთქემფი პროექტ ,,აქსელერაციის პროგრამა ქალი აგრო მეწარმეებისთვის აღმოსავლეთ საქართველოში'' ჩატარდა.

აღნიშნული ბუთქემფის მიზანი იყო იმ ცოდნისა და უნარების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა, რომლებიც პროექტის ბენეფიციარებმა განხორციელებული აქსელერაციის ფარგლებში მიიღეს.

ბუთქემფი რამდენიმე სესიებისგან შედგებოდა: აგრიტექი, როგორც ინოვაციური სტარტაპი, ფინანსების მოძიება, AI და ციფრული ინსტრუმენტები, GITA-ს საგრანტო პროგრამები. Გარდა ამისა, ბუთქემფის ფარგლებში პროექტის ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მოწვეული სპიკერებისთვის, რომლებიც დამსწრეებს საკუთარი სტარტაპის შექმნის გამოცდილებას უზიარებდნენ.